არქივი

ორიგინალური ფორმის ბეჭდები

cdb19327e1f9

როგორი ფორმის შეიძლება იყოს ბეჭედი? ალბათ პირველ რიგში ოქროს ბეჭდები გაგვახსენდება, სხვადასხვა ძვირფასი თვლებით შემკული. თუმცა ბეჭედი შეიძლება ისეთი ფორმის იყოს, როგორსაც ვერც კი წარმოიდგენდით.

ეს ბეჭედი ფირმა ,,SouZou Creations”-ის დამზადებულია. აღნიშნული ფირმა გამოირჩევა მსგავსი უცნაური ნაკეთობების დამზადებით, ამჯერად კი გააკეთეს ბეჭედი, რომელიც საკმაოდ მადისაღმძვრელად გამოიყურება.

8b09c55a0edc

ეს ბეჭედი კი ცნობილი ვიდეო თამაშის ,,Space Invaders” -ის მიხედვით შეიქმნა, მასზე გამოსახულია თამაშის მთავარი მოქმედი გმირი – რობოტი. ბეჭედი დამზადებულია ოქროსაგან. ,,Space Invaders” ის ფანებს ნამდვილად შეუძლიათ ამ ბეჭედით თავი მოიწონონ.

15f6b2304fcf

შემდეგი ბეჭედი საკმაოდ მადის აღმძვრელად გამოიყურება. ეს ამერიკული ,,ბარბიქიუ” ფორმისაა, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ მისი ტარება კომფორტული იქნება.

cce1c145dfca

სურათზე ერთგვარი ბეჭედი-ტელესკოპია. ის მსუბუქი ალუმინისა და ბრინჯაოსგან არის დამზადებული. მისი საშუალებით შესაძლებელია საკმაოდ ახლოდან დავათვალიეროთ სხვადასხვა ობიექტები.

20175b4cd0b4

მომდევნო ბეჭედი ისევე საკულტო თამაშის მიხედვით შეიქმნა და  შექმნისთანავე  გაყიდვების ბუმი გამოიწვია. ,,Pac-Man”  ის შემქმნელი კომპანია ,,ნამკო”   მშვენიერ შემოსავლებს იღებს , თამაშთან დაკავშირებული აქსესუარების შექმნით.

d0ad275b8c29

სურათზე წამოდგენილი ბეჭედი იაპონური ლუდის მწარმოებელი კომპანიის ,,Kawaii” სარეკლამოდ შეიქმნა. ლუდის მოყვარულებისათვის მშვენიერი აქსესუარია.

30fd924cfe69

მსგავსი ამბები

Back to top button