არქივი

თანამედროვე საკომუნიკაციო საშუალებები

a6b57ccc9c6c

ამ პოსტში თქვენ ნახავთ თანამდეროვე  საკომუნიკაციო საშუალებების შექმნის ისტორიას, როგორიცაა: რადიო,ტელევიზია და ინტერნეტი

რადიო 

82a1ae905138

თანამედროვე ტექნოლოგიები მუდმივად იხვეწება  და ახლდება. უკვე XIX საუკუნის მიწურულს , ტელეგრაფის გამოგონებისა და დამკვიდრების შემდეგ ,რადიოს ჯერი დადგა. საქმე უკვე ეხებოდა არა კონკრეტული პიროვნებისთვის გარკვეული ინფორმაციის მიწოდებას, არამედ როგორც გაზეთის შემთხვევაში, მთლიანად საზოგადოებისთვის ინფორმაციის გაცნობას,ოღონდ არა საკითხი მასალის სახით,არამედ სიტყვიერად.

რადიო(ლათ. სიტყვიდან radio-ვასხივებ, სხივებს ვაფრქვევ ) უსადენო კავშირგაბმულობის სახეობაა.რადიოსიგნალის გადაცემისათვის გამოიყენება სივრცეში თავისუფლად მოძრავი რადიოტალღები.რადიოტალღების საშუალებით ინფორმაციის გაცვლის პირველი წარმატებით მოქმედი სისტემა 1895 წელს შექმნა იტალიელმა ინჟინერმა  გულიელმო მარკონიმ. მას 1909 წელს ნობელის ბრემიაც კი მიენიჭა ” უსადენო ტელეგრაფიის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო”. თუმცა, აშშ-ში რადიოს გამომგონებლად ითვლება ნიკოლა ტესლა,  რომელმაც 1893 წელს აიღო რადიოგადაცემისთვის, ხოლი 1895 წელს რადიომიმღების გამოგონების პატენტი (სხათა შორის, მისი პრიორიტეტი მარკონისთან შედარებით რადიოს გამოგონებაში აღიარებულ იქნა 1943 წელს სასამართლო გადაწყვეტილებით).რადიო უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებდა და ასრულებს ინფორმაციის გადაცემის,პროპაგანდის და ა.შ საქმეში.

ფართო პოპულარობით სარგებლობდა  რადიოდადგმები,მუსიკალური, სპორტული და ა.შ გადაცემები. 1930-იან წლებში ტოტალიტარული რეჟიმები (გერმანიში, საბჭოთა კავშირში და ა.შ) ფართოდ იყენებდნენ რადიოს საკუთარი პროპაგანდისათვის.რადიოს დიდი ძალა ჰქონდა მეორე მსოფლიო ომის დროსაც. მაგალითად, ჰიტლერი საბჭოთა რადიოწამყვანს ლევიტანს პირად მტრად აღიქვამდა. ამერიკაში ფართო პოპულარობით სარგებლობდა პრეზიდენტ რუზველტის ყოველკვირეული “საუბრები ბუხართან”.პრეზიდენტი პირდაპირი ჩართვით თეთრი სახლიდან ესაუბრებოდა ამერიკელ ხალხს, პასუხობდა მოსახლეობის კითხვებს.

   

ტელემაუწყებლობა 

085a12fb47e9

მასობრივი ინფორმაციის გადაცემის განვითარებაში შემდეგი ნაბიჯი იყო ტელემაუწყებლობა. (ბერძ.ტელე-შორს, ლათ.ვოდო ხედვა, ლათ. ტელევისიო-შორს ხედვა) ტელევიზიის “გამოგონება” ხანგრძლივი პროცესი იყო და არ განისაზღვრევა ერთი რაიმე კონკრეტული თარიღით. მაგრამ აღსანიშნავია ,რომ 1934 წელს ნაცისტურ გერმანიაში დაიწყო რეგულარული გადაცემები შავ-თეთრი ტელევიზიით (1929 წლიდან მიმდინარეობდა ტელეგადაცემები, მაგრამ გამოსახულებას არ ერთვოდა ხმა). 1936 წელს,ისტორიაში პირველად ,პირდაპირი ტელეგადაცემები წარიმართა ბერლინის ოლიმპიადიდან .1953 წელს კი აშშ-ში დაიწყო ფერადი ტელემაუწყებლობა. ტელემაუწყებლობა კომუნიკაციის გაცილებით უფრო მძლავრ საშუალებად იქცა,ვიდრე რადიო. 1959 წელს აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს პირველად გაიმართა ტელედებატები კანდიდატებს- ჯონ კენედისა და რიჩარდ  ნიქსონს  შორის. მოსახლეობას პირდაპირი ჩართვით მიეცა საშუალება მოესმინა და შეეფასებინა კანდიდატები. შემდგომში ამგვარმა დებატებმა აშშ-ში (ასევე სხვა ქვეყნებშიც) რეგულარული ხასიათი მიიღო.

ტელმაუწყებლობის განვითარებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სატელიტური მაუწყებლობის დამკვიდრებას. მეოთხედი საუკუნის წინ  ტელემაყურებლის არჩევანი შედარებით მცირე იყო,დღეს კი ასეულობით არხიდან შეუძლია არჩევა. სატელიტური მაუწყებლობა იძლევა ასევე მოვლენების ეპიცენტრიდან (მაგალითად, შეიარაღებული კონფლიქტების) პირდაპირი რეპორტაჟების წარმოების შესაძლებლობას. სპეციალური სატელიტური ანტენები, “თეფშები” ,მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში შესაძლებელს ხდის ტელეგადაცემების მიღებას.

 

 ინტერნეტი

95d13ccd9ff4

საზოგადოების მიერ ინფორმაციის სრული გადრღვევა მოხდა კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების შედეგად. პერსონალურმა  კომპიუტერებმა და ინტერნეტ -სივრცის ხელმისაწვდომობამ ჩამოყალიბებული სახე მიანიჭა “ინფორმაციულ საზოგადოებას.

კომპიუტერის (ინგლ. computer – გამომთვლელი) დანიშნულებაა ადამიანის “ბრძანებით”ინფორმაციის სწრაფი გადამუშავება. პირველი კომპიუტერი დღევანდელიდან შედარებით მეტად დაბალი სიჩქარისა იყო, გამოიყენებოდა ძირითადად სახელმწიფო-სამხედრო დანიშნულების სამეცნიერო კვლევებისთვის და უზარმაზარი სივრცე ეკავა. კომპიუტერული ტექნიკის თანდათანობით განვითარებისა და დახვეწის შედეგად  შეიქმნა პირადი მოხმარების-პერსონალური კომპიუტერები , რომელთა შესაძლებლობებიც დღითი დღე იზრდება. კომპიუტერულ ტექნიკასთანაა დაკავშირებული დღეისათვის ნებისმიერი სახის ინფორმაცისს მოწოდების ყველაზე მაღალგანვითარებული საშუალება- ინტერნეტი.ინტერნეტი წარმოადგენს გაერთიანებული კომპიუტერული ქსელების მსოფლიო სისტემას.ინტერნეტი ქმნის გლობალური საინფორმაციო სივრცეს და არის მსოფლიო ქსელის (ინგლ.World Wide Web (WWW)ფიზიკური საფუძველი.

ინტერნეტის ისტორია იწყება 1957 წლიდან, როდესაც აშშ-ის თავდაცვის სამინისტრომ მიიჩნია, რომ ომის შემთხვევაში ამერიკას დასჭირდებოდა ინფორმაციის გადაცემის ახალი და უფრო საიმედო საშუალება.ამგვარად,აშშ-ს წამყვან უნივერსიტეტებს დაევალათ კომპიუტერული ქსელის შექმნის პროექტზე მუშაობა. 1969 წლის 29 ოქტომბერს კალიფორნიის უნივერსიტეტის (ლოს ანჯელესი) და სტენფორდის უნივერსიტეტის ქსელებს შორის (ეს ორი უნივერსიტეტი 650 კმ-ითაა ერთმანეთისგან დაშორებული)პირველად დამყარდა კავშირი. სწორედ ეს დღე ითვლება ინტერნეტის დაბადების თარიღად კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარების პირობებში, ინტერნეტი თანდათანობით მსოფლიოს მოსახლეობის დიდი ნაწილისათვის ხელმისაწვდომი გახდა, ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი კი თანდათანობით მატულობს. ინტერნეტმა პრესის, რადიოსა და ტელევიზიის ბევრი ფუნქცია გაითავისა (დღეს “მსოფლიო აბლაბუდაში” შესაძლებელია როგორც გაზეთების წაკითხვა  ისე ტელეგადაცემების თუ ვიდეოჩანაწერების ყურება და ა.შ).

ინტერნეტ სივრცეში შეიქმნა ე.წ სოციალური ქსელები (ფეისბუქი, ტვიტერი და ა.შ) რომლითაც სრულიად უცნობ, ერთმანეთისგან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ადგილებში  მცხოვრებ ადამიანებს მიეცათ ერთმანეთის  გაცნობისა და და კონტაქტის დამყარების საშუალება “მსოფლიო აბლაბუდამ” მსოფლიო “დააპატარავა”. “მსოფლიო აბლაბუდა” დღითი დღე იზრდება, კომპიუტერული ტექნიკაც სულ უფრო  ვითარდება და იხვეწება. დღეს უკვე არსებობს ინტენეტში ჩართული სპეციალური კომპიუტერები, რომელთაგანაც ზოგიერთის  დანიშნულება კითხვაა, ზოგიერთის ტელეგადაცემებისა და ფილმების ყურება, თამაშები და ა.შ.

ინტერნეტმა და სატელიტურმა მაუწყებლობამ, მსოფლიოს “დაპარავების ” გარდა , ის გაცილებით უფრო “ღია, გახსნილი” გახადა.   ავტორიტარულ რეჟიმებს სულ უფრო უჭირთ ინფორმაციის გაკონტროლება . მათთვის არახელსაყრელი ვებგვერდების დაბლოკვის თუ სატელიტური ანტენების დაყენების აკრძალვის მიუხედავად, ინფორმაციული “ნაკადის” შეჩერება სულ უფრო  რთული, პრაქტიკულად შეუძლებელი ხდება.

zura444

,efalfkas;dfkaslfklk;

მსგავსი ამბები

Back to top button