არქივი

საკვები პროდუქტები

0e2ea83645a2
მოძრაობისთვის და ორგანოების მუშაობისთვის ენერგიას საკვებისგან ვიღებთ.
სხეული შედგება უჯრედებისაგან.ისინი თავის მხრივ შედგება ქიმიური ნივთიერებისაგან.ადამიანის ზრდისას მატულობს უჯრედების რაოდენობა,ხოლო ზრდასრულ ორგანიზმში მუდმივად ხდება ძველი ან დაზიანებული უჯრედების განახლება.
ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად საჭიროა ქიმიური ნივთიერებები.ამ ნივთიერებებს საკვები შეიცავს.
ჯანმრთელი რომ იყოს ადამიანი,მის ორგანიზმში ყველა პროცესი მოწესრიგებულად უნდა მიმდინარეობდეს.ამისთვის კი სხვადასხვა ნივთიერებებია საჭირო.
ორგანიზმისთვის საჭიროა:ცილები,ნახშირწყლები,ცხიმები,ვიტამინები,მინერალური ნივთიერებები,წყალი.

ც ი ლ ე ბ ი

ორგანიზმში ათასობით ცილაა,რომლებიც განსხვავებულ ფუნქციებს ასრულებენ.ცილები ახალი უჯრედების წარმოსაქმნელად ძირითადი ”სამშენებლო მასალაა”

ცილებს შეიცავს: კვერცხი, ხორცი, ყველი, თევზი, ხაჭო, ლობიო.
b626e739a9c3
c23598ee354a

ნ ა ხ შ ი რ წ ყ ლ ე ბ ი

ნახშირწყლები ადამიანის ორგანიზმის ”საწვავი”. მათი დაშლით თავისუფლდება ენერგია, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი მოიხმარს. ნახშირწყლები შაქრებია. ისინი სხვადასხვა სახის არსებობს. შაქარი, რომელსაც ფხვნილის სახით საკვებად მოიხმარს ადამინი არის საქაროზა. რძე შიეცავავს ლაქტოზას.
შაქარი რომელიც ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანის ორგანიზმს არის გლუკოზა.ნახშირწყლებს შეიცავს: პური, ხილი, ბოსტნეული.ც ხ ი მ ე ბ იცხიმები ენერგიის წყაროა. მათი გარდაქმნით უფრო მეტი ენერგია გამოიყოფა ვიდრე ნახშირწყლების დაშლისას.
ორგანიზმი მას გამოიყენებს როგორც ენერგიის მარაგს. ის გროვდება კანის ქვეშ და შინაგანი ორგანოების გარშემო. დაგროვილ ცხიმს ორგანიზმი საკვების ნაკლებობის შემთხვევაში გამოიყენებს.ცხიმებს შეიცავს: ზეთი, ხორცი, კარაქი, ყველი, ხაჭო.ვ ი ტ ა მ ი ნ ე ბ იადამიანის ორგანიზმისთვის აუცილებელია ვიტამინები თუმცა მცირე როდენობით. ჯანმრტელობისთვის მათი რეგულარული მიღებაა აუცილებელი. არსებობს მრავალი ვიტამინი. მათ ორგანიზმისთვის სხვადასხვა მნიშვენლობა აქვთ.ვიტამინი უზრუნველყოფს
A კარგი მხედველობა, ჯანსაღი კანი, ზრდა
B ძლიერი ნერვული სისტემა, ზრდა
C დაავადებების მიმართ მდგრადობა
D მტკიცე ძვლები და კბილები მ ი ნ ე რ ალ უ რ ი ნ ი ვ თ ი ე რ ე ბ ე ბ ი
96970f81ba6a
13e10eda2399
ვიტამინების მსგავსად ორგანიზმს მცირე რაოდენობით სხვადასხვა მინერალური ნივთიერებებიც ესაჭიროება. მათი მონაწილეობით ორგანიზმში ქიმიური პროცესები ნორმალურად მიმდენარეობს. ორგანინიზმის მნიშვნელოვანი ელემენტებია რკინა(FE) და კალციუმი(CA).FE-ჯანმრთელი ერითროციტები
CA- მტკიცე ძვლები და კბილები წ ყ ა ლ ი

ადამიანის სხეულის 75% წყალია. ამიტომ მისი მიღება აუცილებელია. წყალი საჭიროა უჯრედის ფუნქციონირებისათვის.
91801569fade

ჯ ა ნ ს ა ღ ი კ ვ ე ბ ა

ჯანსარი კვება გულისხმობს ყველა სახის საკვების მიღებას გარკვეული თანაფარდობის გათვალისწინებით. ორგანიზმში საკვები ნივთიერებების სიჭარბე ან ნაკლებობა სხვადასხვა დაავადებებს იწვევს.

წყარო:ბიოლოგიის წიგნი

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button