გართობაკულტურა

Resident Evil 6

acbc9d838b9c
Resident Evil 6 მე-3 პირის Survival horror ჟანრის თამაშია, რომელსაც ქმნის იაპონური კომპანია Capcom, პლათფორმებისთვის: Xbox360, PS3 და PC. თამაშის გამოსვლა დაგეგმილია 2012 წლის ნოემბერში. resident evil 6 რიგით მე-10 თამაშია ფრანჩაიზის ისტორიაში.

თამაშის მოქმედება განვითარდება 2013 წელს. თამაშის სიუჟეტის ცენტრში აღმოჩნდება სამი მთავარი გმირი:
9bd88b007969
კრის რედფილდი (რომელიც ცნობილია წინა ნაწილიდან, მან გადაიტანა პერსონალური ტრაგედია, მაგრამ მაინც გადაწყვიტა დახმარებოდა მთავრობას მორიგი საშინელების გადატანაში)
55d2f4c40bb1
ლეონ კენედი (ნაცნობი ფრანჩაიზის მეორე და მეოთხე ნაწილებიდან, ის ერთ-ერთია racoon city-ში გადარჩენილებს შორის) და
d5617e048c78
ახალი პერსონაჟი რომლის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია. მასზე ცნობილია მხოლოდ ის რომ უყვარს ფული და ამის გულისთვის მზადაა ყველაზე სახიფათო საქმესაც მოჰკიდოს ხელი. შემქმნელები აცხადებენ რომ ახალი პერსონაჟი ძალიან დიდ როლს შეასრულებს თამაშის ისტორიაში. ამის გარდა თამაშის პროცესში მოთამაშეები შეხვდებიან პერსონაჟებს, რომლებიც ცნობილნი არიან Resident Evil-ის წინა ნაწილებიდან. მაგალითად: თამაშში გამოჩნდება აგენტი ინგრიდ ჰენიგანი რომელიც დაეხმარა ლეონს Resident Evil 4-ში, ასევე შევხვდებით ადამ ბენფორდსაც – ეს ის ადამიანია ვინც დაიქირავა ლეონი Racoon City-ს ინციდენტის დროს (ის თამაშში წარმოგვიდგება ახლადარჩეული პრეზიდენტის როლში).

581eecf24ea2

შემქმნელები გვპირდებიან, რომ საბრძოლო სისტემამ განიცადა ძირეული შესწორება. მაგალითად: გმირებმა “ისწავლეს” სიარულის დროს სროლა, გადაკოტრიალება და სამალავების გამოყენება. ასევე ბევრად დაიხვეწა ახლო ბრძოლის სიტემა.
6109bdc2420c
ზომბები გახდნენ უფრო საშიშნი. ჩვეულებრივი ზომბები აღარ იქნებიან მოსიარულე სამიზნეები – მათ შეეძლებათ ირბინონ, იხტუნონ და გამოიყენონ იარაღი.
265a01b9a955
განსაკუთრებულ ყურადღებას Capcom-ი იჩენს ახალი სახეობის მტრებისთვის, ერთ-ერთი მათგანია J’avo – ესაა ზომბი რომელსაც შემოენახა ადამიანური უნარ-ჩვევები. მას ესმის ლაპარაკი, მაგრამ ძალიან აგრესიულია. ასევე იხორცებს ჭრილობებს, რაც მას განსაკუთრებით საშიშს ხდის.
31881467eaa0
თამაშს დაემატება სხვა სიახლეებიც, მაგალითად:

. ყველა მთავარ გმირს ექნება ცალკე სიუჟეტური ხაზი, ზოგჯერ კი მათი გზები გადაიკვეთება.

.სამივე სიუჟეტური ხაზის გავლის შემდეგ გაიხსნება ახალი სათამაშო პერსონაჟი აიდა ვონგი და მასაც ექნება განსხვავებული ისტორია.

.ახალ პერსონაჟს აქვს დაახლოებით ის უნარები რაც ალბერტ ვესკერს წინა Resident Evil-ში, აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ახალი პერსონაჟი ვესკერის ძმა ალექს ვესკერია

.თამაში ისტორია ხდება დედამიწის სხვადასხვა წერტილებში – ა.შ.შ, დასავლეთ ევროპა და ჩინეთი და არა ერთ ლოკაციაში.

.თამაში გეიმპლეით იქნება სადღაც მეოთხე და მეხუთე ნაწილებს შორის, შემქმნელებს არ სურთ, რომ თამაშმა დაკარგოს ძველი ხიბლი, ამიტომ მასში ოპტიმალურად იქნება ექშენიც და საშინელებათა ჟანრიც.

.მოთამაშეებს ასევე შეეძლებათ ორი პისტოლეტის და ცივი იარაღის ჭერაც. ტაქტიკური შესაძლებლობები თამაშში გაიზრდება, ასევე დაემატება ახლო ბრძოლის ახალი ტიპი.

ეს კი ტრეილერი

მსგავსი ამბები

Back to top button