საკითხავისამხედროსასარგებლო

როცა ალუროფობია გებრძვის

1039848 405767769543044 1539763973 o

გამარჯობათ, ალბათ ყველას გსმენიათ ნაპოლეონ ბონაპარტის შესახებ, მისი გამარჯვებებისა და დამარცხების თაობაზე. ნაპოლეონი მართლაც, რომ უდიდესი ტაქტიკოსი გახლდათ, მან 50 მდე ომი გადაიტანა და თითქმის ყველაში გაიმარჯვა, ეს მაჩვენებელი მართლაც, რომ გასაოცარია.

ნაპოლეონზე უამრავი ჭორი გახლდათ გავრცელებული, რომ მან არ იცის წერა, კითხვა, იყო შურიანი, ეგოისტი და ყველა გამოჩენილ მეომარს, ვინც სახელს გაითქვამდა ბრძოლაში ერის ღალატში დებდა ბრალს და კლავდაო და ა.შ.

ეს ისტორიები რამდენად მართალი არ ვიცით, თუმცა, დაბეჯითებით შემიძლია ვთქვათ, მსოფლიოს ყველაზე დიდ ტაქტიკოს და ყველაზე მეტ ბრძოლაგამოვლილ მხედართმთავარს ერთი მეტად უცნაური ჭირი ჭირდა, ეს გახლდათ   ალუროფობია. თქვენ წარმოიდგინეთ, ნაპოლეონი, რომელიც ურიცხვი მტრის წინ მდგომი არასდროს შეშინებულა(რავიცი, არ დავსწრებივარ პირადად და ამის თქმა დაბეჯითებით არ შემიძლია, თუმცა ფაქტი სახეზეა) და ეს გულზვიადი პირვონება კატების დანახვაზე ცახცახებდა. ყველაზე უწყინარი და ნაზი ცხოველის შიშით შეპყრობილმა მეომარმა თავის გარემოცვაში ყველა კატები გაანადგურებინა, მათი ზიზღის გამო. თქვენ წარმოიდგინეთ ეს თავის მოწინააღმდეგეებს, რომ ცოდნოდათ თქვენ როგორ ფიქრობთ ამდენ წარმატებას მიაღწევდა, კი დამარცხდა ბოლოს და ცხოვრება სამშობლოდან შორს კი გაატარა მაგრამ ორმოცდა ათამდე ბრძოლაში მტერი უკუაქცია, კატების მოშიშმა გმირმა.

napoleon

ამ მართლაც გასაოცარმა პიროვნებამ მხოლოდ ბრძოლებით არ გაითქვა სახელი, მან რომანი „ კლისონი და ეჟენი“ დაწერა და ლიტერატურაშიც თავისი წილი შეიტანა. გასაოცარია რამდენ რაღაცას ასწრებდა ეს ერთი პატარა ადამიანი.

აქვე შეგიძლიათ იხილოთ დიდ ტაქტიკოსზე შექმნილ დოკუმენტრუ ფილმს, ამ ფილმში ნახავთ ნაპოლეონის ბრძოლების ეკრანიზაციას. ასევე მის ბიოგრაფიული ხასიათის ფრაგმენტებს:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close