გამოგონებაგასართობიუცნაური

ლეონარდო და ვინჩის ჯავშნოსანი ტანკი

dc05d05823f3
ლეონარდო და ვინჩის შემუშავებული გამოგონებები ბევრად უსწრებდა დროს. ისინი რომ ლეონარდოს დროს განხორციელებულიყო და მხოლოდ ნახაზზე არ დარჩენილიყო ტექნოლოგიურ რევოლუციას გამოიწვევდა. ერთ-ერთი მათგანია ჯავშნიანი ტანკი.

მილანის მმართველ ლუდოვიკო სფორცასთან მუშაობის პერიოდში, ლეონარდომ წამოაყენა ჯავშნიანი საბრძოლო მანქანის შექმნის იდეა. მის გადასაადგილებლად 8 კაცი იყო საჭირო და 36 თოფით იყო აღჭურვილი. გარეგნულად ეს საბრძოლო მანქანა კუს მოგაგონებდათ. მასში გამოყენებული იყო ხრახნები , რომებიც ადამიანების მიერ სპეციალური ბერკეტების მოძრაობის შედეგად გამოყოფილ ენერგიას ბორბლებს აწოდებდა.

7295509b780e
საბრძოლო მანქანა საკმაოდ დაცული იყო, რვა ადამიანის მეშვეობით მას თავისუფლად შეეძლო გადაადგილება დაახლოებით 3-4 კმ/სთ-თი ბრძოლის ველზე. ხოლო მის კორპუსზე დამაგრებული თოფებით შესაძლებელი იყო მტრის მიმართულებით ცეცხლის გახსნა.
3acc2d7a8f16
ლეონარდოს რვეულში ამ საბრძოლო მანქანის მხოლოდ ნახაზია შემორჩენილი. გამოკვლევების შედეგად ერთი კურიოზული ფაქტი დადგინდა. ტანკის წინა და უკანა ბორბლები საპირისპირო მიმართულებით მოძრაობენ. ანუ, თუ ეს მანქანა ლეონარდოს გეგმით აიწყობოდა, მისი გადაადგილება შეუძლებელი იქნებოდა.
76944ded0411
d432d5e5e4d8

ლეონარდო გენიოსი იყო და ისტორიკოსები თვლიან, რომ მან ეს შეცდომა განძრახ დაუშვა. მიზეზი რამდენიმე შეიძლება ყოფილიყო: მას შეიძლება არ უნდოდა საბრძოლო მანქანა შეექმნა, ან მეორე, მისი ნახაზები შეიძლება მოეპარათ და ეს შეცდომა თავდაცვის საშუალება იყო.
d13010d00f49
04257b1fab4a

Back to top button