არქივი

უკეთესი ცხოვრება

9 5 2005 2 51 48 PM Logo logo

ავსტიული ფილოსოფიური სკოლის ყველაზე წარმოსაჩენმა წევრმა ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაეკმა იწინასწარმეტყველა, რომ თუ სახელმწიფოში იქნება პიროვნული თავისუფლების პოლიტიკა ის აუცილებლად გაბრწყინდება. მისი აზრით, იმისთვის რომ სამყარო უკეთესობისკენ შეიცვალოს საჭიროა ყველაფრის თავიდან დაწყება, რომელიც ესოდენ დიდ გამბედაობას მოითხოვს ჩვენგან. მისი თქმით, საჭიროა პირთა შემოქმედებითი ენერგიის გამოთავისუფლება და რეალური თავისუფლებისკენ მიმავალი გზის თავიდან გაჩარხვა.

მისი აზრით, უკეთესი სამყაროს შექმნის ხელშემშლელი და მოწინააღმდეგე არის “დაგეგმილი პროგრესი”. ანუ მანამ, სანამ თავს იჩენდა ცენტრალიზებული მმართველობის სისტემა, იყო კონკურენცია. ადამიანების ერთი ჯგუფი მეორეს თრგუნავდა და ამგვარი გზით ხდებოდა “ბატონი”. ამგვარი დომინანტები ძალაუფლების გარკვეულ მარაგს ფლობდნენ, რითაც მართავდნენ სოციუმის გარკვეულ ნაწილს. ხოლო სოციალისტურმა წესწყობილებამ ძირიანად შეცვალა სიტუაცია.  მან მოინდომა კერძო პირებისთვის ჩამოერთმია ეს ინდივიდუალური ძალაუფლება. მან ეს ინდივიდუალური ძალაუფლებები ერთ ვაკუუმში გააერთიანა და სახელმწიფოს გადასცა, რითაც სახელმწიფო ერთადერთი დომინიონის სტატუსით მოქმედებდა. ხალხი ფიქრობდა, რომ ამგვარი გზით თავიდან მოიშორებდნენ ძალაუფლებას, თუმცა მათ არ უფიქრიათ იმაზე, რომ ამით სახელმწიფო მაღალჩინოსნებს აქამდე არნახული ძალაუფლება თავიანთი ნებით უბოძებდნენ.

ფაქტია რომ: იმ ქვეყნებში, სადაც ერთადერთი დამქირავებელი სახელმწიფოა, ოპოზიციაში ყოფნა შიმშილით სიკვდილს ნიშნავს.

თუმცა ამგვარ ქვეყნებში, სადაც პოლიტიკური კურსი მიმართლი იყო ცენტრალიზირებისაკენ ხალხს შთააგონებდა, რომ რეალური მმართველი ერთიანი სოციუმი იყო და არა რომელიმე კერძო პირი. თუმცა ეს მხოლოდ ფიქცია გახლდათ, უბრალო დაწერილი კანონი, რომელიც ობითა და მტვრით იჟღინთებოდა.

თუმცა ამგვარი პოლიტიკა, როგორც მრავალი მისი ანალოგია, დამთავრდა მოკლე ხანში. ცენტრალიზირებული მართველობის საწინააღმდეგოდ გაჩნდა, ახალი, თანამედროვე მართველობის ფორმა სახელად ლიბერალური მმართველობა. ამ მართველობის მთავარი და დამახასიათებელი ნიშანი გახლავთ, უპირატესობის მინიჭება კონკურენციის საუკეთესო შესაძლებლობის გამოყენებას, როგორც ადამიანთა ძალისხმევის კოორდინირების საშუალებას. ანუ ამგვარი მართველობა იდეურად და პრაქტიკული გამოვლინებითაც  დამყარებული არის უშუალოდ ხალხის პიროვნული კეთილდღეობისთვის კონკურენტული გარემოს შექმნისკენ.

1011190403 1356007913

იდეურად დემოკრატიული და სოციალისტური მმართველობის სისტემები მომხრეები არიან თანასწორობისა, თუმცა განსხავება ორგანულია. სოციალიზმი ადამიანებს ნივთად, მხოლოდ როგორც არითმეტიკულ ერთეულებს ისე წარმოადგენს. ხოლო დემოკრატია ისწრაფვის თანასწორობისკენ. სოციალიზმი თანასწორობაში გულისხმობს, შეზღუდვასა და მორჩილებას, ხოლო დემოკრატია კი თანასწორობაში – ინდივიდუალური შესაძლებლობებისა და საშუალებების თანასწორობას გულისხმბს.

ისევე როგორც ნებისმიერი ინტელექტუალურ-ფიზიკური შრომის შედეგი, დაგეგმარებასაც აქვს თავისი გამოვლინების საკუთარი მასშტაბები. ყველაზე მძიმე და კრიტიკული გახლდათ დიქტატურული მმართველობის პერიოდში, რითაც მან  თავისი ნამდვილი სახე გამოავლინა და მართლაც, რომ თანამედროვე განვითარებული სახელმწიფო წყობილებისთვის, მიუხადავად განსხვავებული შეხედულებებისა, მიუღებელი და არა საკეთილდღეოა. თუმცა ზოგიერთი ინტელექტუალის თქმით, ერთადერთი საშუალებაა სახელმწიფოსა და მთლიანად სამყაროს კეთილდღეობისკენ. თუმცა რამდენად ესადაგება ჭეშმარიტებას თქვენ თვითონ განსაჯეთ.

ასე და ამგვარად ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი ფიქრობს, რომ ადამიანი მხოლოდ იმდროსაა თავისუფალი თუ მას არა პიროვნების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მორჩილება სჭირდება.

იხილეთ ვიდეო :

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button