გართობა

ლეონარდო და ვინჩის საფრენი აპარატი

1beeaec45e38
ლეონარდო და ვინჩი მრავალმხრივად განსწავლული ადამიანი იყო სხვადასხვა სფეროებს იკვლევდა. მათ შორის იყო ავიაციაც. დავინჩი შესაძლებლად თვლიდა იმას, რომ ადამიანს ეფრინა ცაში ისე როგორც ფრინველებს.

ლეონარდოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი გამოგონებაა მფრინავი მანქანა, იგივე ,,ორნითოპტერი” . ეს იყო და ვინჩის კვლევებისა და წარმოდგენების საუკეთესო თვალსაჩინოება , რომელიც ასახავდა მეცნიერის ენთუზიაზმს ფრენისკენ. ამ აპარატის სტრუქტურა აწყობილია ფრინველების მიხედვით, ლეონარდო ცდილობდა რომ ფრინველის ხელოვნური ასლი შეექმნა.

89d5d345c2de
საფრენი აპარატის ფრების მთლიანი სიგრძე 10 მეტრი იყო. აპარატის ჩარჩო დამზადებული იყო ფიჭვისაგან და შემდეგ აბრეშუმით იყო დაფარული, რათა მსუბუქი და ამავდროულად მტკიცე კორპუსი შექმნილიყო.
7b2511341996
საფრენი აპარატის პილოტი უნდა განთავსებულიყო ცენტრში, მწოლიარე მდგომარეობაში , სახით ქვემოთ. პილოტი ჩარჩოზე დამაგრებული პედლების საშუალებით ამოძრავებდა ფრთებს. ფრთების მოძრაობის გაძლიერება ხელებითაც იყო შესაძლებელი.
9abedc7e9370
არ არის ცნობილი მოახერხა თუ არა ლეონარდო და ვინჩიმ ამ აპარატის აწყობა, რაგან შემორჩენილია მხოლოდ ნახაზები. მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი, თუ ამ აპარატით ადამიანი აფრენას მოახერხებდა, არ არსებობს მექანიზმი , რომელიც საფრენ აპარატს მიწაზე დასვავდა.
06897df0b526
9eb76c8527af

მსგავსი ამბები

Back to top button