10 საინტერესო ფაქტი ტაივანის შესახებ
1) ტაივანი არ არის ჩინეთის შემადგენლობაში.
2) ტაივანი თითქმის საქართველოს ნახევარია (ნახევარზე ცოტა ოდნავ დიდი).
საქართველო-69,700 კვ. კილომეტრი. ტაივანი-36,193 კვ. კილომეტრი.
3) პორტუგალიელებმა მე-16 საუკუნეში ტაივანს უწოდეს ფორმოსა, რაც პორტუგალიურად ლამაზს ნიშნავს.
4) ტაივანის დასახლების 85% ტაივანელებია, 14% ჩინელები, 1% კი სხვა დანარჩენი.
5) ტაივანს გააჩნია ყველაზე ნაკლები შობადობის მაჩვენებელი მსოფლიოში.
6) ტაივანში ციფრი 4 უიღბლოდ ითვლება, რადგან ჩინურად 4-იანს და სიკვდილს ერთნაირი ჟღერადობა აქვთ. (სიკვდილი წარმოითქმება დაახლოებით – სივანგ, ხოლო 4 – სი. ‘ი’ მაგარი, როგორც რუსული Ы, ხოლო ‘ვ’ როგორც ინგლისური W.)
7) ოფიციალური ენაა ჩინური მანდარინი, მაგრამ მოსახლეობის უმეტესობამ იცის ტაივანური.
8) მსოფლიოს ყველაზე სწრაფი ლიფტის სამშობლოა. ამგვარი ლიფტი მდებარეობს ტაიპეი 101-ში.
9) მაგიდაზე დადებული საკვები ბოლომდე უნდა შეჭამოთ, თეფშზე საჭმლის დატოვება დიასახლისისადმი უკულტურობის და უპატივცემულობის ნიშანია.
10) ტაივანში მთელი აზიიდან და მსოფლიოდან ჩადიან ‘ბუშტის ჩაის’ ანუ Bubble Tea-ს დასალევად, რომელიც ტაპიოკას ბურთულების და რძიანი ჩაის ნაზავია.
აი რამდენიმე ლამაზი სურათი: