TECH & მეცნიერებაგართობაუცნაური
ვამპირების კაფე გინზაში
მსურდა ზღაპრულად გამეტარებინა დრო ჩემს მეგობარ გოგონასთან უჩვეულო ადგილას, მაგრამ არ ვიცოდი სად წავსულიყავი… ისე, თუ თქვენ მოხვდებით ტოკიოს შემოგარენში, აუცილებლად უნდა ეწვიოთ ვამპირების კაფეს გინზაში (Ginza).
ეს უნიკალური რესტორანი მდებარეობს მეშვიდე სართულზე ტოკიოს ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ გასართობ რაიონში – გინზაში (Ginza). მისი ინტერიერი სრულად
დეკორირებულია სისხლის მწოვი არსებების -ვამპირების სტილში : თავის ქალა, ობობები, დრაკულას გამოსახულებები, ჯვარცმები და სხვა საშინელებები…ისეთი შეგრძნებაა, თითქოს მოხვდი საშინელებათა ფილმში;
სხვათა შორის, სამზარეულო – ფრანგული, იტალიური და რა თქმა უნდა , იაპონური ნარევი – საკმაოდ გემრიელია. სადილი ორ ადამიანზე ეღირება $100-ზე მეტი.