ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ახალი პირამიდები ეგვიპტეში?

57c89de4a1c6
ამერიკელმა მკვლევარმა ანჟელა მიკოლმა განაცხადა, რომ მან შესძლო ეგვიპტის უდაბნოში აღმოეჩინა აქამდე უცნობი პირამიდების ორი კომპლექსი. აღმოჩენამ შეიძლება შეცვალოს ეგვიპტეზე დღემდე არსებული ყველა ინფორმაცია
ამერიკის შტატ ჩრდილო კაროლინაში მცხოვრები ანჟელა მიკოლი რამდენიმე წლის განმავლობაში სწავლობდა კოსმოსიდან გადაღებული ნილოსის დელტისა და ეგვიპტის უდაბნოს სურათებს. პროგრამა Google Earth-ის საშუალებით ამერიკელი მკვლევარი ეძიებდა ყველა იმ ადგილს, სადაც შეიძლება ყოფილიკო ძველი ცივილიზაციის ნაგებობების კვალი და ბოლოს იპოვა ის რამაც შეიძლება შეძრას არქეოლოგიური მეცნიერების სამყარო.
215c40d901be

ნილოსის აუზში ერთმანეთისგან 145 კმ-ის მოშორებით ანჟელამ აღმოაჩინა ბორცვების ორი ნაკრები, რომლებიც სრულიად შესაძლებელია აღმოჩნდნენ ძველი ცივილიზაციის არქიტექტურული ნაგებობები.
98903833e5c7

პირველი კომპლექსი განლაგებულია ზემო ეგვიპტეში, ნილოსის ნაპირას ქალაქ აბუ-სინდუმიდან 20 კილომეტრის დაშორებით.
ორი დიდი ყორღანი, რომელიც დაფარულია ქვიშით, სიგანეში დაახლოებით 80 მეტრს შეადგენს. აღმოსავლეთით ათეულობით მეტრის მოშორებით მდებარეობს ორი მომცრო სამარხი (დიამეტრით 30 მეტრი). იქვე მდებარეობს სამკუთხა ფორმის უცნობი ობიექტი დაახლოებით 200 მეტრის სიგანით

fe06fa6290f9

თუ ანჟელა მიკოლის ვარაუდი გამართლდა, მაშინ კომპლექსი გიზის პირამიდებს მინიმუმ სამჯერ მაინც გადააჭარბებს.
ჩრდილოეთით 145 კმ-ის დაშორებით ამ ადგილიდან მიკოლმა კიდევ ერთი მსხვილი პირამიდა აღმოაჩინა, რომლის სიგანე 42 მეტრს შეადგენს.
ამ პირამიდის ახლოს განლაგებულია სამი მომცრო სამარხი. აქედან საინტერესო ისაა, რომ მათი განლაგება ზუსტად იმეორებს გიზის პირამიდების კომპლექსის მდებარეობას დიაგონალურად.
110d19c6fa24

როგორც თვითონ მკვლევარი აღნიშნავს, ბორცვების მუქი ფერი მოგვაგონებს ალიზის აგურს, სამშენებლო მასალას რისგანაც აშენებდნენ ძვველი ქალაქიას დიმაის კედლებს, რომლის ნანგრევებიც 3 კილომეტრითაა დაშორებული ანჟელა მიკოლის აღმოჩენასთან.

75744859daa0

ცნობილმა ეგვიპტოლოგებმა უკვე შეისწავლეს ამერიკელი მკვლევარის გამოქვეყნებული ინფორმაცია. კონკრეტულად ძველი ნილოსის კულტურისა და ცივილიზაციის ერთ-ერთი ავტორიტეტული მკვლევარის ნაბილ სელიმის აზრით ამერიკელი მკვლევარი ქალი დიდი აღმოჩენის შწორ გზას ადგას ახალი მეცამეტე დინასტიის დროინდელ პირამიდების შესახებ.

b7c8aeb14d87

ადრე ანჟელა მიკოლმა Google სერვისის დახმარებით შეძლო აღმოეჩინა ძველი ქალაქის ნარჩენები, რომელიც დაფარული იყო ზღვით ნახევარკუნძულ იუკატანთან. ხოლო მიკოლის კოლეგამ ამერიკელმა ბირმინგემის უნივერსიტეტის (შტატი ალაბამა) ეგვიპტოლოგმა სარა პარკაკმა Google Earth-ის დახმარებით ეგვიპტის კიდევ 17 პირამიდა იპოვა, რომელიც დაკარგულად მიიჩნეოდა.

ასე რო ძვირფასო მკითხველებო ველოდოთ ახალ აღმოჩენებს და იქნებ ცოტა მაინც ნათელი მოეფინოს საიდუმლოებით მოცულ პირამიდებს.

saladini

mikvars ucnaurobebi

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close