არქივი

ყველაზე დიდი თვითმფრინავი – Hughes H-4 Hercules

7888b4c45098
1950-იან წლებში Hughes H-4 Hercules იყო ყველაზე დიდი მფრინავი ნავი ამერიკაში, მისი ასაფრენი წონა შეადგენდა 180 ტონას, ხოლო ფრთების შლილი მეტია, ვიდრე A-380 და AN-225 “Mriya”-სი;
ამერიკულმა კომპანიამ Hughes Aircraft შეიმუშავა ეს გიგანტი თვითმფრინავი ჰოვარდ ჰიუზის (Howard Hughes) ხელმძღვანელობით. ჰოვარდი იყო მსოფლიოში ყველაზე დიდი საფრენი აპარატის შემქმნელი. (მასზე გადაღებულია ფილმი „ავიატორი“ (Aviator)

7a9535ab3073
ჰიუზის იმპერია ათეულობით სფეროს მოიცავდა: იღებდა ფილმებს, აპროექტებდა თვითმფრინავებს, მის მფლობელობაში იყო სასტუმროები, კაზინოები, ფაბრიკები, მსოფლიოს ერთ-ერთ უმსხვილესი ავიაკომპანია.

1932 წელს თავისი მომავალი იმპერიის მთავარი ბურჯი Hughes Aircraft Company დაარსა.
მეორე მსოფლიო ომის დროს მილიონერმა ახალი მიზანი – გიგანტური თვითმფრინავის Hercules-ის შექმნა განიზრახა, რომელიც ამერიკელ ჯარისკაცებს ევროპაში გადაიყვანდა. მის შექმნაზე მთავრობამ 13,5 მილიონი ამერიკული დოლარი გამოყო.

5243fa6ad0a5
ამ თვითმფრინავის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ იმის გამო, რომ ომიანობის პერიოდში ალუმინის დეფიციტი იყო , მფრინავი გოლიათი დამზადებულია ხისაგან … ჰოვარდმა გამოიყენა ძირითადად არყის ხე.
ავიაციის ისტორიაში ის დღემდე ყველაზე დიდ მფრინავ ხომალდად რჩება. მისი ფრთის გაქანი 98 მ-ია.
თვითმფრინავის დასრულება მხოლოდ 1947 წელს მოხერხდა. პირველად ის იმავე წლის 2 ნოემბერს აფრინდა. “Hughes H-4 Hercules” თავად ჰოვარდ ჰიუზი მართავდა.

ერთხანს რვა ძრავიანი გიგანტი სპეციალურ ანგარში ინახებოდა, რომლის ყოველწლიურ ქირაში ჰიუზი 46 000 დოლარს იხდიდა, ხოლო 1993 წლიდან თვითმფრინავი საავიაციო მუზეუმის ექსპონატად იქცა..

449d166402b3
0cdf9f58bcb8
96e190520254
364762160833
b8a956f5834a
5dcbe3077b05

blogerlady

age: 14

მსგავსი ამბები

Back to top button