არქივი

მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლუდის სახეობები

e00ed16bdb63
ლუდი უდავოდ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სასმელია მსოფლიოში. ლუდის უამრავი სახეობა არსებობს, მაგრამ ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება , რომელი ლუდია ალკოჰოლის შემცველობით პირველ ადგილზე. პოსტში წამოდგენილია მსოფლიოში ყველაზე ძლიერი ლუდის სახეობების ხუთეული.

5.

271a62850b3c
Schorschbräu , 43% , გერმანია

,,შორშბრაუს” ლუდის სახარშის მფლობელები უკმაყოფილო იყვნენ იმით რომ ,,ბრიუდოგის” ლუდი მათზე უფრო ძლიერი იყო. მათ დაიწყეს ახალი ლუდის ხარშვა რომელიც ალკოჰოლის შემცველობით ვისკის უნდა გატოლებოდა და გამოუვიდათ კიდეც. ,,Schorschbock” წარმოადგენს ალკოჰოლის შემცველობით მეხუთე ლუდს მსოფლიოში. ლუსი არის მუქი შეფერილობის და ჩვეულებრივ ლუდთან შედარებით ცოტა სქელი. აქვს სპეციფიკური სიმწარე და არომატი.

4.

384a407a68f9
Brew Dog , 55% , შოტლანდია

შოტლანდიურმა ლუდის მწარმოებლებმა კვლავ განაგრძეს ბრძოლა გერმანელ კონკურენტებთან. მათი ახალი ლუდის სახელია “The End Of History” , რომლის ერთი ბოთლის ფასი 500 გირვანქაა. ამ ლუდმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირი ლუდის სახელიც მოიპოვა. მისი თითეული ბოთლი უნიკალური დიზაინით არის დამზადებული.

3.
943215993e6c
Schorschbräu, ,,Schorschbock Finis Coronat Opus” , 57% , გერმანია

მესამე ადგილს ისევ ,,შორშბრაუს” ჩამოსხმული ლუდი ,,Schorschbock Finis Coronat Opus” იკავებს. ალკოჰოლის შემცველობა მასში იმდენად დიდია, რომ დალევისას ყელს წვავს.

2.

5a19862d561c
T’koelschip , 60% , ნიდერლანდები

,,შორშბრაუსა” და ,,ბრიუდოგს ” შორის გამართულ ბრძოლაში მოულოდმელად ჰოლანდიური ლუდსახარში ჩაერთო, რომელმაც ახალი ლუდი შემოიტანა ბაზარზე : ,,Start The Future”. ეს ლუდი შთამბეჭდავია თავისი სიძლიერით. შეფერილობა მოყავისფროა და აქვს ალაოს და სვიის განსაკუთრებული არომატი.

1.

55e875ccff63

Brewmeister, 65%, შოტლანდია

Brewmeister-ი ახალი შოტლანდიური ლუდსახარშია, რომელმაც ნამდვილი ბომბი ლუდი ჩამოასხა. მისი დაგემოვნება არც ისე ადვილი. სახელიხ შესაბამისი აქვს ,,Armageddon”. შოტლანდიელებმა მოახერხეს ის ,რომ ლუდი სხვა მსგავსი მაღალ ალკოჰოლური ლუდებისავით მძიმე დასალევი არ არის, თუმცა ერთი ბოთლის გამოცლის შემდეგ იგრძნობს ადამიანი რომ გემომ მოატყუა…

შოტლანდიური ,,Armageddon” -ი დღეს მსოფლიოს ყველაზე ძლიერი ლუდია, თუმცა ბრძოლა გრძელდება და საინტერესოა ვინ მოახერხებს 70%-იანი ზღვრის გადალახვას.

მსგავსი ამბები

Back to top button