არქივი

ჯენის ჯოპლინი

c87ba447c2784a02b5b3179e
ჯანის ლინ ჯოპლინი დაიბადა 1943 წლის 19 იანვარს ტექსასის შტატის პატარა ქალაქ პორტ არტურში.სეტ და დოროთი ჯოპლინები საშუალო კლასის ოჯახს მიეკუთვნებოდნენ, ჯანისი კი მათი პირველი შვილი იყო.ჯერ კიდევ პატარა ჯეინის დიდ ყურადღებას იქცევდა.თავიდანვე ნათელი იყო რომ გოგონას საინტერესო არტისტული მონაცემები ჰქონდა.

თინეიჯერობის პერიოდში სიმსუქნისადმი მიდრეკილმა ჯენისმა საგრძნობლად მოიმატა წონაში და კანის დაავადების გამო საშინელი გამონაყარი გაუჩნდა.ამის გამო დიდიან პატარიანადყველა მას დასცინოდა.საშინელი კომპლექსების მიუხედავად ჯენისმა,წარჩინებით დაამთავრა სკოლა და თომას ჯეფერსონის სახელობის უნივერსიტეტში მოწყობაზეც ოცნებობდა.პარალელურად ლუიზიანას შტატში ჩადიოდა,სადაც ჯაზ და ბუზ კლუბების ხშირი სტუმარი იყო.სწორედ იქ გაუსინჯა პირველად გემო ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს.ცოტა ფულის შოვნის შემდეგ სან ფრანცისკოში გაემგზავრა.ხან დამლაგებლად ხან მიმტანად ხანაც ბექვოკალისტად უწევდა მუშაობა.მოგვიანებით ბედმა გაუღიმა და ერთ-ერთ იაფასიან დაწესებულებში მომღერლად მოეწყო.ბლუზის დიდი ვარსკვლავების მიბაძვით მან საკუთარი სტილი და სიმღერის მანერა გამოიმუშავა.გაუთავებელი ნარკოტიკების,სასმელისა და არასრულფასოვანი კვების გამო წონაში დაიკლო.გასული საუკუნის 60-იანი წლების დასაწყისში ჰიპური მოძრაობა იკიდებდა ფეხს.ამერიკელი ახალგაზრდები თავისუფალი სექსის,სიყვარულისა და თავდავიწყების ძიებაში ახალ კერპებს ეძებდნენ.მათ შორის იყო ჯოპლინიც,რომელიც ერთ საღამოს სიმღერის დროს ჯგუფ “ბიგ რბაზერს ენდ ჰოლდინგ კომპანის” ნახეს და თავისთან მიიწვიეს.რამდენიმე დღეში კი ჯგუფის წევრად დაასახელეს.პირველი დიდი აღიარება ჯგუფმა 1967 წელს მოიპოვა, როდესაც მონტერეის ფესტივალზე დაუვიწყარი სანახაობა გამართა.ორი წლის დიდების მწვერვალზე მყოფი ჯოპლინი კარიერა ნელ-ნელა უკან მიდიოდა,რადგან ნარკომანად ჩამოყალიბდა.როგორც თავად აცხადებდა ჰეროინი სცენაზე გასვლის წინ ტონუსს მატებდა და ენერგიით ავსებდა.ამას ემატებოდა მამაკაცებთან გართობაც,რომლებსაც ჯოპლინი ხანდახან ქირაობდა.
8c3640622504
1970 წელს ახალ სტუდიურ ალბომზე დაიწყო მუშაობა,რომელსაც “მარგალიტი” უწოდა.მასში უნდა შესულიყო ჯონ ლენონისადმი მიძღვნილი სიმღერა და ჯიმ მორისონთან ერთობლივი ნამუშევარი.ამ ალბომს დასრულება არ ეწერა იმავე წლის 4 ოქტომბერს ჰოლივუდში,”ლენდმარკ მოტორ ჰოტელის”105 ნომერში 27 წლის ჯენის ჯოპლინის გვამი იპოვეს.ის ჰეროინის ზედმეტი დოზით გარდაიცვალა.გარდაცვალების შემდეგ ნაპოვნი იქნა ჯოპლინის ანდერძი,სადაც შეტანილი სამი მნიშვნელოვანი პუნქტიდან ყველა აასრულეს.პირველი გახლდათ ის რომ ჯოპლინმა თავის მეგობრებს 2500 დოლარი დაუტოვა, რათა მისი გარდაცვალების შემდეგ დიდი ზეიმი მოეწყოთ.
4a02b5b3179e
ჯენისი საყვარელ მანქანასთან.
.

.

scylla

დამწყები ვებ მასტერი,joomla-ს პროფესიონალი
Back to top button