საკითხავისასარგებლოუცნაური

საინტერესო ფაქტები აბრაამ ლინკოლნზე

c758f09c76e5
აბრაამ ლინკოლნი უდავოდ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი პოლიტიკოსია, ხოლო ამერიკაში კი ყველაზე პოპულარული პრეზიდენტი. პოსტში მოცემულია ფაქტები , რომლებიც საშუალებას მოგცემთ უფრო მეტი გაიგოთ ამ პიროვნებაზე.

მართალიან ლინკოლმა სახელი პრეზიდენტობით გაითქვა, თუმცა სანამ ამ თანამდებობას დაიკავებდა ის ერთ-ერთი საუკეთესო ადვოკატი იყო ილინოისის შტატში. ლინკოლს , თავის კოლეგებთან ერთად 5000-მდე საქმეზე აქვს ნამუშევარი. ის პრაქტიკულად არც ერთ საქმეზე არ ამბობდა უარს. ერთხელ, როცა ის სარკინიგზო კომპანიის ინტერესებს იცავდა, საქმის დასრულების შემდეგ ანაზღაურება არ გადაუხადეს. მან თავის დამქირავებელს თვითონ უჩივლა სასამართლოში და ამ გზით მიიღო კუთვნილი ანაზღაურება. აბრაამ ნინკოლნი ასევე ცნობილი იყო როგორც ექსპერტი საკონსტიტუციო სამართალში.
001e3173194d
აბრაამ ლინკოლნი ბოლო წლებში ვეგეტარიანელი იყო და ცხოველტა დაცვაზე ბევრს ფიქრობდა, ამან შექმნა ილუზია, რომ თითქოს ის ცხოველებს არასოდეს კლავდა. სინამდვილეში კი კვლევების შედეგად დადგინდა რომ ახალგაზრდობის წლებში აბრაამი უზომოდ იყო გატაცებული ნადირობით. დიდი სიამოვნებით ნადირობდა ხოლმე ენოტებზე, გარეულ ინდაურზე და სხვა ცხოველებზე.
a0dd1a35d8cd
აბრაამი ნადირობასთან ერთად შინაური ცხოველების სიყვარულითაც გამოირჩეოდა. თეთრ სახლში მისი პრეზიდენტობის დროს უამრავი კატა ცხოვრობდა. ასევე ცხვრები, კურდღლები , ძაღლი ,,ფიდო” და სხვა ცხოველები. ხშირად ის უპატრონო ცხოველებსაც იყვანდა ქუჩიდან და უვლიდა.

b7e751e0d440
თავისი დროისათვის აბრაამ ლინკოლნი საკმაოდ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანი იყო. ის თვლიდა, რომ ყველას , ვისაც ქვეყნის კეთილდღეობაში თავისი წვლილი შეჰქონდა, ხმის უფლებით უნდა ესარგებლა. აქ განსაკუთრებით ქალების უფლებების დაცვა იგულისხმებოდა. ისტორიკოსები თვლიან, რომ მისმა მემკვიდრეობამ ქალთა უფლებების დამცველი მოძრაობის დაწყებაში დიდი როლი ითამაშა.

5e499455f2b9

9170fc8b83da

თეგები
Back to top button
Close
Close