არქივი

საინტერესო ფაქტები თმების შესახებ

b840e83a6ad2

საინტერესო ფაქტები თმების შესახებ. 
წითური თმები ითვლება ყველაზე სქელ თმად, მაგრამ მათი რაოდენობა უფრო ცოტაა ვიდრე სხვების.

ჩვილს პირველი თმები ამოსდის უკვე მაშინ, როდესაც ჯერ კიდევ დედის საშვილოსნოშია, დაახლოებით 4-5 თვის ასაკში.

ზრდასრულ, ჯანმრთელ ადამიანს დღეში სცვივა დაახლოებით 200 ღერი თმა.

კაცები მელოტდებიან უფრო ხშირად, ვიდრე ქალები. ეს იმითი აიხსნება, რომ ქალებს თმები 2მმ-ით უფრო ღრმათ აქვთ კანში, ვიდრე კაცებს.

საინტერესო ფაქტია, რომ ადამიანებს თმების რაოდენობა და მათი სისქე განისაზღვრება გენეტიკურ დონეზე. ქერებს საშუალოდ აქვს 140 ათასი ღერი თმა და თითოეული მათგანის სისქე არის 50 მიკრონი. წითურებს აქვთ 80 ათასი ღერი თმა, მაგრამ მათი თმის სისქე არის 100 მიკრონი, ხოლო შავგვრემანებს აქვთ 109 ათასი ღერი თმა, ხოლო სისქე კი არის 75 მიკრონი.

თითოეული წამწამის სისცოცხლე საშუალოდ არის 100 დღე.

ღამით თმები იზრდებიან ნელ-ნელა ან საერთოდ არ იზრდებიან, მაგრამ სამაგიეროდ მათი სიგრძე დღის პირველ ნახევარში და ასევე საღამოს ძლიერ იმატებს.

თმების დაბანა აუცილებელია 34-35 გრადუს ტემპერატურაზე.

ადამიანის კანის 95% თმითაა დაფარული.

თუკი თმებს, რომლებიც გვაქვს თავზე და სხეულზე გავაერთიანებთ მაშინ მივიღებთ შემდეგ რეზულტატს: 1 წუთი – 116მმ, 10 წუთი – 116სმ, 1 საათი – პრაქტიკულად 1 მეტრი, 1 დღე – 166მ.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button