ვიდეოებისაკითხავისასარგებლო

ოაზისი ან უბრალოდ 90-იანების ლეგენდა

b77e8ae79336
ლეგენდარული ოაზისი ინგლისური როკ ჯგუფი მანჩესტერიდან, ჩამოყალიბებული 1991 წელს, რომელსაც ხელმძღვანელობდნენ გიტარისტი და ძირითადი სიმღერების ავტორი ნოელ გალაგერი და მისი უმცროსი ძმა, წამყვანი ვოკალისტი და სიმღერების ავტორი, ლიამ გალაგერი.
Oasis ზოგიერთების აზრით ბრიტპოპის მოძრაობის დროს შუა 1990-იანებში ჩამოყალიბებული ყველაზე წარმატებული ჯგუფია. 2005-ში, გინესის ჰიტი სინგლების და ალბომების რეკორდების წიგნმა ოაზისი „უკანასკნელი ათწლეულის გაერთიანებული სამეფოს ყველაზე წარმატებულ ჯგუფად“ გამოაცხადა. ჯგუფს მსოფლიოს გარშემო 50 მილიონი ალბომი აქვს გაყიდული, და მის ანგარიშზე რვა ნომერ პირველი სინგლია გაერთიანებულ სამეფოში.

ოაზისის კონცერტი მანჩესტერში
331c664c4d5a

ალბომის მხარდასაჭერად ოაზისი კვლავ გაემართა მსოფლიო ტურში, რომელმაც 18 თვე გასტანა.

2009 – 28 აგვისტო. ფესტივალზე Rock en Seine, პარიზი. კონცერტის დაწყებამდე 5 წუთით ადრე, ლიამსა და ნოელს შორის მომხდარი ჩხუბის შემდეგ ნოელმა დატოვა ოაზისი, შეწყდა კონცერტი, და გაუქმდა ტური. მოგვიანებით გამოქვეყნდა ნოელის განცხადება: “with some sadness and great relief…I quit Oasis tonight. People will write and say what they like, but I simply could not go on working with Liam a day longer” ..

ea53c4ec851b

საბოლოო ჯამში ოაზისს გაყიდული აქვს 50 მილიონზე მეტი ჩანაწერი. 8 ბრიტანეთის #1 სინგლი. 8 ბრიტანეთის #1 ალბომი. მოგებული აქვს 15 NME Awards, 9 Q Awards, 4 MTV Europe Music Awards და 6 Brit Awards.

ოაზისის დაშლის შემდეგ, ლიამმა სხვა წევრებთან (ნოელის გარდა) ერთად ჩამოაყალიბა ჯგუფი Beady Eye და გამოუშვა სადებიუტო ალბომი Different Gear, Still Speeding

მალევე გამოვიდა ნოელის სოლო ალბომიც: Noel Gallagher’s High Flying Birds

რაც შეეხება Beady Eye

ჯგუფი ჩამოყალიბდა 2009 წელს და იმავე წლის ნოემბერში დაიწყო მუშაობა ახალ მუსიკალურ მასალაზე.
Beady Eye-ს პირველი სინგლი, Bring the Light გამოვიდა 2010 წლის 15 ნოემბერს, პრომო სინგლის სახით, უფასო ჩამოტვირთვის ფორმით. ფიზიკური დისკი ამ სიმღერით გამოვიდა შეზღუდული რაოდენობით, მოხვდა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის #61 პოზიციაზე და მოექცა ინდი და როკ ჩარტების სათავეებში. მეორე პრომო-სინგლი Four Letter Word გამოვიდა 2010 წლის 26 დეკემბერს.
The Roller გამოვიდა როგორც ჯგუფის პირველი კომერციული სინგლი, ალბომამდე Different Gear, Still Speeding, 2011 წლის 28 თებერვალს.
ჯგუფის სადებიუტო ალბომი ჩაწერილი იქნა ლონდონურ სტუდიაში RAK, 2010 წლის შემოდგომაზე, პროდიუსერ სტივ ლილიუაიტის ხელმძღვანელობით. ჯგუფი ხანმოკლე პრომო-ტური ინგლისსა და ევროპაში დაიწყო 2011 წლის მარტში. Millionaire, ჯგუფის შემდეგი სინგლი, გამოიცა მაისში.[4ბრიქსტონის აკადემიაში გამოსვლის შემდეგ ჯგუფმა გამოსცა ბითლზის სიმღერის Across the Universe ქავერ-ვერსია, რომელიც საქველმოქმედო სინგლის სახეს ატარებდა. მისი გაყიდვებიდან მთელი შემოსავალი გადაირიცხა იაპონიის მიწისძვრისგან დაზარებულთა დასახმარებლად.

P.S იმედი მაქვს ოაზისი გაერთიანდება და ძველ დიდებას დაიბრუნებენ ..

წყარო: oasisinte.com,უცხოური ფორუმები,wikipedia.org

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close