გამოგონებასაკითხავიუცნაური

პირველები, რომლებიც სინამდვილეში პირველები არ იყვნენ (ნაწილი II)

700ec6a4493d
პოსტში გრძელდება იმ გამომგონებლებზე საუბარი, რომლებსაც შეცდომით მიაწერენ პირველობას სხვადასხვა სფეოებში.

საბეჭდი მანქანა

ეს კიდევ ერთი ცნობილი ფაქტია ისტორიის სახელმძღვანელოებიდან. საბეჭდი მანქანა რენესანსის ეპოქის უდიდესი მონაპოვარი იყო, მან ინფორმაციის გავრცელება ფართო მასშტაბებით გახადა შესაძლებელი. ის 1439 წელს იოჰან გუტენბერგმა შექმნა, მის მანქანას 1 საათში 240 გვერდის დაბეჭდვა შეეძლო.
41c482778439
მაგრამ გუტენბერგამდე 200 წლით ადრე კორეაში, ,,გორიეო”-ს დინასტიის მმართველობის დროს უკვე ბეჭდავდნენ წიგნებს. საბეჭდი დაზგა კორეაში XIII საუკუნეში შეიქმნა, კორეელები ამ პერიოდისთვის უკვე ახერხებდნენ ძველი ხელნაწერების თავიდან დაბეჭდვას, მათი შენარჩუნების მიზნით. დღეს შემორჩენილია კორეაში დაბეჭდილი წიგნის ფურცელი, რომელიც გუტენბერგამდე 100 წლით ადრეა დაბეჭდილი. ამ წიგნის გვერდს ,,ჯიკჯი” ქვია. ეს ყველაფერი ნიშნავს იმას, რომ მსოფლიოში პირველი ნაბეჭდი წიგნი გუტენბერგის ბიბლია არ არის. არსებობს მოსაზრებები , რომ გუტენბერგმა ტექნოლოგია კორეიდან მოიპარა, თუმცა ამას ვერ ადასტურებენ.
7e4836894da4
SOS სიგნალი

ტიტანიკი ბევრი რამითაა ცნობილი მსოფლიოში: თავისი გაბარიტებით, გემზე სათადარიგო ნავების მცირე რაოდენობით და ჯეიმს ქამერონის ოსკაროსანი ფილმით. არის კიდევ ერთი რამ, რასაც ტიტანიკს ტყუილად მიაწერენ, ეს SOS სიგნალია. ტიტანილი ყველაზე ცნობილი გემია, რომელმაც ეს სიგნალი გამოიყენა მაგრამ ის პირველი ნამდვილად არ ყოფილა.

7490d60d3d4a

პირველი განგაშის უკაბელო სიგნალი გაუშვა ,, East Goodwin Lightship”-მა 1899 წლის 17 მარტს. თუმცა ეს სიგანლი იყო : “CQD” და არა ,,SOS”. ეს უკანასკნელი შემდგომში შემოვიდა ხმარებაში. რაც შეეხება კონკრეტულად ,SOS”-ის განგაში სიგნალად გამოყენებას, ეს პირველად 1909 წელს გემმა ,,SS Slavonia” გააკეთა, სხვათაშორის წარმატებულად.
d4f10353688f
პირველი ნათურა

თომას ედისონი მსოფლიოში ცნობილი ვარვარის ნათურის გამოგონებით გახდა. თუმცა ნათურები ედისონამდე დიდი ხნით ადრე გამოიგონეს, თან არაერთმა მეცნიერმა.

aa3cd9b97db3
სერ მერფი დეივიმ 1801 წელს პლატინის გამოყენებით შექმნა პირველი მელექტრო ნათურა, 78 წლით ადრე ედისონის გამოგონებამდე. 1840 წელს იგივე გააკეთა ვარენ დე ლა რუამ ოდნავი ცვლილებებით, თუმცა ისევ პლატინის გამოყენებით. პლატინის ნათურების მთავარი ნაკლი მათი სიძვირე იყო.
435bdc05d455
შედარებით თანამედროვე ნათურა 1854 წელს ჰეინრიხ გიობელმა შექმნა, ხოლო თითქმის 99%-ით ედისონის ნათურის მსგავსი ნათურა ჯოზეფ უილსონმა დააპატენატა, 10 თვით ადრე ვიდრე ედისონი იგივეს იზავდა. ედისონი უდავოდ დიდი მეცნიერი იყო, თუმცა ამ სფეროში მისი პირველობა გადაჭარბებულია.

მსგავსი ამბები

Back to top button