ყოველ წელს 14-დან 19 მარტის ჩათვლით ესპანეთის ქალაქ ვალენსიაში წმინდა იოსების (St. Joseph) ხსოვნისადმი იმართება „Las Fallas“ ფესტივალი – ცეცხლის დღესასწაული და გაზაფხულის დადგომა;
ზეიმობამდე, ერთი კვირით ადრე, მხატვრები, მოქანდაკეები და არქიტექტორები ქმნიან წარმოუდგენლად რთულ, კომპლექსურ სტრუქტურებს (კონსტრუქციებს) ქაღალდისგან, ცვილისგან, პაპიემაშესაგან, ხისაგან, ქაფისაგან და სხვა მასალისაგან; ზოგიერთი სკულპტურის სიმაღლე აღწევს 20 -23 მეტრს და მეტსაც…
დღესასწაულის განმავლობაში ეს ფიგურები იღებენ მონაწილეობას აღლუმში, ხოლო ბოლო დღის საღამოს მათ წვავენ ფეიერვერკების და შუშხუნების თანხლებით;