გამოგონებაგასართობისურათები

კუნძულ Nantes-ის მანქანები


კუნძულ ნანტის მანქანები ან „Les Machines de l’Île de Nantes» წარმოადგენს გიგანტური მექანიკური ცხოველის კოლექციას, ქალაქ Nantes -ის მხატვრულ, ტურისტულ და კულტურულ პროექტში შემუშავებული ფრანსუა დელაროზიერის (Francois Delarozière) და პიერ ორფისის (Pierre Orfis) მიერ საფრანგეთში;
პროექტი არის ჟიულ ვერნის „გამოგონილი სამყაროს“, ლეონარდო და ვინჩის მექანიკური უნივერსის და თვით ქალაქ ნანტის (Nantes) სამრეწველო ისტორიის კომბინაცია;
ყველა მექანიკური ცხოველები განთავსებულია მოძველებულ ვერფებში, ყოფილი გემთმშენებელი ქარხნების ვერფერებში, სადაც ტექნიკური მდგომარეობა დაბალ დონეზეა და საჭიროებს ინვესტიციებისთვის აუცილებელ სახსრებს…


კუნძულ Nantes-ის მანქანები მოიცავს ისეთ საოცარ მანქანებს, როგორიცაა „დიდი სპილო“, „ზღვის სამყარო“, და „ხე ყანჩა (Herons)“. ამ პარკში მთავარი ღირსშესანიშნაობა არის 12-მეტრიანი მექანიკური სპილო, რომელსაც შეუძლია პარკში გავლა და მგზავრების ტარება საკუთარ სხეულზე. სპილო ნელა დადის, აბაკუნებს ფეხებს, აპარტყუნებს ტყავის ყურებს და აშხეფებს წყალს ხორთუმით ყველას, ვინც გადაეღობება გზაზე. მგზავრებს სპილოს სხეულის შიგნიდან შეუძლიათ დაინახანონ მოძრავი მექანიზმები, რომლებიც პასუხისმგებლები არიან ფეხების მოძრაობაზე.
სინამდვილეში, ეს სპილო წარმოადგენს „სულთანის სპილოს“ ზუსტ ასლს – უჩვეულო წარმოდგენის, რომელიც ჩატარდა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის დედაქალაქ – ლონდონში;





კარუსელის „ზღვის სამყარო“ სიმაღლე აღწევს დაახლოებით 25 მეტრს, ხოლო დიამეტრი 22 მეტრია. იგი მოიცავს 35 მოძრავ წყალქვეშა შემონაქმედს სამ დონეზე: წყლის ფსკერს, ზღვას და ზღვის ფსკერს და კატარღებს. მნახველებს შეუძლიათ ასვლა ერთერთ მანქანაზე და ეცადონ შეძლებისდაგვარად მისი მართვა ;



„ხე ყანჩა (Herons)“ წარმოადგენს 45- მეტრიან ფოლადის კონსტრუქციას, რომლის სიმაღლეა 28 მეტრი, ხოლო დიამეტრი 45 მეტრი; მის კენწეროში ზის ორი ყანჩა. სტუმრებს შეუძლიათ ასვლა ყანჩების ზურგზე და „გაფრენა“ ჩამოკიდებულ ხის ბაღებზე.
კომპლექსი ასევე მოიცავს მანქანების გალერეას, რომელიც წარმოადგენს მანქანების ისტორიული განვითარების გამოფენას;








თეგები

blogerlady

age: 14
Back to top button
Close
Close