მადრიდის რეალის კუნძულები არაბეთის გაერთიანებულ საამიროებში

fe2f5d0b9f62
ესპანური და მსოფლიო ფეხბურთის გრანდი მადრიდის ,,რეალი” არაბეთის გაერთიანებული საემიროების ტერიტორიაზე ხელოვნური კუნძულების არქიპელაგის აშენებას გეგმავს.

ეს იქნება კურორტი და ასევე სამოთხე ფეხბურთზე და განსაკუთრებით მადრიდის ,,რეალზე” შეყვარებული ადამიანებისათვის. კუნძულებზე აშენდება ორი უმაღლესი კლასის სასტუმრო და ვილები, ასევე 10000 კაცზე გათვლილი საფეხბურთო სტადიონი. არსებობს მაღალტექნოლოგიური მუზეუმის პროექტიც, რომელიც მთლიანად მადრიდის რეალს და მის ისტორიას მიეძღვნება. პროექტი 430 000 კვადრატულ მეტრზე განხორციელდება და მისი ავტორი კომპანია ,,J+H BOIFFILS”-ია. არქიპელაგის მშენებლობა არაბეთის გაერთიანებული საემიროების მთავრობის მხარდაჭერით ხორციელდება და მის დასრულებას 2015 წლისათვის ვარაუდობენ.
4ae796833521
a4cf48200521
რეალის პრეზიდენტის ფლორენტინო პერესის განცხადებით გახსნიდან პირველივე წელს კუნძული მილიონამდე რეალის ფანს მიიღებს, ხოლო მომდევნე წლებში ვიზიტორების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება. მისი აზრით კუნძული ყველაზე მეტად აზიაში მცხოვრები რეალის ფანებისათვის იქნება საინტერესო.
ab40cbd25a9b
9d13169a7743
dc1abbedc2eb

მსგავსი ამბები

Back to top button