ახალი ამბებისაკითხავიუცნაური

ტყვიაზე აჯენსო, ანუ ბოსნიური ტრილერი

guso grbavica

მოგეხსენებათ ბოსნიაში ძლიერ უყვართ ფეხბურთის თამაში და ბევრი კარგი დონის ფეხბურთელი აღზარდეს. ფეხბურთი გამორჩეულად ყველა მოქალაქეს უყვარს ბოსნიაში და მრავალი წამახალისებელი ტურნირიც იმართება მათთვის. აი ასეთ სამოყვარულო ტურნირზე მოხდა საინტერესო რამ, რომელზეც მოგიყვებით.

რამდენიმე დღის წინ, ბოსნიაში ფეხბურთის სამოყვარულო გუნდების ჩემპიონატში მიმდინარეობა ამავე სახელწოდების ტურნირის ფინალური მატჩი, ბოსნიის დედაქალაქ სარაევოს მახლობლად. მატჩი ძლიერ დაძაბულად მიმდინარეობდა. შეტევა შეტევაზე იყო. ერთ-ერთი გუნდის მეკარე თავს ცოტათი შეუძლოდ გრძნობდა, მარცხენა მხარეს სუსტი სისხლდენაც შეიგრძნო თუმცა ეს სრულიად სხვა მიზეზი მოუძებნა და განაგრძო თამაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, მან უამრავჯერ დაიცვა გუნდის ღირსება და მისი გუნდის 2:1 მოგებაში ლომის წილი შეიტანა. თამაშის შემდეგ მეკარემ თავის მარცხენა მხარეს სრულიად არ გრძნობდა.  მან თანაგუნდელს სთხოვა ენახა მძიმე ხომ არ გახლდათ ჭრილობა. დაუხედავს მეგობარს და შოკში ჩავარდნილა, მარცხენა ყურის ზემოთა ნაწილში ზემოთხსენებულ, მართლაც რომ გლადიატორ მეკარეს ტყვია ჰქონია მოხვედრილი. ამის შემდეგ მეკარე სასწრაფოდ იქნა ჰოსპიტალიზირებული და აღმოუჩინეს პირველადი დახმარება, შემდეგ კი საოპერაციოც გახდა, თუმცა არაფერი საგანგაშო. არ იკითხავთ საიდან ფეხბურთის თამაშისას ცეცხლსასროლი იარაღი ? თურმე, ჩემო მეგობრებო, სტადიონის მახლობლად ჰქონია ერთი “გაღლენძილ”,”გადაპრანჭულ” პიროვნებას ქორწილი. ამდენი რა გაწვალოთ და, როგორც საქართველოში გვჩვეოდა იარაღით ბრახა ბრუხი დაუწყიათ, სიძე-პატარძალს რითიმე ვასიამოვნოთო. ამგვარმა, მიზნად სიამოვნების მოსატანმა ტყვიამ “მიზანს უწია”. თუმცა ტყვია მთლად პირდაპირ არ მოხვედრია, ჯერ ასხლეტილა საიდანღაც და ქანცგაწყვეტილი  და ძალადაკარგული ტყვია ზედ თავში მოხვდა ჩვენს კიპერს. ყველა კი გააკვირვა როგორ მოახერხა “დაჭრილმა” მეკარემ თამაშიო.

2795224192

პოლიციამ არც აცია, არც აცხელა და მალევე დაიჭირა დამნაშავე “ხულიგნები”, რომლებიც  ვირის აბანოში დაამწყვდიეს. კიტირიან, აზრადაც არ მოგვსლია ვინმესთვის სროლაიო, თუმცაღა ფაქტი სახეზეა, მეკარე კინაღამ გარდაიცვალა. ამათზე ამბობენ ტყიას ტყვიაზე აჯენსო.

Velija%20Ramkovski%20Arested

აი, ამგვარი ამბავი მოხდა ბოსნიაში, იტყობინება EURONEWS-ის სპორტული გადაცემა.

თქვენ შეგიძლიათ ასევე იხილოთ უცნაური მომენტები ფეხბურთში:

ასევე :

 

Back to top button