გასართობისაკითხავისასარგებლო

ჯეიმს ჯოისი

af22d4a94edc

გასულ მეოცე საუკუნეში არ დაბადებულა მეორე ისეთი მწერალი,რომლის შემოქმედების შესწავლა ცალკე პროფესიაა.ერთადერთი ასეთი მწერალი ჯეიმს ჯოისია.ის ზოგისთვის გენიოსია ზოგისთვის კი უბრალოდ მწერალი.ცნობილმა ფრანგმა ფილოსოფოსმა ფუკომ რამდენიმე წელი შეალია ჯოისის რომანის ერთი ფრაზის გაშიფვრას.
მას თვით ბორხესი აღმერთებდა,ბეკეტი კი მის რომანებზე სწავლობდა ცხოვრებას.თავისი მოკლე ცხოვრების განმავლობაში ჯოისმა საკმაოდ ცნობილი და ბევრისთვის საყვარელი ნაწარმოებები დაწერა და თავისი სახელი გენიოსების სიაში შეიტანა.ჯეიმს აგუსტინ ალოისიუს ჯოისი 1882 წლის 2 თებერვალს დუბლინში დაიბადა.მამა ერთხანს შეძლებული ფინანსური კლერკი გახლდა,რომელიც მოგვიანებით გალოთდა და სამსახური დაკარგა.ამის გამო თავად ჯეიმსიც გარიცხეს იეზუიტების პრესტიჟული სასწავლებლიდან.აქედან გამომდინარე 17 წლამდე მომავალი გენიოსი თვითგანათლებით იყო დაკავებული.18 წლისამ დუბლინის სახელმწიფო უნივერსიტეტში შეიტანა საბუთები და მისაღები გამოცდებიც ჩააბარა.1904 წელს ჯოისმა გაიცნო დუბლინელი მრეცხავი ნორა ბარნაკლი,რომელიც თავდავიწყებით შეუყვარდა.ამ სიყვარულმა ჩაუყარა საფუძველი საქვეყნოდ ცნობილ რომანს “ულისეს”.ჯოისმა უკეთესი ცხოვრების აწყობის მიზნით ირლანდია მიატოვა და ნორასთან ერთად იტალიაში გაემგზავრა.ისინი ერთხანს ქალაქ ტრიესტაში ცხოვრობდნენ შემდეგ კი საფრანგეთში გადავიდნენ.ჯოისი ნებისმიერ სამუშაოზე თანხმდებოდა,რათა ოჯახი ერჩინა.ის ხან კერძოგაკვეთილებს აძლევდა ინგლისურში ყმაწვილებს ,ხან მტვირტავად მუშაობდა.

76b302981379
1907 წელს ჯოისმა იმდენი ფულის დაზოგვა მოახერხა,რომ ლექსების კრებულიც გამოსცა და მალე საზოგადოების ყურადღება მიიპყრო.ამავე პერიოდში იგი დაავადდა და მხედველობა საგრძნობლად გაუუარესდა..გასული საუკუნის ოციან წლების დასაწყისში ჯოისი ოჯახთან ერთად პარიზში გადაბარგდა,სადაც ხელოვნების ბოჰემურ სმყაროში მოხვდა და თავისი იდეების განხორციელებაც აქტიურად დაიწყო.1922 წელს მან ცნობილი რომანი “ულისე” გამოსცა,რომელმაც საფრანგეთში მალე მოიპოვა პოპულარობა.ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში კი რომანი გაუსაღებლობის გამო მალე ამოიღეს დახლებიდან.ჰომეროსის ოდისეაზე დაყრდნობით ჯოისმა თანამედროვე ფსიქოლოგიური რომანი შექმნა,რომელიც წლებთან ერთად კლასიკად იქცა.მალე მის ქალიშვილს ლუჩიას ფსიქიკური პრობლემები დაეწყო და ექიმებმა შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს.სწორედ ლუჩიას სამკურნალოდ ციურიხში გადაბარგდა.საკმაოდ მძიმე ცხოვრების შემდეგ ჯოისმა მორიგი ოპერაციის გაკეთება გადაწყვიტა.24 უშედეგო ცდის შემდეგ იგი თითქმის დაბრმავდა.ხოლო 1941 წელს ჩატარებული ოპერაცია მისთვის საბედისწერო აღმოჩნდა.მწერალი გარდაიცვალა.რამდენადაც ცნობილია,ჯოისმა ჯერ კიდევ დუბლინში ცხოვრებისას 14 წლის ასაკში დაიწყო “წითელი ფანრების” უბანში სიარული,სადაც სიფილისით დაავადდა,რომლის განკურნებაც იმხანად რთული გახლდათ.ჯოისს ჯოისს ყველაფერთან ერთად არც ფული ჰყოფნიდა და არც სინდისი,რომ ამ დაავადების სამკურნალოდ ექიმთან მისულიყო.ამიტომაც თვითმკურნალობას ცდილობდა.ამან კი დროთა განმავლობაში ჯეიმსიც და ნორაც სავალალო შედეგამდე მიიყვანა.1931 წელს ლუჩიას დაჟინებით ჯეიმსმა და ნორამ ჯვარი დაიწერეს,თუმცა ჯოისი კათოლიკური ეკლესიის წინააღმდეგი გახლდათ.ცნობილია რომ ის პარიზში ცხოვრების დროს ინგლისური ენის პედაგოგად მუშაობდა,როცა სტუდენტი ამალია პოპერი გაიცნო.ამალია შეძლებული ებრაელი მეწარმის შვილი გახლდათ.მდიდარ მამას არ სურდა მის შვილს რომანი გაება ღარიბ და თანაც ცოლიან მწერალთან.თავად ჯოისი კი რადიკალური ნაბიჯის გადადგმას ვერ ბედავდა,რადგან ნორა უყვარდა და თან იცოდა თავისი ავადმყოფობის შესახებ.ამალიას დავიწყებაში მას შვეიცარიელი ქალბატონი მარტა ფლიაშმანი ეხმარებოდა,რომელიც უმანკო ვიზიტებით ხშირად მოდიოდა ჯოისების სახლში,სანამ ნორან დიდი სკანდალი არ მოაწყო.როგორც ჯოისის წერილებიდან ირკვევა ჯოისი იმდენად ერთგული იყო ნორასი,რომ საყვარლის გაჩენას მხოლოდ ლიტერატურული მასალის დასაგროვებლად ცდილობდა.საქმე იქამდეც კი მივიდა,რომ სამოგზაუროდ წასულმა ჯოისმა მეუღლეს მისწერა,თუ დრო გექნება,საყვარელი გაიჩინე და მერე მომიყევი,იქნებ რაიმე საინტერესო გამოვიდესო.ცნობილი ფაქტია,რომ ჯოისი დაკვეთითაც წერდა მოთხრობებსა და ლექსებს.პოპულარობის მოხვეჟის შემდეგ კი ამაში საკმაოდ კარგ ანაზღაურებასაც იღებდა.გარდა ამისა ჯეიმსს რამდენიმე ინკოგნიტო თაყვანისმცემელი ყავდა.რომლებიც პერიოდულად საკმაოდ მოზრდილ თანხებს უგზავნიდნენ.ციურიხში გადაბარგებულმა კი აღმოაჩინა,რომ ერთ-ერთი ასეთი თაყვანისმცემელი ფრანგი მამაკაცი ყოფილა.ომელიც ჯოისის შემოქმედების გარდა თავად ავტორზეც ყოფილა შეყვარებული.ამ ფაქტზე ჯოისმა ბევრი იცინა.მისი გარდაცვალების შემდეგ ფრანგულ და ინგლისურ საზოგადოებაში მრავალი ჟორ მართალი გავრცელდა ჯეიმსის ცხოვრების შესახებ.წლების გასვლის შემდეგ კი ის უფრო პოპულარული და წარამტებული ავტორი გახდა.ჯეიმს ჯოისის საავტორო უფლებების დაცვა მისმა შვვილისშვილმა,სტივენ ჯოისმა ითავა.ის ჯეიმსისა დანორას ვაჟის,ჯორჯ ჯოისის შვილია,რომელიც ლუჩიაზე რამდენიმე წლით უმცროსია.ჯეიმს ჯოისი დასაფლავებულია ციურიხში,ფლუნტერნის სასაფლაოზე.ნორა,რომელიც ქმრის გარდაცვალებიდან 10 წლის შემდეგ გარდაიცვალა,მეუღლის გვერდით დამარხეს,ისევე,მათი ვაჟი,ჯორჯი.ეს უკანასკნელი 1976 წელს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა.

0f6ae5e6e357

scylla

დამწყები ვებ მასტერი,joomla-ს პროფესიონალი
Back to top button