ახალი ამბებიგამოგონებასასარგებლო

“მფრინავი” ინტერნეტი

თუ თქვენ უდაბნოში იმყოფებით, სამხრეთ პოლუსზე ან ჩვენი პლანეტის სხვა რომელიმე წერტილში, ნაკლებსავარაუდოა, რომ მობილური კავშირის ან ინტერნეტის გამოყენება შეძლოთ. ამ პრობლემის გადაჭრას კომპანია Google-ი თანამედროვე ტექნოლოგიებისა და საჰაერო ბურთების გამოყენებით აპირებს. სტრატოსფეროში დედამიწის გარშემო საჰაერო ბურთის “ჩამოკიდებით”, უკაბელო ინტერნეტი პლანეტის ნებისმიერ წერტილში იქნება ხელმისაწვდომი.

მასშტაბური პროექტის იდეა ლაბორატორია Google X Lab-ის თანამშრომლებს ეკუთვნის. პროექტ Project Loon-ის ფარგლებში დედამიწიდან 18-20 კმ-ის სიმაღლეზე მზის ელემენტებითა და საკომუნიკაციო აპარატურით აღჭურვილ ასობით ათას საჰაერო ბურთს გაუშვებენ.

ატმოსფეროს ზედა ფენებში საჰაერო ბურთები ჰაერის სტაბილური ნაკადის ზემოქმედებით იმოძრავებენ. მათი სიმაღლის ცვლილებას და საჰაერო ნაკადში დარჩენას მართვის ერთიანი სისტემა მოახდენს. პროექტის ფარგლებში პირველი ექსპერიმენტები ამჟამად ავსტრალიაში ტარდება. ქვეყნის პემიერ-მინისტრის განცხადებით, უახლოეს მომავალში უკაბელო ინტერნეტის გავრცელების მიზნით ახალი ზელანდიის ცაში რამდენიმე საჰაერო ბურთს გაუშვებენ. წარმატების შემთხვევაში, სპეციალისტები პროექტის შემდგომი განვითარების საჭიროებასა და მის ფინანსურ მხარეზე იმსჯელებენ.

 

 

წყარო: http://www.ambebi.ge

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close