დიდხანს ვიფიქრე რას უნდა შეხებოდა ჩემი პირველი პოსტი. ეს საიტი ან ხელოვნების მოყვარულთა ნაკლებობას განიცდის, ან უბრალოდ სხვას დავასწარი ამ ხელოვნების მიმდინარეობების შესახებ პოსტის დაწერა.
დიდი ხანია ‘კონცეფციური’ და ‘ციფრული’ ხელოვნების ფანი ვარ. არ დავიზარე და ამ ხელოვნების მიმდინარეობების გაცნობა თქვენთვისაც გადავწყვიტე.
ამ ორი მიმდინარეობების ნახატები ძირითადად იქმნება კომპიუტერით, ძირითადად ‘ფოტოშოპის’ მსგავსი პროგრამებით. ამ ტიპის ხელოვნებას გამოიყენებენ კომპიუტერული თამაშებისათვის პერსონაჟების და სიუჟეტების დასახატად და შემდეგ სხვადასხვა პროგრამების მეშვეობით ეს პერსონაჟები “ცოცხლდება” ჩვენს ეკრანებზე.
Digital Art–ის და Concept Art–ის შექმნა ძალიან რთულია. ამიტომაც ამ ტიპის მხატვრები არც ისე ბევრი გვხვდება და როგორც წესი მხოლოდ მათ სახელებს ვცნობთ, ვინც უდიდეს წარმატებას მიაღწია.
ამ პოსტის პირველ ნაწილში რამდენიმე პოპულარული ხელოვანის ნამუშევარს შემოგთავაზებთ და თან მოკლედ გეტყვით ავტორის შესახებ ინფორმაციასაც. მაშ ასე…
ახლა კი წარმოგიდგენთ ავტორს, რომლის სახელია Martin Deschambault. ის პროფესიონალი ხელოვანია. ის დაიბადა 1977 წელს კანადაში. მას საკმაოდ მრავალი განხრით აქვს წარმატებული კარიერა ხელოვნებაში. მან იმუშავა შემდეგი თამაშების გრაფიკაზე ––> Prince of Persia : The Two Thrones, Artificial Mind & Movement, Assassin’s Creed 2 და ა.შ. ვნახოთ მისი შემოქმედების რამდენიმე სურათი.
შემდეგი ნახატების ავტორია Chris Ortega. ეს ქალბატონი დაბადებიდანვე ყურადღებას იჩენდა ხელოვნების მიმართ. ის წარმოშობით ესპანელია და დღეს აქვს ილუსრატორის, მხატვარის, ფოტოგრაფის, ვიდეოთამაშების დიზაინერის კონცეპციური ნახატების მხატვარის, ყდების და ლოგოების დიზაინერის სტატუსი.ის ჩემი ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი მხატვარია.
Luis Royo ასევე ესპანელი მხატვარია, რომელიც ცნობილია მისი მძიმე სიუჟეტიანი, გოთიკური და ბნელი ნახატებით. ის წერს წიგნებსაც, რომლის ილუსტრაციებადაც საკუთარ ნახატებს იყენებს. მისი ნახატები გამოიყენება სხვა წიგნების ილუსტრაციებადაც.
Cindy Grundsten ძალიან წარმატებული მხატვარია შვედეთიდან. მისი ძირითადი სპეციალობაა “ფოტო მანიპულაციები”, ანუ Photo manipulations. ვნახოთ მისი შემოქმედება.
ამ ნაწილის ბოლოს მინდა ჩემი შექმნილი ერთი ნახატიც გაჩვენოთ. როგორც ვახსენე, ამ ტიპის ნახატები კომპიუტერით იქმნება, და ყველა კომპიუტერით დახატული სურათი მიეკუთვნება Concept Art–ს ან Digital Art-ს.
მეორე ნაწილში განვიხილავ ერთ–ერთ ჟანრს და სხვა ავტორებს. აბა დროებით ^_^
წყარო: ინფორმაციები თარგმნილია ინგლისური ენიდან, სურათების წყაროა Google.com და http://www.4love.ge/