Ferrari 599 GTB Fiorano
Ferrari 599 GTB Fiorano, ფასი : 264 034 აშშ დოლარი. ძრავა : 620 ცხენის ძალის , 6,0 ლიტრი მოცულობის V12. 0-100 კმ/სთ : 3.2 წამი.მაქს. სიჩქარე : 330 კმ/სთ
“ფერარი” ძარის შუა ნაწილში განლაგებული ძრავის მქონე “ბერლინეტა ბოქსერისა” და “ტესტაროსას” შემდეგ “დიდ ავტომობილებს” დაუბრუნდა და 550/575 “მარანელო” შექმნა. ეს მოდელი მშვენიერია, მაგრამ მისი მემკვიდრე , 2007 წელს გამოშვებული “599 GTB ფიორანო” ნამდვილად ყველაფერს აღემატება,
თვალისმომჭრელი ძარა “პინინფარინას” ეკუთვნის და აღჭურვილია კლასიკური ბადით, საჰაერო სარქველებით და “გრინგაუსის” უკანა მხარეს განლაგებული პატარა არკბუტანით. ტყავით გაწყობილი სავარძლები საკმაოდ კომფორტულია და ამავე დროს ენერგიული მართვისთვის არის განკუთვნილი.
მოდელი 100კმ/სთ სიჩქარეს 3.2 წამში ანვითარებს და მაქსიმალური სიჩქარეა 330 კმ/სთ. ამავე დროს ნებისმიერ გზაზე “ფერარის” მარVის ხარსხი სრულყოფილთან არის მიახლოებული.
ცალკე საუბრის თემაა “ფერარის” V-12 ძრავა. 599-ის ძრავა ალუმინშია მოთავსებული, ხოლო თითოეული ცილინდრის თავზე გამანაწილებელი ლილვის წყვილია. 6 ლიტრი მოცულობის V12-ს 620 ცხენის ძალის სიმძლავრე აქვს 7600 ბრ/წთ-ზე , ხოლო 448 ფუნტი/ფუტზე ბრუნვის მომენტს იძლება 5600 ბრ/წთ-ზე.
“ფერარი” 599-ის კომფორტული მხარეა ტყავით გაწყოვილი ინტერიერი. ყურადღებას იპყრობს კარბონის მორთულობა და წითელი სპიდომეტრით (შეგიძლიათ ყვითელი სპიდომეტრიც აიჩიოთ) არჭურვილი ინსტრუმენტების პანელი. საჭეზე დატანებულია “START” ღილაკი და Manettino, რომელიც ავტომობილის მოქმედებას არეგულირებს.