გასართობისაკითხავისასარგებლო

მონტესუმას ოქრო

41e7c2b5a65a
ესპანელი კონკისტადორები კორტესის მეთაურებით აცტეკების დედაქალაქ ტენოჩტიტლანში ღმერთებად მიიღეს, ამის მიზეზი კი აცტეკური ლეგენდა იყო. ადგილობრივებზე ასევე დამაჯერებლად იმოქმედა კონკისტადორების კანის ფერმა და წვერმაც. ესპანელემა აცტეკების ლეგენდებზე ბუნებრივია არაფერი იცოდნენ, თუმცა სიტუაციას კარგად მოერგნენ.

აცტეკების დიდი რწმენის მიუხედავად, ესპანელი კონკისტადორები ღმერთებს სულაც არ გავდნენ. ისინი სასახლეში დასახლდნენ და ადგილობრივებს ძალის გამოყენებით აქრისტიანებდნენ. ტენოჩტიტლანის ქუჩებში უმოწყალოდ მოკლეს ქალაქის 700 დიდებული. სასახლეში არსებული ოქროს ნაკეთობები გადაადნეს, რათა უფრო ადვილად მოეხერხებინათ ესპანეთში წაღება. ბოლოს კი აცტეკების იმპერიის მეთაური მონტესუმაც მოკლეს. მონტესუმას სიკვდილმა აცტეკებს თვალი აუხილა, ისინი საბოლოოდ დარწმუნდნენ რომ ამ წვერიან უცხოელებს ღმერთებთან საერთო არაფერი ჰქონდათ და ისინი ოქროს მოსაპოვებლად იყვნენ მისულები.
aba2329244fe
ესპანელები მიხვდნენ, რომ ქალაქიდან გაღწევას უბრძლოლველად ვერ შესძლებდნენ, ამიტომ უნდა წაეღოთ ყველაფერი ის, რაც გადარჩენაში დაეხმარებოდათ. მათი აღჭურვილობა ისედაც მძიმე იყო, თუმცა ოქროს გარეშე ვერ წავიდნოდნენ. მათ მდგომარეობას ართულებდა ის ფაქტიც , რომ ტენოჩტიტლანი ტბაში მდებარე კუნძულზე იყო აშენებული და გასასვლელი მხოლოდ ერთი ქონდა.
164d9c6cceff
ერთ ღამეში კორტესმა ჯარის ნახევარი დაკარგა, მათი უმრავლესობა დიდი სიმძიმის ტარების გამო წყალში დაიხრჩო.
afbd50b40eb5
უკვე დიდი ხანია მიმდინარეობს არქეოლოგიური გათხრები ტენოჩტიტლანში დარჩენილი ოქროს აღმოსაჩენად. არსებობს ლეგენდა, რომ აცტეკთა ქურუმებმა, ის ოქრო რაც კორტესმა ვერ წაიღო, სხვა ადგილზე გადამალეს. 1920-იან წლებში არქეოლოგები მოხალისეების ჯგუფთან ერთად მექსიკის ჩრდილოეთ ნაწილში, უდაბნოს სიცხეში 3 წელი ეძებდნენ ოქროს, თუმცა ვერაფერს მიაგნეს.
6ef67efd4e9c
4908e5fd1221

მსგავსი ამბები

Back to top button