არქივი

ცივილიზებური კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა

1016186 394251507361337 531131225 n

ჩვენ დღეს განვიხილავთ დიდი ავსტრიელი ზოოლოგის, ფსიქოლოგის და ორნოთოლოგის, კონრად ლორენცის მიერ განხილულ რვა, ერთმანეთისგან განსხვავებულ, თუმცა მიზეზობრივად მჭიდროდ დაკავშირებულ პროცესს, რომლებიც განადგურებით ემუქრება არა მხოლოდ დღევანდელ კულტურას, არამედ მთელ კაცობრიობას, როგორც სახეობას. ეს ნამუშევარი ცნობილი შემდეგი სახელწოდებით:” ცივილიზებური კაცობრიობის რვა მომაკვდინებელი ცოდვა”.

lorenz

ეს მოვლენებია(ცოდვებია):

1. მოსახლეობის სიჭარბე, რომელიც ყოველ ჩვენგანს, სოციალური კონტაქტების მოზღვავების გამო, აიძულებს, არსებითად “არაადამიანურად” გაემიჯნოს სხვას, და რომელიც, ვიწრო სივრცეში უამრავი ინდივიდის თავმოყვრის გამო აგრესიას ბადებს და იწყება ადამიანთები გაუცხოება.

2. ბუნებრივი სასიცოცხლო სივრცის გაჩანაგება, რომელიც არა მარტო გარემოს ანგრევს, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არამედ თვით ადამიანშიც ანადგურებს დიადი სამყაროს სრულყოფილებისა და სილამაზისადმი მოწიწების გრძნობას.

3. კაცობრიობის შეჯიბრი საკუთარ თავთან, რომელსაც ტექნოლოგიის განვითარება, ჩვენდა საუბედუროდ, სულ უფორ მეტად აჩქარებს, ადამიანს ჭეშმარიტი ღირებულებების დასანახ თვალს უბრმავებს და დროს არ ტოვებს ჭეშმარიტად ადამიანური სააზროვნო საქმიანობისთვის.

4. ყველა ძლიერ გრძნობათა და აფექტთა გაქობა გასათუთების გამო. ტექნოლოგიისა და ფარმაკოლოგიის წინსვლა აძლიერებს შეუწყნარებლობას ყველაფრის მიმართ, რაც სულ მცირედაც კი ჩვენ უსიამოვნებას გმაოიწვევს. ადამიანი კარგავს უნარს, განიცადოს სიხარული, რომელიც ეწვევა ხოლმე ძალთა დიდი დაძაბვისა და წინააღმდეგობათა დაძლევის შედეგად. სიხარულისა და მწუხარების ხან ზეაჭრილი და ხან ქვედაშვებული კლაკნილის მკვეთრი კონტრასტულობა ენით უთქმელი მოწყენილობის უგერგილო რხევამდე დადის.

5. გენეტიკური დაშლა. თანამედროვე ცივილიზაციის პირობებში არ არსებობს(გარდა “ბუნებრივი სამართლის გრძნობისსა” და ზოგიერთი შემორჩენილი სამართლის ტრადიციისა) არავითარი ფაქტორი, რომელიც სელექციურ ზეგავლენას მოახდენს სოციალური ქცევის ნორმათა განვითარებასა და შენარჩუნებაზე, მით უმეტეს, რომ საზოგადოების ზრდასთან ერთად იგი სულ უფრო უცილო ხდება. არ არის გამორიცხული, რომ ბევრი ინფანტილიზმი, რაც დღევანდელ “მოჯანყე” ახალგაზრდობის უდიდეს ნაწილს სოციალურ პარაზიტებად აქცევს, გენეტიკურადაც იყოს განპირობებული.

6. ტრადიციისგან მოწყვეტა, რომელიც გამოწვეულია იმით, რომ თაობათა ურთიერთობამ იმ კრიტიკულ წერტილს მიაღწია, როცა უმცროსი თაობა კარგავს უფროსთან კულტურულ ურთიერთგაგებას. იდენტიფიკაციაზე ხომ საერთოდ აღარ შეიძლება ლაპარაკი. ამიტომ იგი მას ისე ექცევა, როგორც უცხო ეთნიკურ ჯგუფს და მას ნაციონალურ სიძულვილს ახვედრებს.

იდენტიფიკაციის დაკარგვა, უპირველესად, მშობლებსა და შვილებს შორის კონტაქტის დაკარგვითაა გამოწვეული, რაც უკვე ჩვილობის ასაკში პათოლოგიურ შედეგებს გვაძლევს.

7. კაცობრიობის ინდოქტრინაციის ზრდა. ერთ კულტურულ ჯგუფში გაერთიანებულ ადამიანთა რიცხოვბრივ ზრდას, ტექნიკურ საშუალებათა სრულქმნასთან ერთად, მივყავართ საზოგადოებრივი აზრის, შეხედულებათა იმგვარი უნიფორმებისაკენ, როგორიც კაცობრიობის ისტორიას საერთოდ არ ახსოვს. ამას ემატება ისიც, რომ მტკიცედ შეთვისებული დოქტრინის შთაგონებითი ზემოქმედება გეომეტრიული პროგრესიით იზრდება მისი მომხრეების რიცხვის ზრდასთან ერთად. დღეს, მაგალითად, ინდივიდს, რომელიც თავს შეგნებულად არიდებს მასობრივი კომუნიკაციის საშუალებებს, თუნდაც ტელევიზორს, პათოლოგიურად მიიჩნევენ. დეინდივიდუალიზაციის ყველა ეფექტი სასურველია მათვის, ვისაც ადამიანთა დიდი მასების მანიპულირება სურთ. შეხედულებათა შესწავლა, სარეკლამო ტექნიკა და ალღოიანად წარმართული მოდა დიდ მწარმოებლებს ეხმარება მასებზე ძალაუფლების გაძლიერებაში.

8. ბირთვული იარაღით შეიარაღება, რასაც კაცობრიობისთვის ის საფრთხე მოაქვს, რომელიც შედარებით უფრო ადვილად შეიძლება თავიდან ავიცილოთ, ვიდრე ზემოთ აღწერილი შვიდი საფრთხე.

რვავე ამ დეჰუმანიზაციის მოვლენებს ბიძგს აძლევს ფსევდოდემოკრატიული დოქტრინა, რომელიც გვასწავლის, რომ ადამიანის სოციალურ და მორალურ ქცევას, საერთოდ, არ განაპირობებს მოდგმის ისტორიის მანძილზე ჩამოყალიბებული ნერვული სისტემა და შეგრძნების ორგანოები, არამედ მასზე მხოლოდ “კონდიციონირება” ახდენს ზეგავლენას, რომელსაც ადამიანი კულტურული გარემოებისგან განიცდის თავისი ონტოგენეზის პროცესში.

=24889006

ასევე იხილეთ ვიდეო ლორენცის ბიოგრაფიაზე :

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button