საკითხავისასარგებლოუცნაური

კულტურით უკმაყოფილები (15+)

999253 394251440694677 1488481224 n
გამარჯობათ დღეს მინდა ვისაუბრო ზიგმუნდ ფროიდზე. ზიგმუნდ ფროიდი, რომლებმაც არ იცით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ნევროლოგი და ფსიქოანალიტიკური სკოლის დამაარსებელი გახლავთ. ის საუბრობს კულტურის შესახებ და ადამიანთა ნორმალური მდგომარეობიდან გადახრაზე. სასურველია ბავშვებმა არ წაიკითხონ ეს ტექსტი.

ზიგმუნდის აზრით, კულტურა ეს არის ადამიანური რეალური ბუნების შემბოჭავი საშუალება. კულტურა წარმოიშვა პირველი ოჯახის შექმნასთან ერთად და მისი მთავარი დანიშნულება გახლდათ, რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაერთიანებოდა ოჯახში და მათვის დაემტკიცებინა, რომ “ძმურ კავშირშია” სიძლიერე და არა ინდივიდუალურ ძალაუფლებაზე.

ზიგმუნდ ფროიდი ფიქრობს, რომ ოჯახი წარმოიქმნა გენიტალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილებით.  მამრს გაუჩნდა მდედრის, ან უფრო ზოგადად, სექსუალური ობიექტის  თავისთან ყოლის მოტივაცია. მდედრი კი, რომელსაც არ სურდა თავის უსუსურ ჩვილებთან განშორება, მათი ინტერესებიდან გამომიდინარე, იძულებული იყო მასზე ძლიერ მამართან დარჩენლიყო. ასე გაჩნდა პირველი ოჯახი. გარემოს იძულებით განსაზღვრულმა შრომის აუცილებლობამ გამოიწვია ადამიანთა ერთობლივი თანაცხოვრება. ქალის სექსუალური ობიექტობა შეგვიძლია იმით ავხსნათ, რომ ქალის და კაცის სექსუალური შესაძლებლობები განსხვავდება ერთმანეთისგან, რის გამოც ქალი ხშირ შემთხვევაში დაუკმაოფილებელი რჩებოდა.

971773 394251454028009 443122246 n

ფროიდის აზრიდ, კულტურის საფუძვლად უდევს სიყვარული და მისი აზრით, გენიტალური სიყვარული ადამიანს უდიდეს დაკმაყოფილებას ანიჭებს, რომელიც თავისთავად ყოველგვარი ბედნიერების პირველსახეა. შესაბამისად გამოდის, რომ ბედნიერება ადამიანებმა სქსობრივ ურთიერთობაში უნდა ვეძებოთ და გენიტალური ეროტიკა ცხოვრების ცენტრად ვაღიაროთ(რაც ცოტა არ იყოს უცნაურია).

გაგიჩნდებათ კითხვა: მაგრამ სიყვარულს ხომ მშობლებსა და შვილებს და და-ძმებს არსებულ დადებით გრძნობებს ვუწოდებთ და როგორ შეიძლება სიყვარული მხოლოდ სექსუალურ ურთიერთობებში ვეძიოთ? ზიგმუნდი პასუხობს: სიყვარული მშობლებსა და ნათესავებს შორის ეს არის მიზანშეკავებული სიყვარული, ან სინაზის გრძნობა, როგორც გნებავთ. მიზანშეკავებული სიყვარული თავდაპირველად სავსებთ გრძნობადი სიყვარული იყო და ადამიანის არაცნობიერში ის დღესაც რჩება. აქედან გამომდინარე შეგვიძლია დავასკვნათ: სქესობრივ სიყვარულს ახალ ოჯახურ კავშირებამდე მივყავართ, მიზანშეკავებულს კი – “მეგობრულამდე”, რომელიც კულტურისთვის მნიშნვნელოვანი ხდება იმდენად, რამდენადაც ის გენიტალური სიყვარულის ზოგიერთ შეზღუდვას, მაგალითად, მის განსაკუთრებულობას გამორიცხავს.  მაგრამ განვითარების პროცესში კულტურის მიმართ სიყვარულის დამოკიდებულება თავის ერთმნიშვნელობას კარგავს. ერთი მხრივ, სიყვარული კულტურის ინტერესების წინააღმდეგ გამოდის, მეორე მხრივ კი, კულტურა სიყვარულს მნიშვნელოვანი შეზღუდვებით ემუქრება. კულტურა არ კმაყოფილდება სექსუალური ურთიერთობის მხოლოდ მეუღლის მიმართ დატოვოს ლიცენზირებულად, არამედ მას სურს, ოჯახი  ლიბიდოზირებულ ურთიერთობაში გადაიყვანოს.

sigmund freud5

     აქედან გამოდის, რომ კულტურას მსხვერპლად ეწირება, არამხოლოდ თავისუფალი სექსუალური ურთიერთობა, არამედ სხვა ბევრ მსხვერპლსაც კი ითხოვს, როგორიცაა ლიბიდოს ინტერვულობა – ძველი პოზიციების დათმობა და ახლის ვერ ათვისებას გულისხმობს.

ზიგმუნდის აზრით, კულტურა ჩვენ არამხოლოდ ნამდვილ სიამოვნებას და სიყვარულს გვართმევს, რომელსაც სექსუალური ურთიერთობიდან ვიღებთ, არამედ ის ჩვენი გონებრივი მართველიც ხდება და მისი მიზანი ხდება რაც შეიძლებ ბევრი ადამიანი გახადოს მასზე დამორჩილებული. მისი აზრით, კულტურა აღიარებს მხოლოდ ჰეტეროსექსუალურ ურთიერთობას, კაცმა მხოლოდ ქალი უნდა აირჩიოს და მასთან მყარ და ურღვევ კავშირს მიესალმება კულტურა და სექსუალურ ურთიერთობას, როგორც სიამოვნების პირველწყაროს უარყოფს. კულტურის მიზანია სექსუალური ურთიერთობა მიმართოს ადამიანთა გამრავლებისკენ. ცოლ-ქმრული ურთიერთობის მთავარი მიზანი გამოდის მხოლოდ რეპროდუქცია.

sigmund freud 1935

     ასე და ამგვარად, ზიგმუნდ ფროიდის აზრით, სრული უფლება გვაქვს ვამტკიცოთ, რომ სექსუალურობის, როგორც ბედნიერების წყაროს – აქედან გამომდინარე კი, როგორც ჩვენი ცხოვრების მიზნების რეალიზაციის – მნიშვნელობა შესუსტდა. ამ ყველაფრის თავი და თავი კულტურა გახლავთ, რომელიც საზოგადოების სექსუალური ტკბობის მნიშვნელოვან ნაწილს ართმევს ადამიანს და უსამართლობის აუტანელ წყაროდ იქცევა.

ასევე შეგიძლიათ ნახოთ ვიდეო სადაც მოცემულია ფროიდის ნამუშევრის გარჩევა:

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close