არქივი

ჩვეულებრივი მაჩვზღარბა

21dbe7cfa04e

ჩვეულებრივი მაჩვზღარბა (Hystrix cristata) Hystricidae ოჯახში შედის. ის გავრცელებულია ახლო აღმოსავლეთში, ირანიდან სამხრეთ ჩინეთამდე, ინდოეთში, სიცილიასა და ცეილონზე. ასევე გვხვდება სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის ცალკეულ რეგიონებში, შუა აზიასა და ამიერკავკასიაში.

მაჩვზღარბა ხმელეთის ცხოველია და მღრღნელებს მიეკუთვნება. მისი სხეულის სიგრძე 60-83 სმ-ს. იწონა კი 13-27კგ-ს. აღწევს. მაჩვზღარბას მთავარი დამახასიათებელი ნიშანი მისი გრძელი ნემსებია, რომლითაც თითქმის მთელი სხეული აქვს დაფარული. მათგან უფრო მკვრივი ნემსები სხეულის გვერდებს და ზურგის ნაწილს გასდევს, რომელთა სიგრძეც დაახლოებით 35 სმ-ია. ცხოველი ამ იარაღს უმეტესად თავდაცვისთივს იყენებს. როდესაც მას საფრთხე ემუქრება, ის ნემსებს ისე შლის, რომ უფრო დიდი ცხოველის შტაბეჭდილება დატოვოს. თუ ამ ხერხმა არ გაამართლა და თავდასხმა გრძელდება, მაშინ მაჩვზღარბა გაშლილი ნემსებით თავდამსხმელისკენ ტირალდენა და ცდილობს მტერს პირველ რიგში მსხვილი და მოკლე ნემსები შეარჭოს. ცნობილია, რომ ასე მას ლომი, ლეოპარდი, აფთრები და ადამიანიც კი მოუკლავს.
გავრცელებული ჭორი იმის შესხახებ, რომ მაჩვზღარბა ნემსებს ისვრის, სინამდვილეს არ შეესაბამება.

მაჩვზღარბას წინა თათები ოთხთითიანია და შეიარარებულია ძლიერი კლანჭებით, რომლებსაც ის მიწის გასათხრელად იყენებს. ხეზე ძალიან იშვიათად ადის, მაგრამ ცურვა კარგად ეხერხება.

მაჩვზღარბა ღამის ცხოველია. მისი რაციონის ძირითად ნაწილს მცენარეულობა შეადგენს, თუმცა ხანდახან მწერებს, მცირე ზომის ხერხემლიანებსა და ლეშსაც ჭამს. კალციუმის მარაგის მისაღებად და მჭრელი კბილების მეტის სიბასრისათვის ის ხშირად ღრღნის ძვლებსაც. ცნობილია, რომ მაჩვზღარბები ათასობით ძვალს აგროვებენ, რომელსაც ღამ-ღამობით პოულობენ და შემდგომ მიწისქვეშა კამერებში, ან გამოქვაბულებში ინახავენ. ზოგჯერ ადამიანები ამ ძვლებს პოულობენ, რაც ძალიან საინტერესოა პალეონტოლოგებისთვის და არქეოლოგებისთვის, ვინაიდან მათ შორის გადაშენებული ცხოველების ძვლები შეიძლება მოძებნო.

მაჩვზღარბა მონოგამიური ცხოველია. მაკეობა 66 დღეს გრძელდება და წელიწადში ერთ ან ორ კარგად განვითარებულ, ნაშიერს შობს (ახალშობილი 1 000 გრამს იწონის, რას მდედრის წონის დაახლოებით სამი პროცენტია), რომელთაც დიდხანს უვლის. ამიტომაც ხშირად მცირე ოჯახური ჯგუფები მშობლებისგან და სხვადასხვა ასაკის ნაშიერებისგან შედგება. ერთ კვირაში პატარები ბუნაგს ტოვებენ და მათი ნემსებიც თანდათან მკვრივდება. ერთ-ან ორ წელიწადში ისინი უკვე ზრდასრულების წონას აღწევენ და სქესობრივ სიმწეიფეის პერიოდიც თითქმის ამავე დროს ან ოდნავ ადრე უდგებათ.
საბადნიეროდ დღეს-დღეობით ჩვეულებრივ მაჩვზღარბას გადაშენების საფრთხე ნაკლებად ემუქრება.

01fe524d0e87

0517aa453def

873d2a67796a

 

 

წყარო : http://oxun.ge

ExsPreSoOo

.......

მსგავსი ამბები

Back to top button