გასართობისაკითხავისასარგებლო

ჯორჯ ისტმენი – ფოტოფრაფია ყველასათვის

20104ad28398
,,kodak” -ის დამაარსებელი ჯორჯ ისტმენი დაიბადა აშშ-ს პატარა ქალაქ უოტერვილში. დალხენილი ბავშვობა არ ქონია, მამა არც თუ ისე მდიდარი ბიზნესმენი იყო, ცხოვრება კი – მძიმე. როცა ოჯახის უფროსი გარდაიცვალა ჯორჯი 7 წლის იყო. ამ ფაქტის გამო ჯორჯმა სკოლას თავი მეშვიდე კლასის შემდეგ მიატოვა და იძულებული გახდა სამუშაო ეპოვნა. სკოლის მიერ გაცემულ დახასიათებაში ეწერა – ,,განსაკუთრებული მონაცემები არ აქვს”.

ჯორჯმა სამუშაო სადაზღვეო კომპანიაში იშოვა, მისი მოვალეობა ჩასაფურთხებლების გაწმენდა და ნაგვის გატანა იყო, კვირაში მხოლოდ 3 დოლარს უხდიდნენ. ბიჭს ესმოდა რომ მუშაობა ოჯახისთვის იყო აუცილებელი და ასეთ სამუშაოს არ თაკილობდა. მალე ჯორჯი კონკურენტ კომპანიაში გადავიდა, სადაც დააწინაურეს და მისი ხელფასი უკვე 42 დოლარი იყო თვეში. ერთი პერიოდი სახანძროსიც მუშაობდა , სადაც 8 დოლარს უხდიდნენ.

05aeb5d7ec60
პირველი წარმატება ისტმენს 20 წლის ასაკსი ეწვია, როცა როჩესტერის ბანკსი დაიწყო მუშაობა. მორცხვობის მიუხედავად მან მკაცრი შერჩევა გადალახა. ის დაინტერესებული იყო ინვესტიციებით და საკმაოდ კარგადაც ერკვეოდა ამ საქმეში. დაგროვილი ფულით უძრავ ქონებაში დაიწყო ინვესტირება. 24 წლის ასაკში ჰაიტიზე გადაწყვიტა სამოგზაუროდ წასვლა და სურვილი გაუჩნდა რომ მოგზაურობა ფირზე აღებეჭდა, თუმცა მაშინდელი ფოტო აპარატი ისეთი დიდი ზომის იყო, მის სატარებლად საზიდარი იყო საჭირო. სწორედ ამ ფაქტის შემდეგ შეიპყრო ისტმენი კომპაქტური ფოტო-აპარატის შექმნის იდეამ, რომლის ტარება ყველგან იქნებოდა შესაძლებელი.
1542edfb1761
b405039f4baf
ჯენერალ ელექტრიკსი მუშაობის პერიოდში ის თითქმის ყოველ საღამოს კითხულობდა ლიტერატურას ფოტოგრაფიის შესახებ. 1878 წელს მან გაზეთში წაიკითხა სტატია მშრალ ფირფიტებთან დაკავშირებით, ისტმენის აღიარებით სწორედ ამან დააყენა სწორ გზაზე.
57e8e6d42caa
a0a73c62edf6
უძილოდ გატარებული ღამეების შემდეგ მან მშრალი ფირფიტების დამზადების ახალი ტექნოლოგია წარადგინა და დააპატენტა. 1881 წელს დააარსა ,,ისტმენის მშრალი ფირფიტების კომპანია”. 1888 წელს კი გამოვიდა პირველი ფოტოაპარაკი ,,კოდაკის” მარკით. 1901 წელს მის კომპანიას ,,Eastman kodak Company”.
63f8997f0fa2
5a3d8bf229dc
,,კოდაკის” ფოტოაპარატების გამოსვლისთანავე დაიწყო ცნობილი სარეკლამო კამპანია: ..თქვენ თითს აჭერთ ფოტოაპარატის ღილაკს, დანარჩენს კი ჩვენ ვაკეთებთ”. სლოგანი თავად ისტმენმა მოიფიქრა და ამ სლოგანმა ფირმას უდიდესი წარმატება მოუტანა. ,,კოდაკის” მარკას ყველგან ცნობდნენ, ხოლო მისი ყვითელი ლოგოტიპი დღემდე არ შეცვლილა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ბრენდია.
ad9ed9fd4184
,,კოდაკმა” დიდი სირთულეები გაიარა ციფრულ ტექნოლოგიებზე გადასვლის დროს. კონკურენტებთან ბრძოლამ თითქმის გაკოტრებამდე მიიყვანა, თუმცა ,,სიტიგრუპის” დაფინანსებით გადარჩა და ცდილობს პოზიციები აღიდგინოს. მის დამაარსებელ ჯირჯ ისტმენს 2009 წელს როჩესტერის უნივერსიტეტში ძეგლი დაუდგეს.

 

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close