რა ჯდება ლონდონში ცხოვრება?
ლონდონი: ერთ-ერთი ყველაზე ძვირიანი ქალაქი.ლონდონში (ბრიტანეთის დედაქალაქი) რომელშიც 8 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს ცხოვრება საკმაოდ ძვირია და ლონდონის ფასებს მხოლოდ დუბაი თუ შეედრება.
დავიწყოთ სახლით ან უბრალო ბინით. ლონდონის ცენტრში 1 ოთახიანი უბრალო ბინის ფასი 1,500,000 ფუნტიდან იწყება. მაგალითად ეს 1 ოთახიანი სახლი სახლი 2,000,000 ფუნტადაა შეფასებული:
ლონდონში 5 ოთახიანი ბინის ფასი დაახლოებით 40-80 მილიონი ფუნტია. მაგალითად ეს ბინა 68,000,000 ფუნტი ღირს: მისი ფართობი 800მ2-ია მაგრამ ამის მიუხედავად 1 მ2-ის ფასი ამ სახლის შემთხვევაში 85000 ფუნტს აღემატება რაც ძალიან ძვირია:
ეს რაც შეეხებოდა საცხოვრებელ ადგილს. ახლა განვიხილოთ თუ რა დაგიჯდებათ ყველაზე ეკონომიურ მდგომარეობაში ლონდონში ერთი დღე არსებობა. ლონდონში საზოგადოებრივი ტრანსპორტით გადაადგილებაც კი ძვირია. ავტობუსით ერთი მგზზავრობა 2.30 ფუნტი ღირს ანუ დაახლოებით 5 ლარზე ოდნავ მეტი. ამის გარდა იგივე ღირს მეტროც. ალბათ ბევრი იფიქრებს რომ რატომ უნდა ვიყიდო სახლი ქალაქის ცენტრში ან რატომ უნდა ვიმგზავრო საზოგადოებრივი ტრანსპორტით თუ ის საკუთარ მანქანით სიარულზე ძვირი ღირს? მაგრამ მოგახსენებთ რომ ლონდონში მერიამ საზოგადოებრივი ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით დააწესა გადასახადი გარეუბნიდან საკუთარი მანქანით ქალაქის ცენტრში შემოსვლისთვის.