არქივი

ემი უაინჰაუსი

d0eae73bc9692b6d1109cab4

ემი უაინჰაუსი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მომღერალი როგორც სიმღერის მხრივ ისე ცხოვრების.

მისი სრული სახელია ემი ჯეიდ უაინჰაუსი. დაიბადა 1983 წლის 14 სექტემბერს ლონდონდონის ერთ-ერთ გარეუბანში. მომავალი ვარსკვლავი ბავშვობიდან აქტიური და გამორჩეული იყო. ემის მამა მიტჩ უაინჰაუსი ტაქსის მძღოლი იყო ხოლო დედა დიასახლისი. 14 წლის ასაკში უკვე გამოცვლილი ჰქონდა 5 სკოლა და ახალი შესული იყო ლონდონში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ სამსახიობო სკოლაში საიდანაც ალკოჰოლის მიღებისა და პირსინგის გამო გამორიცხეს.

2b6d1109cab4

307f364d07b0

6fdca69c1164

ემის პროფესიული ცხოვრება მჭიდროდაა დაკავშირებული მის პირველ ალბომ frank-თან, რომელმაც ემის პირველი წარმატება განაპირობა.წლების განმავლობაში ემის ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. პოპულარობასთან ერთად ბევრმა პრობლემამ და მისმა ქმარმა blake fielder-civil-მა იგი შეაჩვია ნარკოტიკებისა ადა ალკოჰოლის მიღებას. ამ მოვლენებს დაემთხვა მისი ახალი ალბომის გამოსვლა back to black რომელიც იმავე წლებში(2007-2008) გახდა ყველაზე გაყიდვადი და პოპულარული ალბომი 21 საუკუნის ალბომებს შორის. 2008 წელს მან მოიგო 5 გრემი და გახდა პირველი ბრიტანელი ქალი მომღერალი, რომელმაც 1 გრემის დაჯილდოების ცერემონიაზე 5 გრემი აიღო. ამ ფაქტმა იგი უფრო პოპულარული გახადა. პოპულარობას და წარმატებას მოჰყვა განქორწინება ხოლო ამას ნარკოტიკზე კიდევ უფრო მეტად დამოკიდებულება.

e75829b8d5ea

ემიმ ნარკოტიკებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარება ბევრჯერ სცადა. იგი რამოდენიმეჯერ ჩაეწერა სპეციალურ კურსებზე თუმცა ამას მალე დაეკარგა აზრი. მის ცხოვრებაში დიდი როლი იტამაშა მისმა ნათლულმა dionne bromfield-მა რომელსაც ემი არ აკლებდა ზრუნვას.

67b752f0bc41

2011 წელს ემი საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. თავიდან მისი გარდაცვალების მიზეზად ყველამ ნარკოტიკების გადამეტებული დოზა ჩათვალა, თუმცა ექსპერტიზამ დაადგინა რომ ემის ალკოჰოლის დიდი რაოდენობით მიღების გამო გული გაუსკდა. გარდაცვალებამდე რამდენიმე დღით ადრე მას ლაივ კონცერტი ჰქონდა რომელსაც 10000 ადამიანი ესწრებოდა. ამ დროს ემი სცენაზე მთვრალი გამოიდა და სიარულიც კი ვერ შესძლო. კონცერტი რათქმაუნდა არ ჩატარდა და ამ კონცერტის შემდეგ იგი სახლიდან არ გამოსულა.

02dbbaf7cd73

ემის საპატივცემულოდ ლონდონში მისი სახლის მიმდებარედ ქამდენ სქვეარზე უამრავი ადამიანი დღემდე მიდის და მის სამახსოვრო წარწერას თუ სხვა ნიშანს ტოვებს.

კუმირის სიკვდილის გამო ორმა თაყვანისმცემელმა თავი მოიკლა მათგან ერთ-ერთი 12 წლის გოგონა იყო.

bekunio

born-1985 live-tbilisi,shartava str age-28

მსგავსი ამბები

Back to top button