არქივი

მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფია

3ed20aeac25e

პოსტში გთავაზობთ პოპის მეფის -მაიკლ ჯექსონის ბიოგრაფიას 

ბავშვობა

მაიკლ ჯექსონი დაიბადა ჯოზეფ და კეტრინ ჯექსონების ოჯახში, ქალაქ გერიში (ინდიანას შტატი). იგი იყო მერვე ათი შვილიდან. ჯოზეფმა შექმნა ოჯახური ჯგუფი Jackson 5, რომელიც თავდაპირველად გამოდიოდა მხოლოდ ადგილობრივ ბარებსა და კლუბებში. თუმცა, ამავე დროს, დამოუკიდებელ ლეიბლზე Steeltown Records ჩაწერილი იქნა ორი სინგლი, ხოლოდ 1969 წელს, ბობი ტეილორის დახმარებით მათ მოაწერეს ხელი კონტრაქტს მსხვილ ლეიბლთან Motown Records.

მალე ჯექსონების ოჯახი ცნობილი გახდა მთელი ქვეყნის მასშტაბით, ხოლო 1970 წელს მათი პირველი ოთხი სინგლი სხვადასხვა დროს მოხვდა ამერიკული ჩარტების #1 ადგილზე. მაიკლი გამოირჩეოდა ყველასგან და უკვე ითვლებოდა წამყვან ძალად მთელ კოლექტივში, მით უმეტეს, რომ სწორედ მას ერგებოდა ხოლმე მთავარი ვოკალური სოლო-პარტიები. ის იქცევდა ყურადღებას ცეკვის საოცარი სტილით და სცენაზე მოძრაობის მანერით, რომელიც შეიმუშავა თავისი მუსიკალური კერპების, ჯეიმს ბრაუნისა და ჯეკი უილსონის გავლენით.

პირადი ცხოვრება

1994 წლის მაისში, მომღერალი მაიკლ ჯექსონი დაქორწინდა ცნობილი მომღერლის ელვის პრესლის შვილზე, ლიზა მარი პრესლიზე. ისინი მალევე დაშორდნენ, რადგან ლიზამ მაიკლს შვილი არ გაუჩინა. თუმცა 2010 წლის ბოლოს ლიზამ ჩაწერა ოპრა უინფრისთან ინტერვიუ სადაც იგი დაუფარავად საუბრობს მისი და მაიკლის ურთიერთობაზე და აღნიშნავს , რომ მათ ერთმანეთი ნამდვილად უყვარდათ.

1996 წლის 14 ნოემბერს მეორედ იგი დაქორწინდა დები როუზე. მათი ქორწინება ბევრად ხანგრძლივი გამოდგა ვიდრე ლიზა მარი პრესლისთან, მაიკლ ჯექსონს დები როუსგან ეყოლა შვილები: პრინს მაიკლ ჯოზეფ ჯექსონი და ქალიშვილი პერის ჯექსონი .

მალევე ისინი დაშორდნენ დებიმ კი განაცხადა: “მაიკლს ძალიან უნდოდა შვილები, ის არის საუკეთესო მამა. მე შვილები არ მიმიტოვებია, უბრალოდ შვილები მხოლოდ მაიკლის გამო გავაჩინე ”

ცნობილია, რომ მაიკლ ჯექსონი, როგორც მამა, თავის მოვალეობებს პირნათლივ ასრულებს. ეს განაცხადა მისი სიკვდილის შემდეგ პერის ჯექსონმაც:

მამიკო იყო საუკეთესო მამა , რომელიც კი შეიძლებოდა ოდესმე წარმოგედგინათ , მე მხოლოდ მინდოდა მეთქვა , რომ ის ძლიერ მიყვარს.

მაიკლის ირგვლივ სწორედ ამან გამოიწვია დიდი სკანდალი, მისი არანორმალური სიყვარული ბავშვების მიმართ იქცა იმის საბაბად, რომ მისთვის ეჩივლათ სასამართლოში პედოფილიისთვის. ცნობილია რომ მაიკლ ჯექსონის წინააღმდეგ 2 სასამართლო ჩატარდა და ვერც ერთზე ვერ დამტკიცდა მისი დამნაშავეობა. პირველად მბრალდებელი იყო ჯორდან ჩენდლერი, რომლის მამამაც აღიარა, რომ ჯექსონისგან ფულის გამოძალვის მიზნით მოიქცა ასე, ხოლო მეორე – ერვინ გავიზო, რომლის მშობლებმაც ასევე ტყუილად დასდეს ბრალი მაიკლს.

გარდაცვალება

2009 წლის აპრილში მასმედიისთვის გახდა ცნობილი, რომ ექიმებმა ჯექსონს კანის კიბო აღმოუჩინეს, აგრამ მომღერლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა ეს ინფორმაცია უარყო და განაცხადა რომ მომღერალი სრულიად ჯანმრთელია. ამავე წლის 25 ივნისს ლოს ანჯელესში მისივე საცხოვრებელ სახლში, პოპ-მუსიკის ლეგენდა წაიქცა. ამერიკის პოლიციის ნომერზე – 911 ადგილობრივი დროით 12:21 წუთზე დაირეკა . როდესაც ექიმები მივიდნენ, ჯექსონს უკვე სუნთქვა შეწყვეტილი ჰქონდა . მას სწრაფად ჩაუტარეს გულის მასაჟები, მაგრამ იგი კალიფორნიის უნივერსტეტში მიყვანისას კომაში ჩავარდა და გარდაიცვალა . სიკვდილის მიზეზი, სავარაუდოდ გულის გაჩერება გახდა. მართალია, ჯექსონის გარდაცვალებაში კრიმინალური კვალი არ ჩანს, მაგრამ პოლიცია საქმეს მაინც იძიებს.

წყარო: ვიკიპედია

I aM LeGeNd

i am legend

მსგავსი ამბები

Back to top button