უცნაური

უცნაური ძეგლების ისტორია

bb3b363cb71d

უცნაური ძეგლების ისტორია
რატომ უდგამენ ძეგლებს საგნებს, რა შემორჩა ისტორიას წარუშლელ შთაბეჭდილებად?

ეიფელის კოშკი – ლითონის კონსტრუქცია, პარიზის ყველაზე მაღალი სტრუქტურა, საფრანგეთის ყველაზე ცნობილი სიმბოლო.

სახელი პროექტის ავტორის, გუსტავ ეიფელის, პატივსაცემად დაერქვა. ის ქალაქის ყველაზე პოპულარული ღირსშესანიშნაობაა, რომელსაც წელიწადში 5,5 მილიონზე მეტი დამთვალიერებელი ჰყავს.

კოშკის სიმაღლე 300 მეტრია, რაც დაახლოებით 75 სართულს უდრის. კოშკის თავზე 24 მეტრი სიმაღლის ანტენაა, რაც სტრუქტურის სიმაღლეს 324 მეტრამდე ზრდის. ამჟამად ეიფელის კოშკი საფრანგეთში სიმაღლით მეორე ნაგებობაა. კოშკის ლითონის სტრუქტურა 7.300 ტონას იწონის, მისი საერთო წონა კი 10,100 ტონაა. კოშკის ზედა ნაწილში ასასვლელი საფეხურების რაოდენობა 1920–ია, თუმცა ამჯერად მაღლა ასვლა დამთვარიელებლებს მხოლოდ ლიფტებით შეუძლიათ.

b44e1050fd67

სტრუქტურა 1887-1889 წლებში შენდებოდა მსოფლიო გამოფენისთვის, რომელიც საფრანგეთის რევოლუციის 100 წლისთავს მიეძღვნა. კოშკის ინაუგურაცია 1889 წლის 31 მარტს გაიმართა. თავდაპირველად კოშკის მიმართ საზოგადოების რეაქცია მკვეთრად უარყოფითი იყო,ვინაიდან უმრავლესობას იგი თვალში ხინჯად ხვდებოდა.მაგალითად, მწერალი გი დე მოპასანი ყოველდღე სადილობდა ეიფელის კოშკის რესტორანში,რადგან ის იყო ერთადერთი ადგილი, საიდანაც არ ჩანდა კონსტრუქცია…თუმცა ამჟამად ეიფელის კოშკი ყველაზე წარმტაც ხელოვნების ნიმუშად ითვლება,
აქედან გამომდინარე, იგი ყოველი პარიზული ფანჯრიდან აუცილებლად უნდა ჩანდეს.

5fd0ea1751c1

გიგანტური ველოსიპედის სკულპტურა – თბილისში, ვარდების მოედანზე სიმაღლით დაახლოებით 10 მეტრი, ხოლო სიგრძით 20 მეტრია. ველოსიპედს ორი საჭე და ერთმანეთისკენ მიმართული ორი სკამი აქვს.

საქართველოს ის მტელ ევროპაში ცნობილმა მხატვარმა ჟან დუპემ აჩუქა. სკულპტურა ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციას ემსახურება: ველოსიპედით სეირნობა ჯანმრთელობისთვის სასარგებლოა და გარემოსაც არ აბინძურებს.

2fefef55f110

დაკუჭული ბოთლი – ბათუმში პირველი საერთაშორისო ბიენალე გაიმართა, რომელშიც ქართველი და უცხოელი მოქანდაკეები მონაწილეობდნენ: ალენ სიორონალდი, მიგელ ისლა, როლან მაიერი, ჯონი გოგიბედაშვილი… ბიენალე მნიშვნელოვანი იყო იმითაც, რომ ქალაქს ეს შემოქმედებითი ქმნილებანი დარჩა. ერთ–ერთი მათგანია ჰოლანდიელი მხატვრის ნამუშევარი “ემოცია”, რომელსაც დაკუჭული ბოთლის ფორმა აქვს.

b6ce508cce0b

კვერცხებზე შემდგარი შლოპანცები – საინტერესოა ფრანგი მოქანდაკის, ელიზაფანტონის კომპოზიცია. სკულპტურაზე მუშაობა ფანტონმა 2010 წელს დაიწყო. მონუმენტის სიგრძე 5,5 მეტრია, ხოლო სიგანე 2,30 მეტრი. 12 კვერცხის სიმაღლე 1,6 მეტრია, სიგანე 1 მეტრი. ქმნილების დამზადებას 3 თვე დასჭირდა. ნამუშევარი სასტუმრო “რედისონის” წინ დგას. არსებობს ფრანგული გამოთქმაც: “ცხოვრება ისეთივე სათუთია, როგორიც კვერცხებზე სიარული” – ნამუშევარიც სწორედ ამ შინაარსს ატარებს.

 

წყარო:

ჟურნალი “Vision” ,

ka.wikipedia.org

http://www.palitratv.ge

მსგავსი ამბები

Back to top button