არქივი

პრაღის ასტრონომიული საათი

pragu3

პრაღის, ”სტარომესტო ნამესნის”, მოედანზე მოხვედრისას უმალვე თვალში მოგხვდება ისედაც უხვი ტურისტების თავყრილობა ქალაქის რატუშის შენობის გვერდით. ყველა მათგანი კოშკზე დამონტაჟებულ დიდ საათებს შესცქერის და რაღაცას ელოდება. ეს არის პრაღის ასტრონომიული საათი, რომელიც რატუშაზე პირველად 1410 წელს დაამონტაჟეს. საათი მესაათე მიკულაშ კადენმა და კარლოსის უნივერსიტეტის მათემატიკისა და ასტროლოგიის პროფესორმა იან შინდელმა შექმნეს.

pragu3

გადმოცემის თანახმად, ასტრონომიულისაათის შექმნის შემდეგ, მიკულაშ კადენს ხელები მოკვეთეს, რათა მას აღარ შესძლებოდა მსგავსი საათის შექმნა.

 

1490 წელს მას მიუმატეს კალენდარული (მზის) საათი და ორივე მოაპირკეთეს გოთიკული არქიტექტურის ფიგურებით. საათი საუკუნეების მანძილზე რამდენჯერმე გაჩერდა და კვლავ აღდგა.

ასტრონომიულ საათს აქვს რამდენიმე დისკი და ფენა. პირველი ფენა არის ცა და დედამიწა. მეორე ზოდიაქოს რგოლი. მესამე რგოლი მზის მდგომარეობას ამსახველ ისარს ამოძრავებს, მეოთხე მთვარეს და მეხუთე კიდევ ვარსკვლავური საათია.

pragu4

პირველ ფენაზე, შუაში, ცისფერ წრეში ჩახატულია დედამიწა. მის გარშემო ზევით ცისფერი ფერით გამოსახულია ცა, რომელიც ჰორიზონტის ზედა ნაწილია. სტაფილოსფერი და შავი ჰორიზონტს ქვედა ცის ნაწილია. დღის მანძილზე მზის გამოსახულება მოთავსებულია ფონის ცისფერ ნაწილზე, ღამით კი შავზე. გამთენიისას და საღამოს კი მზის გამოსახულება დისკის სტაფილოსფერ ნაწილზეა მოთავსებული. ამ ნაწილებს შესაბამისი ლათინური წარწერები აქვს. აღმოსავლეთით მარცხენა ნაწილს აწერია ”ავრორა” და მაღლა ”Ortus” (განთიადი). დასავლეთით, მარჯვენა მხარეს კი Occasus (მზის ჩასვლა) და Crepusculum (წყვდიადი).
შიდა ძირითად დისკზე რომაული ოქროს ციფრებით აღნიშნულია 24 საათი და ისარი აჩვენებს ადგილობრივ პრაღის (ცენტრალური ევროპის) დროს. ცისფერ ფონზე ოქროს ოვალებით გამოყოფილია არათანაბარი 12 ნაწილი, რომლებიც ასახავენ დროს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. ეს ნაწილები დროთა განმავლობაში იცვლებიან წელიწადის დროების ცვლილებასთან ერთად.
ზოდიაქოს შავ მოძრავ რგოლზე ოქროსფერი სიმბოლოებით გამოსახულია ზოდიაქოს ნიშნები.

ძირითადი დისკის გარე შავ რგოლზე ოქროს ციფრები აჩვენებენ ძველ ჩეხურ დროს. ეს დრო აითვლება მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. რგოლი მოძრაობს წლის დროების ცვლილებასთან ერთდ და შესაბამისად ასახავს დროს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე.

pragu2

ოქროს ხელის გამოსახულება რომაულ ციფრებზე აჩვენებს პრაღის დროს. ოქროს მზის მდებარეობა ოვალური ოქროს რკალებზე აჩვენებს არათანაბარ საათებს. ოქროს ხელი შავ გარე რგოლზე ასახულ ციფრებზე აჩვენებს ძველ ჩეხურ დროს მზის ამოსვლიდან მზის ჩასვლამდე. და კიდევ, მზის მანძილი დისკის ცენტრამდე ასახავს მზის ამოსვლისა და ჩასვლის დროს.
მთვარეც მზის მსგავსად ასახავს მთვარის ფაზებს და გაცილებით სწრაფად მოძრაობს, ვიდრე მზე.

წყარო : http://mypraha.qartuli.net

1shkhnel1

............

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button