გამოგონებასაკითხავისასარგებლო

მცურავი სკოლები ნიგერიაში

43967a8219b1
ნიგერიის ქალაქ ლაგოსის მაკოკოს საზოგადოებისათვის წყალდიდობები ყოველდღიურობის შემადგენელი ნაწილია. წელიწადში წვიმიანი დღეები უფრო მეტია ვიდრე მზიანი, სწორედ ამიტომ ადამიანები ცდილობენ მოერგონ არსებულ გარემოპირობებს.

ისინი სახლებს ოჩოფეხებზე აშენებენ და კანოეებით გადაადგილდებიან. ნიგერიაში დაბადებული არქიტექტორი კუდლე ადეიამი კარგად იცნობს ლაგოსის ყოველდღიურობას, სწორედ ამიტომ დაებადა იდეა დაეპროექტებინა სკოლა, სადაც მოსწავლები წყალდიდობების პერიოდშიც შეძლებენ სიარულს. როცა არქიტექტორი მაკოკოს დასახლებას ეწვია, აღმოაჩინა, რომ 250 000 -იან მოსახლეობას მხოლოდ ერთი სკოლა ემსახურება.

09e364e3509e
ადეიამის დაპროექტებული მცურავი სკოლა სამი სართულისგან შედგება. ეს სკოლები ბევრად უფრო ფუნქციონალური იქნება ვიდრე სხვები , აქ მოწესრიგებული იქნება სასმელი წყლის მიწოდება და სანიტარული კვანძი. ერთი სკოლა 100 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლის კარკასი ადგილობრივი ხისგან დამზადდება, ხოლო ძირი პლასტმასის პანელებისაგან გაკეთდება, რაც სკოლას წყალზე ტივტივის საშუალებას მისცემს.
54e431099424
სკოლის სახურავზე მზის ბატარეები დამონტაჟდება, რაც სკოლას ელექტროენერგიით მოამარაგებს. პროექტის მთლიანი ღირებულება 6250$ -ია, რაც საკმაოდ იაფია. ნიგერიის გარდა წყალდიდობები აფრიკის ბევრი სხვა ქვეყნის პრობლემა, მსგავსი პროექტები კი ამ ქვეყნების განვითარებას შეუწყობს ხელს.
c71dc74631b4
f2f80fdb66b1
8a9ebb58392e

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close