გასართობიკრეატივიუცნაური

„ტყუილების“ მუზეუმი კურიცში

dfe9a8e6dc9c
თითქმის ყველა მუზეუმი მსოფლიოში ამაყობს იმით, რომ თავის კოლექციაში გამოფენილია ორიგინალები, მაგრამ ამ დაწესებულების დამფუძნებლები კი, პირიქით, სიამაყის გარეშე ამტკიცებენ, რომ მის დარბაზებში ყველა ექსპონატი მხოლოდ და მხოლოდ , ყალბია;
90f2046d89d2
შენობა „ძველი ციხე-სიმაგრის“ სახით, სადაც განლაგებულია მუზეუმი- აგრეთვე გაყალბებულია, ფაქტობრივად ის აგებულია ცოტა ხნის წინ; მუზეუმში მხოლოდ ათი ოთახია, და ყველა მათგანი სავსეა ექსპონატებით;
ef2aff4a7c52

15e4ed2f3a0a
თაღლითობა იწყება ზღურბლიდანვე (კარიბჭიდან)- სტუმრებს სთავაზობენ პლასტიკური ნამცხვრის გასინჯვას და ჯადოსნურ წამალს, რომელიც შემოწმებისას დგინდება , რომ ეს უბრალოდ ჩვეულებრივი ჩაია…
მუზეუმის დირექტორი რეინჰარდ ცაბკა (Reinhard Tsabka) აცხადებს, რომ კოლექციის ნაწილი მან მიიღო ცნობილი ბარონ მიუნჰაუზენის შვილიშვილისაგან ემა გოგენბუსისგან (Emma Gogenbyuss), მაგრამ სიმართლეს შეესაბამება ეს ისტორია? – ძნელი მისახვედრია.
„ არ დაუჯეროთ საკუთარ თვალებს“ – ასეთია მუზეუმის დევიზი, რომელსაც სტუმრები ისმენენ შემოსვლისთანავე და მთელი ექსკურსიის განმავლობაში, მუზეუმის დათვალიერებისას, არაერთხელ უხდებათ ამ დევიზის გახსენება
მაგრამ , მოდი ვთქვათ, რომ ზოგჯერ ტყუილს თავის გადარჩენის მიზნით ან სხვის საამებლად ამბობენ.ზოგჯერ კი ხასიათი აქვთ ასეთი,რომ არ მოიტყუონ არ შეუძლიათ, მაგ. ბარონი მიუნჰაუზენი., ზოგჯერ კი თავს ვიტყუებთ.რატომ?-აი ამის ახსნა კი ძნელია.ამბობენ,სასურველის დაჯერება ადვილიაო…

004c200f67cc
ექსპონატებს შორის არის – მოქმედი ჯადოსნური ხალიჩა- თვითმფრინავი, ვან გოგის მოჭრილი ყური, რადიომიმღები „ტიტანიკიდან“, ჰიტლერის ულვაშები, ჯადოქრის ცოცხი, პატარა თვითმფრინავი, რომლითაც თამაშობდა ბავშვობაში გერმანიის კანცლერი, ეპისკოპოსის მუმია კატის იმიჯით, ცნობილი გერმანელი მწერლის და მოგზაურის – ყელიანი ფეხსაცმელი (ჩექმა) და კდევ ბევრი სხვ.
დამფუძნებელის ფანტაზია მართლაც, ამოუწურავია !
მუზეუმის დირექტორი და დამფუძნებელი რეინჰარდ ცაბკა (Reinhard Tsabka) -წარსულში ცნობილი მხატვარი და დისიდენტი, თვლის რომ ზღვარი სიმართლესა და ტყუილს შორის ხშირად ბუნდოვანია, ძირითადად კი ხელოვნებაში, რადგან თვით ხელოვნება – ყოველთვის ილუზიაა…

მნახველთა აზრები არაერთგვაროვანია – ზოგიერთი აღტაცებაში მოდის, ხოლო სხვები კი, თვლიან მუზეუმის დირექტორს – გიჟად, ხოლო სამუზეუმო ექსპონატებს კი – ნაგავად;
ერთი რამ კი, დანამდვილებით შეიძლება ითქვას – მსგავსი დაწესებულებები მთლიანად ფანტავს მუზეუმების სტრეოტიპებს , როგორც მოსაწყენ და მშვიდ ადგილებს, სადაც ექსპონატები დაფარულია მტვრით…

73f1d47778fb
1353d141a09b
ca46845dbd53

17f842c6be5f

blogerlady

age: 14
Back to top button