მისტიკასაკითხავიუცნაური

საშიში ისტორიები ნაწილი 4

1.ქალაქი ლოვენგი XX ს-ის დასაწყისში ქალაქი ლოვენგი,მეთევზეების პატარა კეთილი მოსიყვარულე ქალაქი ყველა სტუმარს საკუთარი სტუმართმოყვარეობით ისე აყვარებდა თავს რომ იქ ჩასული მას იოლად ვერ დაემშვიდობებოდით . 1933 წელს იმ ზღვაში რომლის სანაპიროზეც ეს პატარა ქალაქი იყო გაშენებული მოხდა კატასტროფა, სამი ნავთობით დატვირთული ტანკერი ერთმანეთის გვეერდიგვერდ აღმოჩნდა. შუაღამეს ამვოარდინლმა ტროპიკულმა ქარიშხალმა რომელმაც 23 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ეს ტანკერები ერთმანეთს შეაჯახა და ტონობით ნავთობი ზღვაში ჩაიღვარა-,ამიშემდეგ დაიწყო ამ ქალაქის როგორც სულიერი მორალური, ასევე ფიზიკური და სოციალური კატასტროფაც. ტრაგეედის შემდეგ გაჩნდა საკვების დეფიციტი ასევე წყლის დეფიციტი და რაც ყველაზე მნიშნველოვანია სიყვარულის და თანადგომის დეფიციტი,ნავთობმა სულ გაანადგურა თევზი მეთევზეების ქალაქისთვის კი ლუკმა პურის შოვნა თევზაობის გარეშე შეუძლებელი გალხდათ.დაიწყო ყაჩაღობები, ძარცვები მოკლედ რომ ვთქვათ ქალაქი რადიკალურად შეიცვალა ყველა მხრივ. საკვები ფულის ერთადერთი გზა ყაჩაღობა და ქურდობა გახდა რომელსაც აღარავინ აღარ ერიდებოდა, ქალაქი მისტიურმა მოვლენებმა მოიცვა რომელიც ელვის სისწრაფით მოედო ქალაქს. 1969 წელს ქალაქში ჩადის 5 კაციანი მკვლევართა ჯგუფი,რომელიც იმავე წელს აღმოაჩენს რამოდენიმე ადამიანის ხელნაწერს, რომელიც ერთად შეგროვებული უძველეს სკივრში ქალაქის წენტრში ერთი მიტოვებული ეკლესიის შუაში ჯვრის გვერდით იქნა ნაპოვნი. იბადება კითხვა? ხელნაწერები რომელიც დაახლოებით 33-35 წლის წინათ იქნა დაწერილი. რატომ არავის არ გაუჩნდა მისი წაკითხვის სურვილი? მითუმეტეს, რომ მას შემდეგ ქალაქში მისტიური მოვლენები ელვის სისწრაფით განვითარდა: 1933 წლიდან 1950 წლამდე ქალაქში 863 ადამიანი გააურკვეველ ვითარებაში გაურკვეველი მოტივით გარდაიცვალა. 1950 წლის შემდეგ ქალაქი მოსახლეობისგან სრულიათ დაიცალა. ვინც სიკვდილს გადაურჩა, ქალაქიდან უკან მოუხედავად გაიქცა. აქვე პასუხი კითხვაზე თუ რატომ არავის წაუკითხავს ეს ხელნაწერები. ექსპედიციის ერთერთი წევრი ნიკოლაი ტავჩენკო 1972 წელს აკეთებს სიუჟეტს სახელწოდებით ,,მიწიური ჯოჯოხეთი-ქალაქი ლოვენგი’’ ,; ნიკოლაი სიუჟეტის დასაწყისში სწორედ იმ ეპიზოდს აღწერს როდესაც ეს ხელნაწერები იქნა აღმოჩენილი: “მე, იგორს, საშს, ვლადიმერს, და სერგესქალაქში ჩასვლისთანავე უკან დაბრუნება მოგვინდა მაგრამ ამას არავინ აღიარებდა. ჩვენი პირველი ემოცია, როგორც კი მიწაზე დავდექით და პირველი ნაბიჯები გადავდგით, თითქოს ჯოჯოხეთში შევაბიჯეთ და იქიდან ვერასდროს გავაღწევდით. უეცრად ვიღაცის კივილი ძალიან შორიდან გაგუდული ხმით ყურში ჩამესმა. თურმე ეს ხმა მარტო მე არ გამიგონია. შეშინებულების ჩვენი პირველი რეაქცია იყო ცენტრში მდებარე ეკლესიაში გაქცევა და იქ თავის შეფარება, შევედით ეკლესიაში და თითქოს ჩვენი გონებაც დამშვიდდა მაგრამ დავინახეთ ეკლესიის შუაგულში ჯვრის გვერდით ხელნაწერები , პირველი რაც ჩვენ გავაკეთეთ მივუახლოვდით ჯვარს და დავიწყეთ სათითაოთ მასზე მთხვევა, როდესაც ჩემი რიგი მოვიდა ნელა დავიხარ ჯვრისკენ და გულში ვლოცულობდი უცბად ჩემი ყურადღება მიიპყრო და ლოცვა შემაწყვეტინა ჯვრის გვერდით ხეზე ძალიან პატარა ასოებმა, რომელზეც ეწერა : ,,დაიწყევლოს,და ეწვიოს საშინელი სიკვდილი მას ვინც ამ ხელნაწერებს ხელი მიუახლოვოს’’. უცბად ძალიან დავიბენი და დავიყვირე კონვერტებს ხელი არ ახლოთ მაგრამ ის კი აღარ მახსოვდა ,რომ უკვე ყველას ხელში გაიარა ამ ხელნაწერებმა და უკვე გვიანი იყო ,ჩვენ თავს ვიმშვიდებდით და ვინუგეშებდით, რომ ეს უბრალოდ სიტყვები იყო და საშიში არაფერი არ ყოფილა , ეკლესიაში დავბინავდით მეორე დღეს გადავწყვიტეტ ექსპედიციის გაგრძელება ახალი ძალებით. ღამე I- ღამით უცნაური ხმები მოგვესმა. როდესაც გავიღვიძეთ, ხუთივემ ერთი და იგივე რამ ვთქვით,თითქოს ის კივილი, რომელიც დილით გავიგონეთ ისევ მოგვესმა და ახლა უფრო ახლოდან. როდესაც დაემთხვა რომ ხუთივემ ერთი და იგივე რამ გავიგონეთ, ძალიან შეგვეშინდა და დავიწყეთ ხელნაწერების წაკითხვა. ხელნაწერი I ვინმე ივან პეტრენკო წერს: ტრაგედიიდან მეორე დღეს ვიღაც შავებში ჩაცმული კაცი გამომეცახადა,და ინტელიგენტური მშვიდი ტონით მითხრა : – ივან,შენ მთელი შენი ცხოვრება ღარიბი მეთევზე იყავი მაგრამ რას ვიზამთ ,შენც იგივენაირად დაიტანჯები როგორც სხვა ამ ქალაქის მდიდარი მაცხოვრებელი. მე ვუპასუხე აკანკალებული ხმით. – კკკი მაგრამ, რრაატომ რა დავაშავეთ. – ჯერ არაფერი მაგრამ როცა პურის ფული აღარ გექნებათ როცა თევზის ხორცის ნაცვლად ადამიანის ხორცს გასინჯავთ წყლის ნაცვლად სისხლს დალევთ როცა სიყვარულს სიძულვილი შეცვლის როდესაც ღორებს დაემსგავსებით, სწორედ მაშინ დააშავებთ ჩემო ივან, სწორედ მაშინ. მან ეს სიტყვები მითხრა მოსასხამი გაისწორა, შავი ქუდი თავზე დაიდო და გაქრა. მე მისი სახე ვერ დავინახე, რადგან აივანზე კარებსა და ფარდის შუაში იდგა.როდესაც გავიღვიძე ეს ყველაფერი ჩემს ცოლს მოვუყევი, რომელმაც რა თქმა უნდა არ დამიჯერა და ჩემ დამშვიდებას შეეცადა. მეც სხვა რა გზა მქონდა, თავი ხელში ავიყვანე და ფანჯარაში გავიხედე. უცბად დავინახე ხალხის მასა, რომელთაც რაღაცისთვის შემოეკრათ წრე და ზედ მისჩერებოდნენ, გავიქეცი გასაგებად თუ რას მისჩერებოდნენ ასე, და დავინახე ………. ის რაც ……………………. იყო დასაწყისი დასასრულისა ….დიახ დასაწყისი დასასრულისა, ამ სიტყვების სრული მნიშვნელობით. ეს იყო პირველი მკვლელობა იმ ტრაგედიის შემდეგ, რაც ქალაქში დატრიალდა: ხნიერი ადამიანის გვამი, რომელსაც ქალის თავის ნახევარი ახდილი ქონდა და სისხლი მიედინებოდა მისი სახლის პირდაპირ. აქ შევწყვიტეთ ამ ხელნაწერის კითხვა და გადავწყვიტეთ, ეს სახლი მოგვეძებნა. ქალაქში გასვლისთანავე ჩვენი ყურადღება მიიპყრო ერთმა უცნაურმა ძეგლმა, რომელიც ზუსტად ეკლესიის მოპირდაპირედ იდგა. ამ ძეგლის შესახებ არცერთ გადმოცემაში და აღწერაში არ ყოფილა დაწერილი. როგორც ჩანს ის იქ დიდი ხნის წინ არ დაუდგამთ. როდესაც ეს ყველაფერი გავიაზრეთ, შიშისგან გაგვაჟრჟოლა და დავიწყეთ ფიქრი თუ ვის შეიძლებოდა აეგო, რადგან 1950 წლის შემდეგ იმ ტერიტორიაზე წესით, ხაზგასმით წესით არცერთი ადამიანი აღარ ჩასულა. მივუახლოვდით ძეგლს რათა მისი წლოვანება დაგვედგინა. ჯერ არც კი იყო მასალა კარგად გამოფიტული. ძეგლი შემდეგნაირად გამოიყურებოდა: თავზე დიდი ქუდი ედო,ტანზე შავი მოსასხამი ჰქონდა მოსხმული,ხოლო სახეზე ნაკვთები საერთოდ არ ქონდა გამოყვანილი, ძეგლის ქვევით კი ეწერა: ,,Soilent Forq’’ რაც წყვდიადის მბრძანებელს ნიშნავდა. სანამ მის სახელის გაშიფვრას ვცდილობდით, გაისმა საშინელი ყვირილი: ათ წამიანი ინტერვალით ერთი ხმა მოდიდა აღმოსავლეთდან, მეორე დასავლეთიდან, თითქოს ვიღაც ჩვენს შეშინებას ცდილობდა… გადავწყვიტეთ 2-2 ადამიანი თითო მხარეს წავსულიყავით. ადგილზე უნდა დავრჩენილიყავი და მათ დავლოდებოდი, რადგან თუ ის რაღაც ხმა მათ მოკლავდა, ან რამეს დამართებდა, მე გავქცეულიყავი და ეს ამბავი ამეღწერა.ისინი გაუდგნენ გზას ერთმანეთს დავემშვიდობეთ ყოველი შემთხვევისთვის. ძეგლთან ჩამოვჯექი.როდესაც წავიდნენ საათი 18:24 წუთს უჩვენებდა. 18:35 – ჯერ-ჯერობით კარგად ვარ ვერაფერ უჩვეულოს ვერ ვგრძნობ. 18:39 – უკვე ბნელდება,ვგრძნობ ჩემი ქვეცნობიერს შიში იტანს. 18:43 – თავს ხელში ვიყვან და თავს ვინუგეშებ,რომ ყველაფერი ასე მშვიდად ჩაივლის . 18:43:28 – თითქოს ჩემს გვერდით 4 ფეხა არსებამ გაირბინა და საშინელად სუნთქავდა,ეს ყველაერი ისე ჩქარა მოხდა ვიფიქრე მომეჩვენა თქო. 18:47 – ვგრძნობ მომშივდა. ჩანთიდან ძეხვის ნაჭერს ვიღებ და ვცდილობ, რაც შეიძლებ პატარ-პატარა ლუკმებად ვჭამო,რადგან პირის მოძრაობამ ჩემ სმენას ხელი არ შეუშალოს და თუ ვინმე ან რამე მომიახლოვდება, ვიგრძნო და რაღაც მოვიმოქმედო. 18:50 – უკვე სრულიად დაბნელდა ჩემი,ფანარი მარტო 3 მეტრის რადიუსს ანათებს ,ვგრძნობ მცივა. არ ვიცი მართლა ცივა თუ შიშისგან ვკანკალებ, პატარა ცეცხლი დავანთე ,იმ ფიჩხისგან რომელიც ჩანთაში მქონდა. 18:51 – ეკლესიას გავყურებ და თან ვლოცულობ. ვხედავ, როგორ დახურა ვიღაცამ ეკლესიის გუმბათის ზევითა ფანჯარა. აი მაშინ კი მივხვდი,რომ კოცონის ანთება ცუდი იდეა იყო და წამის მეასედში კოცონი ჩავაქრე. ფანარიც გამოვრთე. ჩანთა ამოვიდე თავქვეშ. ჩანთიდან ადიელა ამოვიღე გადავიფარე,და ვცდილობ ჩავიძინო. 19:00 – ისე მოხდა,რომ ჩემი თვალები ძეგლის იმ ნაწილისკენ იყო მიმართული,სადაც ძეგლს თვალები უნდა ქონოდა და გამახსენდა ის მომენტი ივან პეტრენკოს ხელნაწერიდან სადაც ის იმ კაცს აღწერდა, რომელიც ღამით გამოეცხადა. მივხვდი,რომ ეს სწორედ იმ კაცის ძეგლი იყო. აი მაშინ კი შიშისგან არ ვიცოდი რა მექნა და ჩაძინება გადავწყივტე.აი ამ მომენტში ძეგლს რომელსაც ნაქვთები საერთოდ არ ქონდა თვალები გამოესახა, წითლად გაუნათდა,ბოროტული ღიმილი თვალებამდე მიეტანა და გაქრა.უცბად გონს მოვეგე და ვერ გამეგო თუ რა ხდებოდა საათს დავხედე და 19:37 წუთი ყოფილა,ვიფიქრე ალბად დამესიზმრა თქო და …. უცბად უკნიდან რაღაც ხმა მესმის, ვგრძნობ ვიღაც ან რაღაც მიახლოვდება…….ვცდილობ სიბნელეში გავარჩიო რაღაც სილიუტები,მარჯვენა ხელით ვცდილობ ამოვიღო ჩანთიდან,დანა თავ დასაცავად,და უცდბად დავინახე გაუბედურებული სახით ვლადიმერი და აკანკალებული ხმით ცდილობდა რაღაცის თქმას: -ნიკოლაი, სსააშაააა…. მივხვდი რომ ცუდად იყო საქმე -რა რა მოუვიდა საშას, -ჩქარა ეკლესიაში ,მითხრა მან და ეკლესიისკენ გავიქეცით.გამახსენდა,რომ ჩანთა დამრჩა სადაც ხელნაწერებიც იდო, ამიტომ უკან მივბრუნდი.ძეგლთან როდესაც მივედი იმ ოთხფეხა ცხოველის ხმა ვიგრძენი,ჩანთას დავტაცე ხელი და ეკლესიისკენ გავიქეცი,შევედით შიგნით მე და ვლადიმერი,დავჯექით და ვუთხარი დაეწყო,ყველაფერი თავიდან.: -როდესაც გავიყავით მე და საშა გადავწყვიტეთ ,თუ ერთ-ერთს რამე მოუვიდოდა დავბურნდებოდით და შენ ყველაფერს მოგიყვებოდით, იმ ხმას გავყევით და მივედით ერთ ქოხში ,რომელიც გარედან შემოღობილი იყო ,გადავიწყვიტეთ გადავმძვრალიყავით, ამ დროს საშა ცდილობდა პირველი გადამძვრალიყო უცბად მან ღობეზე ფეხი გაიჭრა ,და ამ დროს ჩანთიდან გადავწყვიტე ბინტი ამომეღო და მისთვის ჭრილობა დემემუშავებინა ,როდესაც ბინტი მოვძებნე და შევტრიალდი მისკენ ის იქ აღარ დამხვდა, სისხლის ნაკვალევს გავყევი ის სახლის უკანა შესასვლელთან მიდიოდა თან მიწაზე თითების ნაკვალევი იყო ,კარები შევაღე და რას ვხედავ საკმაოდ მოწესრიგებული სახლი,რომელიც საშინელებათა ფილმების სახლს წააგავდა, ვერც კი იფიქრებდით რომ იქ 30 წელია არავინ ჩასულა, ამ დროს სარდაფიდან რაღაც ხმა მომესმა ,ფრთხილად მივედი კართან და გავიგონე საშას,განწირული ხმა ,თუ როგორ სთხოვდა იგი შეწყალებას,ვიღაც უცნობს,შევეცადე კარი შემემტვრია და თან საშას შევძახე ,ამ დროს გავიგონე რომ კარისკენ ვიღაც წამოვიდა დინჯი ,მძიმე ნაბიჯებით,საშამ დამიყვირა გაიქეცი ვლადიმერ გაიქეცი.მეც სხვა რა გზა მქონდა უკან მოუხედავად შენსკენ გამოვიქეცი ,გარეთ რომ გამოვედი უკვე ბნელოდა ჯერ არასწორ მხარეს წავედი და რას ვხედავ იგორის და სერგეის ხელჩანთები,მივხვდი რომ არასწორ მხარეს მივდოდი და , ორიენტირი შევიცვალე,როგორც იქნა მოგაგენი ახლა კი შენც აქ ხარ და მეც, არ ვიცი რა მოუვიდა საშას ,იგორს ,სერგეის ,მაგრამ იმ ვიღაცას ან რაღაცას ჩვენთვის კარგი ნამდვიალდ არ უნდა. ასე დაასრულა საშავ თავისი სიტყვა და ხატებთან ლოცვა დაიწყო,მე კი უკნიდან ჩემსას ვეუბნებოდი ,ვეუბნებოდი რომ თავი ხელში აეყვანა და ყველაფერი კარგად იქნებოდა,და მეორე დილით გაგვეგრძელებინა საუბარი, ეკლესიის კარი საგულდაგულოდ ჩავკეტე და დასაძინებლად მოვემზადე,საშა გვერდით მომიწვა,საათს დავხედე და უკვე 21:00 იყო.თავდაპირველად უცნაური ფიქრები მაწუხებდა და ვერაფრით დავიძინე იგივეს ვატყობდი საშასაც, -თუ, ის რაღაცა თუ ვიღაცა ისაა ვინც ის 800 -ამდე ადამიანი სიცოცხლეს გამოასალმა,აარცც კი მინდა ვიფიქრო თუ რა გველის. -კარგი რა საშშ იგი ამ დროისთვის თუ მართლაც კიდევ ცოცხალია და მართლა არსებობდა დაახლოებით 84 წლის იქნება,აბა დაფიქრდი რამის თავი ამ ხნის აადამიანს თუ აქვს -სწორედ არ ვიცით ის რა არსებაა, საერთოდ ადამიანია თუ არა ,იქნებ ეშმაკია? -აი ამ კითხვაზე კი პასუხი ნამდვილად არ მქონდა. და ძილი დავაპირე. 21:34 წუთი საშას ვატყობ ჩაეძინა,მე ვერაფრით ვერ ვიძინებ. 00:46 წუთზე,რაღაც ხმა მაღვიძებს თითქოს სერგეი და იგორი დახმარებას ითხოვდნ. 02:00 თითქოს ეკლესიაში ვიღაც დადის თვალებს არ ვახელ მეშინია.უცბად ნაბიჯების ხმა წყდება. 03:23 ეკლესიის ზარი უეცრად რეკვას იწყბს ,მე და საშა საბანს თავზე ვიფარებთ და შიგნით ჩუმად ერთანეთს ვეკითხებით ,და ვამშვიდებთ რომ ალბად ქარი იყო. უკვე გამთენიისას მეღვიძება და ტაძარში სანთლები ანთებული მხვდება,ვიფიქრე ალბად საშამ აანთო,მაგრამ საიდან მას ხომ სანთლები არ ქონდა.მისი აზრით ალბად ღმერთი ნიშანს გვაძლევდა რომ იგი ჩვენი მფარველია. 08:00 როცა კარგად გათენდა მათ საძებნელად წავედით…… 2.ჯეკ მფატრავი ყველაზე გავრცელებული ფსევდონიმი მკვლელისა, რომელიც 1888 წელს, ლონდონის ღარიბულ უბან – უაითჩეპელში გამოჩნდა. მისი მეტსახელი პირველად ანონიმურ წერილში გაჟღერდა, სადაც ავტორი თავს ასაღებდა მკვლელად. უმეტესობამ ეს წერილი სიცრუედ და თაღლითობად მიიჩნია, თუმცა ინფორმაციამ მედიაში გაჟონა და ლონდონი ახალმა მითქმა–მოთქმამ მოიცვა. ყველა მკვლელობა, რომელთაც მფატრავს მიაწერდნენ ერთმანეთის მსგავსი იყო. იგი ძირითადად თავს ესხმოდა მეძავებს, რომლებიც ქალაქის გარეუბნებში მუშაობდნენ. ამ უბნებში პოლიციამ იპოვა ხუთი ქალის გვამი რომელთაც ყელი ჰქონდათ გამოჭრილი. სამ მათგანს დაზიანებული ჰქონდა მუცელი და შინაგანი ორგანოები. ეს ყველაფერი მიანიშნებდა იმაზე, რომ ჯეკ მფატრავს ჰქონდა ანატომიური და ქირურგიული გამოცდილება. 1888 წლის ოქტომბერში სკოტლანდ იარდმა მიიღო წერილი, სადაც იყო ადამიანის თირკმელის ნაწილი, რომელიც სავარაუდოდ ერთ-ერთ მსხვერპლს ეკუთნოდა. სასტიკი მკვლელობების და მედიის მიერ მისი ისტორიის გავრცელების მეშვეობით, ხალხში გაიზარდა იმის რწმენა, რომ ლონდონის ქუჩებში დაძრწოდა კაცი სახელად ,,ჯეკ მფატრავი”. მკვლელობები : დანამდვილებით არავინ იცის თუ რამდენი ქალი იმსხვერპლა ჯეკ მფატრავმა, თუმცა სკოტლანდ იარდმა დაადასტურა, რომ ხუთი ქალი მოკლული იქნა ჯეკ მფატრავის მიერ. ესენი იყვნენ: მერი ან ნიკოლსი, ენ ჩეპმენი, ელიზაბეტ სტრაიდი, კეტრინ ედოუსი და მერი ჯეინ კელი. ნიკოლსის ცხედარი იპოვნეს 1888 წლის 31 აგვისტოს, დღევანდელი დურვარდის ქუჩაზე. მას ყელი ჰქონდა გამოჭრილი, მკვლელმა დაუზიანა მუცლის არე ღრმა ჭრილობით. ნიკოლსს მოჰყვა ჩეპმენი, რომელიც 8 სექტემბერს იპოვეს, იგი უფრო სასტიკად იყო მოკლული. უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ სტრაიდი და ედოუსი ერთ დღეს იპოვეს, მათი ცხედრები საშინლად იყო დასახიჩრებული. მერი ჯეინ კოლინსის უსასტიკესად დასახიჩრებული სხეული იპოვეს 1888 წლის 9 ნოემბერს, საკუთარ სახლში. მკვლელმა წაიღო მისი შინაგანი ორგანოები, მათ შორის გულიც. ეს დანაშაულები მან ჩაიდინა ღამით და ძირითადად კვირის ბოლო ნაწილში, როდესაც ქალაქში სიმშვიდე იყო. გამოძიება : უაითჩეპელის პოლიციის გადარჩენილ არქივში საკმაოდ ვრცელი ინფორმაციაა გამოძიების შესახებ. ნიკოლსის მკვლელობის შემდეგ დეტექტივები ფრედერიკ ებერლინი და ჰენრი მური შეუერთდნენ სკოტლანდ იარდს. მათ დიდი დახმარება გაუწიეს კანონის დამცველებს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ხუთივე მსხვერპლი ერთი ადამიანის ხელით იყო მოკლული, ჭრილობები გაკეთებული იყო მარცხნიდან მარჯვნივ, გამომძიებელთა ვარაუდით მფატრავს ჰქონდა ქირურგიული გამოცდილება. ისინი ვარაუდობდნენ რომ მკვლელი დაავადებული იყო შიზოფრენიით. გამოძიებამ საბოლოოდ ვერ დაადგინა, თუ ვინ იყო ჯეკ მფატრავი, თუმცა მათ ჰყავდათ ეჭვმიტანილები. ერთ-ერთი მათგანი იყო პოლონელი ებრაელი, უაითჩეპელელი პარიკმახერი აარონ კოსმინსკი. ასევე ვარაუდობდნენ ადგილობრივ ექიმზეც, თუმცა წაყენებული ბრალდება ვერ დაუმტკიცეს. 3.ვინმე ჰელგა წერს : ეს ისტორია 20 წლის წინ მოხდა,როდესაც 6 წლის ვიყავი.მე ჩემს ოჯახთან ერთად ახალი გაასული ვიყავი ახალ ბინაში.იმის გამო რომ ბევრი ავეჯი არ გვქონდა,მე ჩემს მშობლებთან ერთად მეძინა საწოლში.ასევე ოთახში წიგნების მაგიდა და ტახტი იდგა,სადაც ჩემს დას ეძინა.ასევე ზაზუნა გვყავდა რომელიც გალიაში ამავე ოთახში ცხოვრობდა.ერთხელ ღამით გამეღვიძა,რატომ?მე თვითონაც არ ვიცი.მთვარე ისე კარგად ანათებდა,რომ ოთახში ყველაფერი ჩანდა,როგორც დღისით. ვწევარ და მესმის როგორ იღება წიგნების კარადა,თავიდან მეგონა რომ მომეჩვენა,მაგრამ მერე კარები მოჯახუნდა ხმაურით.ვიფიქრე,ნეტა ვის მოუნდა ამ შუა ღამეს კითხვა-თქო.საწოლზე წამოვჯექი და ვხედავ ჩემს თვალწინ როგორ იღება და იხურებაა(თავისით) კარები.ისევ ვწვები და სეტყვასავით მომდის ცრემლები შიშისგან.მშობლების გაღვიძება ვცადე,მაგრამ რატომღაც ვერ იღვიძებდნენ.ამ დროის განმავლობაში კარები იღება და იხურება.მე ვწევარ,ვტირივარ და შიშისგან განძრევაც არ შემიძლია.ჩემი თავი რომ დამემშვიდებინა,ვამბობდი ეს ზაზუნა გამოძვრა გალიდან და არ იცის რით დაკავდეს და ერთობა-თქო.ასეთი ფიქრებით ჩამეძინა.დილას როდესაც გავიღვიძე მშობლებს მოვუყევი,მათ თქვეს რომ არაფერი არ გაუგიათ,და რომ ეს ყველაფერი დამესიზმრა.მაგრამ მე ხომ ეს ზუსტად ვიცოდი და ვხედავდი ჩემი თვალებით.ხო ზაზუნა კი იმავე ადგილას იყო სადაც უნდა ყოფილიყო,ამიტომ ჩემი ჰიპოთეზა არასწორი აღმოჩნდა.

წყარო: facebook-ის გვერდი: საშიში ისტორიები / Scary Stories

თეგები

sali

me var salome
Back to top button
Close
Close