გართობაკულტურაუცნაური

კომპიუტერით გადათარგმნილი ძაღლის ყეფა

84003cdd425b

გაიგეთ როგორ მუშაობდნენ უნგრელი მკვლევარები პროგრამაზე,რომელიც ძაღლის ყეფას აანალიზებს.

“ეტვაშ ლორანდის” სახელობის უნივერსიტეტის (უნგრეთი)სწავლულთა ჯგუფი ამტკიცებს, რომ მათ შეძლეს ძაღლის ყეფის სათარგმნი კომპიუტერული პროგრამის დამუშავება. მათ თავიანთი შექმნილი პროგრამის საშუალებით შეისწავლეს და გაანალიზეს 14 უნგრული ნაგაზის ყეფის 6 ათასზე მეტი ჩანაწერი, რომელსაც ისინი სხვადასხვა სიტუაციაში გამოსცემენ.
-ექსპერიმენტების სერიების დახმარებით მეცნიერებმა გამოარკვიეს, რომ კომპიუტერს შეუძლია განასხვავოს ძაღლის სხვადასხვა რეაქცია. ის განსხვავებულად რეაგირებს უცნობზე, გასეირნებაზე, ჩხუბზე, მარტოობაზე, ბურთზე ან თამაშზე. გამღიზიანებლებით” გამოწვეულ ყეფას აფიქსირებდნენ ფირზე, ხოლო შემდეგ გადაჰყავდათ რიცხვით ფორმაში.
-შემთხვევათა 43 პროცენტში კომპიუტერმა შეძლო, სწორად ამოეცნო სიტუაცია,თუმცა უნდა აღინიშნოს,რომ ეს შედეგი სულაც არ არის მაღალი.მკვლევარები ამბობენ,რომ ის გაცილებით ზუსტია, ვიდრე ადამიანის ლაპარაკის ამოცნობისას.

b22a646412cd

განსაკუთრებით კარგად გაართვა თავი კომპიუტერმა სიტუაციას “ჩხუბზე” და “უცნობზე”.
სწავლულებმა დაამტკიცეს, რომ ძაღლის ემოციური მდგომარეობის მიხედვით სხვადასხვანაირად გაისმის მისი ყეფა. ამის გარდა,სწავლულებმა ჩაატარეს მეორე გამოცდა, რომლის დროსაც კომპიუტერს უნდა ამოეცნო კონკრეტული ძაღლი ყეფის მიხედვით. პროგრამამ ზუსტად ამოიცნო ექსპერიმენტის მონაწილე ძაღლების 52 პროცენტი, რაც აგრეთვე, გაცილებით კარგია, ვიდრე ადამიანებთან მუშაობის დროს. ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობს ინდივიდუალური განსხვავება სხვადასხვა ძაღლის ყეფას შორის, თუმცა ადამიანებს არ შეუძლიათ, გაარჩიონ ეს განსხვავება. ახლა მკვლევართა ჯგუფი მუშაობს სხვადასხვა ჯიშის ძაღლების ყეფის ნიუანსების შესწავლაზე, რათა დაადგინოს მათი საერთო თავისებურებანი.

რას ფიქრობთ მეგობრებო. მგონი გასაშიფრს აღარაფერს ტოვებენ,როგორც ხედავთ ძაღლების ენის გაშიფვრასაც ცდილობენ უკვენ.მართლაც ძალიან საინტერესოა მათი მუშაობის საბოლოო შედეგი.

 

წყარო : http://intermedia.ge

linkin

გამარჯობა ucnauri.com! მე ვარ ახალი მომხმარებელი,რომელსაც უნდა რომ საიტის განვითარებას ხელი შეუწყოს და შექმნას საინტერესო პოსტები.ვიმედოვნებ საიტის მომხმარებლები კმაყოფილნი დარჩებიან.

მსგავსი ამბები

Back to top button