არქივი

50 ფაქტი ვეფხვების შესახებ

malayan adrianotavano zoomaimi2 2012

50 ფაქტი, რომლის უმეტესობაც დარწმუნებული ვარ თქვენთვის უცნობია

1. ვეფხვს მრგვალი თვალის ფორმა მაქვს, განსხვავებით მათი ნათესავებისგან – კატებისგან (მათ მოგრძო აწოწილი თვალები აქვთ), როგორც კატები ითვლებიაან ღამის ცხოველებად, ვეფხვები – ბინდის, რაც იმას ნიშნავს, რომ, როგორც წესი, ისინი ნადირობას გამთენიისას ან საღამოს იწყებენ.

2. მიუხედავად იმისა, რომ ვეფხვები ღამის ცხოვრების წესს არ მისდევენ, ისინი სიბნელეში 6-ჯერ უფრო უკეთ ხედავენ, ვიდრე ადამიანები.

3. ჩვეულებრივ, ვეფხვებს ყვითელი თვალები აქვს, თეთრ ვეფხვებს კი ცისფერი. ეს დაკავშირებულია გენის მუტაციასთან, რომელიც პასუხისმგელია თმისა და თვალის ფერზე. უფრო მეტიც, ეს გენი პასუხისმგებელია თანდაყოლილ სიელმეზე. ასე რომ, ცისფერთვალება ვეფხვები (თეთრი) სიელმით იტანჯებიან.

4. იმისათვის, რომ მათ თავიანთი ტერიტორია შემოსაზღვრონ, ნაკაწრს ტოვებე ან ხეებს შორის შარდავენ. გამოსაკვეთია ის ფაქტი, რომ მათ შარდს პოპ-კორნის მსგავსი სუნი აქვს.

5. ჩვეულებრივ ვეფხვს შარდის სუნით შეუძლია განსაზღვრონ სხვა ვეფხვის ასაკი, სქესი და რეპროდუქციული შესაძლებლობები.

 

6. მამრი ვეფხვები ჩვეულებრივ მეტ ტერიტორიას საზღვრავენ, ვიდრე მდედრები, და მამრები არასოდეს იჭრებიან სხვა ვეფხვების ტერიტორიაზე.

7. როგორც წესი, ვეფხვები სხვა ცხოველებს არ უღრენენ – ღრიალი და ღრენა ამ ზოლიან მტაცებლებში ლაპარაკის როლს თამაშობს. თუ ვეფხვს მსხვერპლის დაშინება მოესურვება, იგი უბრალოდ შიშინებს ან ქშინავს.

8. როდესაც ვეფხვების ჯგუფი ნანადირევის გაყოფას იწყებენ, ამ დროს უპირატესობას მდედრებს ანიჭებენ (ლომებისგან განსხვავებით). ისინი იშვიათად იბრძვიან ნანადირევისთვის, რადგან ლოდინს ამჯობინებენ.

9. ვეფხვის კანზე გამოსახული ზოლები უნიკალურია – ეს ერთგვარად „თითის ანაბეჭდია“.

10. ვეფხვის შუბლზე გამოსახული ნიმუში ძალიან წააგავს ერთ-ერთ ჩინურ იეროგლიფს, რომელიც „მეფეს“ აღნიშნავს. ამიტომაც ამ ცხოველებს ჩინურ კულტურაში გარკვეული სტატუსი უჭირავთ.

 

11. როგორც ჩვეულებრივი კატების შემთხვევაში, ზოლები მას არამხოლოდ ბეწვზე, არამამედ კანზეც აქვს; ამიტომაც თუ მას გავპარსავთ ისევ ლაქებიანი დარჩება.

12. სხვა დიდი კატებისგან განსხვავებით, ვეფხვებს წყალში ბანაობა უყვართ. მათი ბოკვერები ხშირად თამაშობენ წყალში, წუწაობენ და სიამოვნებას იღებენ ცურვით. ხშირად ვეფხვები რამდენიმე კილომეტრასც კი გაცურავენ, რათა სანადიროდ მათთვის ხელსაყრელი ადგილი იპოვონ. ცნობილია ერთი ვეფხვი, რომელიც ყოველდღიურად 30 კმ -ს ცურავს.

13. ვეფხვები კატისებრთა ოჯახის უდიდესი წარმომადგენლები არიან. მათმა ზომამ შეიძლება 3.5 მეტრამდეს (სიგრძე) და წონა 300 კგ-ს მიაღწიოს (ციმბირული ვეფხვი), ასევე შესაძლებელია სიგრძემ მხოლოდ ორ მეტრამს მიაღწიოს, ხოლო წონამ კი 100კგ-ს (სუმატრანული ვეფხვი).

14. მდედრებს აქვთ უმაღლესი ნაყოფიერების უნარი – მხოლოდ 4-5 დღე წელიწადში. ამ დროის განმავლობაში, ისინი აქტიურად წყვილდებიან; მაკეობის პერიოდი დაახლოებით 3 თვეს გრძელდება, რის შემდეგადაც მდედრი ვეფხვი 2-3 ბოკვერს ჰბადებს.

15. ბოკვერები პირველ კვირას აბსოლუტურად ბრმები არიან. სრულწლოვან ასაკამდე მხოლოდ მათი ნახევარი აღწევს.

 

16. ვეფხვის პენისი, ადამიანისგან განსხვავებით, „არ იღზნება“ დაწყვილებისას. მასში არსებობს განსაკუთრებული ძვალი (baculum), რომელიც „ვეფხვებს შორის „კავშირის“ შენარჩუნებას ემსახურება.

17. ვეფხვების ყველაზე გავრცელებული ნადირობის გზა გახლავთ – ჩასაფრება, ასე რომ, თუ თქვენ სავანაში ვეფხვს გადაეყრებით, გაგიმართლათ – ის ამ მომენტში არ ნადირობს, არამედ ისვნებს. ინდოეთის ზოგიერთ რაიონში, აბორიგენები ერთი ტერიტორიიდან მეორეზე გადაადგილებისას, სადაც ვეფხვები ბინადრობენ, თავზე იკეთებენ სპეციალურ ნიღბებს, რომელზეც გამოსახული ადამიანის სახე. ასეთი ნიღბების მფლობელებს ვეფხვები იშვიათად ესხმიან თავს – მათთვის ქრება მოულოდნელობის მნიშვნელოვანი ეფექტი.

18. როგორც წესი ვეფხვები ადამიანებს არ ესხმიან თავს და მათ ნადავლად არ მოიაზრებენ. „კანიბალიზმს“ აიძულებს მხოლოდ გარემო პირობების მკვეთრი ცვლილება, რომლის დროსაც ისინი შიმშილ განიცდიან.

19. ვეფხვების ძალიან მცირე რაოდენობა ნადირობს ადამიანებზე. როგორც ერთ ცნობილ შემთხვევისას მოხდა: როდესაც მდედრი მტაცებელი თავის ბოკვერებს იცავდა – უკბინა ადამიანს. მას კაცის გემო მოეწონა და მხოლოდ შემდგომ პერიოდში 450-ზე მეტი ადამიანი დახოცა .

20. თვით ყველაზ „ყბადაღებული, კანიბალი“ ვეფხვებიც კი პირდაპირ არ ესხმიან თავს მოსახლეობას. ისინი ბუჩქებში „ელოდებიან“ მარტოხელა მოგზაურებს, ისიც მხოლოდ საღამო ხანს.

 

21. ვეფხვები დასვენებისას არ კრუტუნებენ, მაგრამ კატებივით ჭუტავენ სახეს.

22. მოკლე დისტანციაზე მას შეუძლია 60 კმ/სთ განავითაროს

23. ვეფხვს შეუძლია დაბრკოლების გადალახვისას სიგრძეში 6 მეტრი გადახტეს, ასევე შეუძლია ახტეს 5 მეტრის სიმაღლეზე. მისი თათები იმდენად ძლიერია, რომ ზოგჯერ სიკვდილის შემდეგაც კი ფეხზე მდგომი რჩება.

24. მხოლოდ ნადირობას ათიდან ერთი მცდელობა მთავრდება წარმატებით, ამიტომაც მას ჩვეულებრივ შესვენებები აქვს საკვების მიღებისას – ნანადირევს იგი რამდენიმე დღის განმავლობაში მიირთმევს. სამაგიეროდ თუ ნადირობა წარმატებით დამთავრდება, ერთ ჭამაზე დაახლოებით 30 კგ ხორცს ღებულობს.

25. მიუხედავად მისი სისწრაფისა და ძალისა, ისინი უფრო მალე იღლებიან, ვიდრე ადამიანები. ვეფხვს შეუძლიას გაძლოს 2-3 კვირა საჭმლის გარეშე, ადამიანი კი საშუალოდ – 30-40 დღე ძლებს.

 

26. ვეფხვებს შეუძლიათ თავიანთი მსხვერპლის ხმის იმიტაცია მის შესატყუებლად.

27. დათვები ზოგჯერ ვეფხვების მსხვერპლნი ხდებიან, როდესაც ისინი ზოლიან მტაცებლებს ტერიტორიისა თუ ნადავლის მოპოვებაში ეცილებიან. ვეფხვები დათვების ღრიალის იმიტაციას აკეთებენ და ელოდებიან წინდაუხედავ დათვებს, სანამ რომელი მათგანი ახლო მანძილზე არ მიუახლოვდება.

28. ძალიან ხშირად ის იყენებს ამ მეთოდებს მსხვერპლის მოსაკლავად – გაგუდვა ან არტერიის მოჭმა. თუ იგი ერთუცბად ვერ შეძლებს ძირითადი სისხლძარღვების მოგლეჯას, იგი მსხვერპლს კისერში სწვდება და მაღლას სწევს, რის შემდეგადაც ის იგუდება.

29. მისი სასიკვდილო იარაღს წარმოადგენს 10 სანტიმეტრი სიგძის კბილები და ასევე იშვიათად გამოყენებადი თათები. საკმარისია თათით ერთი დარტყმა, რომ დათვს თავი გადახსნას ან ხერხემალი გადაუმტვრიოს.

30. მას თავისუფლად შეუძლია შეჭამოს ძვალი თავისი ბასრი კბილებისა და ძლიერი ყბის მეშვეობით. იგი აზიანებს კისრის მალებს, უბრალოდ მარტივად ღეჭავს მათ.

 

31. ვეფხვები დიდ წარმოსახვის უნარს იშველიებენ ნადირობისას, მაშინ როდესაც ესა თუ ის მეთოდი არ ამართლებს. ნიანგზე ნადირობისას ვეფხვი იშვიათად ცდილობს მას დაცული კისერი გადაუმტვრიოს, ნაცვლად ამისა იგი თათის ძლიერი დარტყმით აბრმავებს რეპტილიას, რის შემდეგადაც ამოატრიალებს მა და მუცლის დაუცველი კანის ნაწილებამდე მიდის.

32. მის ნერწყვს ანტისეპტიკური თვისება გააჩნია, ამიტომაც იგი პირდაპირი მნიშვნელობით ილოკავს ჭრილობებს, რაც მკვეთრად აჩქარებს მათ შეხორცებას.

33. როგორც სხვა კატებს, მისი ენა დაფარული სპეციალური ხისტი მუწუკებით

34. განსხვავებით ბევრი სხვა ცხოველებისგან განსხვავებით წყალს ენის დასველების მეშვეობით არ სვამს. იგი ენით წყლის წვეთებს ჰაერში ისვრის, შემდგომ კი ღია პირით იჭერს მათ. აღწერა დიდი გამოგვივიდა, მაგრამ ეს ძალიან სწრაფი პროცესია.

35. ცნობილია ვეფხვის ექვსი სახეობა – ციმბირული, სამხრეთ-ჩინური, ინდონეზიური, მალაიზიური, სუმატრანული და ბენგალური

 

36. ბოლო 80 წლის განმავლობაში ვეფხვის სამი სახეობა გაქრა – ბალური ვეფხვი (აბორიგენებმა ამოხოცეს ისინი, რადგანაც ადგილობრივები მათ ეშმაკებად მიიჩნევდნენ), იავანური (გადაშენდა ნადირობისა და გარემო პირობების ცვლილების გამო) და კასპიის (გადაშენდა მონადირეების სიჭარბისა და საკვების ნაკლებობის გამო)

37. ჩინეთში ვეფხვზე ნადირობა უკანონოა და კანონდამრღვევი ისჯება სიკვდილით. ამ ნაწილში ვეფხვის ტყავი გამოიყენება ტრადიციულ ჩინურ მედიცინაში.

38. გავრცელებული მცდარი შეხედულება, რომ ვეფხვის სხვადასხვა ნაწილისგან დამზადებული ფხვნილები/ექსტრაქტები/ნაყენები არის ძლიერი საშალება სექსუალური მოთხოვნილებების ასამაღლებლა(აფროდიზიაკი)დ, რაც სიცრუეა. ზემოთ ხსნებული საშუალებები გამოიყენება ართრიტისა სამკურნალოდ და ასევე საჭმლის მომნელებები სისტემის დასარეგულირებლად. „აფროდიზიაკი“ ნაყენი კი უკვე თანამედროვე დროში შეიქმნა.

39. სამხრეთ აზიის ზოგიერ რაიონში, როგორიცაა ლაოსი და კამბოჯა, ვეფხვზე ნადირობენ სამედიცინო მიზნებით – მათგან წამალს ამზადებენ.

40. მიუხედავად არცისე დიდი განსხვავებისა სახეობებში, ვეფხის ტყავის ფერები ხშირად ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან, ის შესაძლოა იყოს თეთრი, ოქროსფერი, შავი და ცისფერიც კი. თვითმხილველები ირწმუნებიან, რომ ბუნებაში არსებპობს ეგრეთ წოდებული მალტური ვეფხვი, რომელსაც ცისფერი შეფერილობა აქვს.

grey

41. დატყვევებული ვეფხვები ცხოვრობენ 25 წლამდე – ზუსტად იმდენ ხანს, რამდენსაც თავისუფლად ყოფნისას.

42. კვლევებმა აჩვენა, რომ კატებს გაცილებით უკეთესი მეხსიერება აქვთ, ვიდრე ადამიანებს. ვეფხვის მოკლევადიან მეხსიერება 30-ჯერ უფრო მეტი ხანგრძლივობისაა, ვიდრე ადამიანის.

43. ვეფხვის ტვინი 300გრ იწონის, რაც მტაცებლებს შორის რეკორდია, მხოლოდ პოლარულ დათვს ჩამორჩება.

44. ბუნებაში 3500 ვეფხვამდეა დარჩენილი, ზოოპარკებში კი ოდნავ უფრო მეტია.

45. ვეფხვები არიან ინდივიდუალისტი ცხოველები, ისინი ჯგუფდებიან მხოლოდ ნადირობისას და მოზარდობის პერიოდში.

 

46. ვეფხვების ჯგუფს ინგლისურად ეწოდება „streak“;

47. ვეფხვები აღიქვამენ ყველა ფერს, ისევე როგორც ადამიანები.

48. დატყვევებულ ვეფხვებს შეუძლიათ სხვა კატებთან შეჯვარება, მაგალითად ვეფხვებთან. ამ შემთხვევაში არის შემდეგ ჰიბრიდები, თუ „მამა“ ვეფხვია, ხოლო „დედა“ ლომი, მაშინ შვილები არც თუ ისე დიდები არიან – მათ ინგლისურად „Tigon“-ს უწოდებენ, ხოლო საპირისპირო შემთხვევაში კი ბევრად უფრო დიდი მასის მქონე „Liger“ რომელიც კატისებრთა ოჯახის ყველაზე დიდ წარმომადგენლად გვევლინება. ისინი 4 მეტრამდე (სიგრძეში) იზრდებიან.

49. ვეფხვს ლეოპარდთან შეჯვარებისას შეუძლია აწარმოოს “სტერილური” შთამომავლობა. ამგვარად მიღებულ ვეფხვს “გატეხილი” ზოლები აქვს, რომელიც ლეოპარდის “კოპლებიან ქურთუკს”.

50. ვეფხვები ვერ უძლებენ დარიჩინის სუნს, წიწაკის სურნელი კი ძალიან უყვართ.

 

 

წყარო : http://iazrovne.com

მსგავსი ამბები

Back to top button