გასართობისასარგებლოუცნაური

უცნაური ბოსტნეული

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ადგილობრივ ბაზარში მისვლისას ჩვეულებრივ ჩვენ გვაქვს წარმოდგენა იმის შესახებ თუ რას გვთავაზობენ იქ სეზონის შესაბამისად. ყველა ბოსტნეული და ხილი  რომლებიც მოჰყავთ და შემდგომ ვრცელდება ჩვენთვის ცნობილია.  უფრო მეტიც ჩვენთვის ცნობილია ყველაზე გავრცელებული ბოსტნეული და ხილი, რომლებიც მოჰყავთ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში და რომელთა ჩამოტანა ადვილია დიდი მანძილიდან, მაგრამ ბუნებაში არსებობს სხვა ბოსნეული და კულტურები, რომლებმაც რატომღაც ვერ მიიღო ფართო გავრცელება  მათი მშვენიერი გემოს მიუხედავად.ზოგიერთი ქვეყნის კანონი კრძალავს იმ ბოსტნეულისა და ხილის გაყიდვას, რომლებიც არ შედის სპეციალურ ნაციონალურ ჩამონათვალში.  მიუხედავად ამისა მაინც ხდება ამ  მცენარეების კულტივირება და გადადის ოჯახიდან ოჯახში, თაობიდან თაობაში, ხოლო ზოგიერთი მათგანი უძველესია.  ყველა ბოსტნეული, რომელთაც თქვენ ნახავთ ჩამონათვალში,  შედის მცენარეების ცნობილ და პოპულარულ ოჯახებში, მაგრამ წარმოადგენენ იშვიათ სახეობას, რომელთა არსებობის შესახებ თქვენ წარმოდგენაც არ გქონდათ. მაგალითად იცოდით თუ არა რომ ყველაზე პირველი სტაფილო ჩვენი წინაპრების მაგიდაზე  გაჩნდა უხსოვარი დროიდან და წარმოშობით  ის ავღანეთიდანა,  მაგრამ იმ დროისათვის ის იყო ყველანაერი ფერის გარდა ფორთოხლისფერისა. ჩვენთვის ჩვეული  ფერის სტაფილო გამოყვანილი იქნა   მუტაციის შედეგად  ჰოლანდიელების მიერ მე-18 საუკუნეში მეფის ოჯახის საპატივცემულოდ.  ამ ჩამონათვალში თქვენ ნახავთ ზოგიერთ უცნაურ, თითქმის დაკარგულ ბოსტნეულის სახეობებს, რომელთა თესლის ნახვა სხვათაშორის შეიძლება ქსელში.

1) აკრძალული ბრინჯი

 

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ეს ბრინჯი, რომელიც გვხდება ჩინეთში, წარმოადგენს შავი ბრინჯის ნაირსახეობას.  ხარშვის დროს ის იღებს მუქ იასამნის ფერს, მოგვაგონებს  თხილის გემოს.  ის მდიდარია ანტიანტიციანინებით (ძლიერი ანტიოქსიდანტი),  В ვიტამინით, Е ვიტამინით, კალციუმით, მაგნიუმით, რკინით.  სავარაუდოდ “აკრძალული ბრინჟი” მას დაერქვა  იმის გამო, რომ მისი მირთმევა შეეძლოთ მხოლოდ მეფის ოჯახის წევრებს.

2) საზამთროსებრი  ჭარხალი

 

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ეს არის საკმაოდ მსხვილი  ბოლვი  რომელიც აღწევს ბეისბოლის ბურთის ზომას -73-76 მილიმეტრი,  ის მიეკუთვნება კომბოსტოსებრთა  ოჯახს და აქვს ცოტათი მომწარო გემო.  საზამთროსებრი ჭარხალი, როგორც მისი დასახელებიდან შეიძლება მივხდეთ რაღაცით მოგვაგონებს მინიატურულ საზამთროს.  მას მომწვანო ან მოთეთრო კანი აქვს ხოლო შიგთავსი მკვეთრი ვარდისფერი.  ჭარხალის ყველა სახეობა მდიდარია  ასკორბინის მჯავას,  ფოლიევის მჟავას, და კალას. აგრეთვე ისინი წარმოადგენენ კალციუმის, მაგნიუმის და  მედიუმის  კარგ წყაროს.

3) პატარა გოგრა ბი-ვი

 

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ეს პატარა გოგრები არის გოგრის ამერიკული სახეობა.  სხვა ქვეყნებისაგან განსხვავებით ამერიკაში დაშვებულია  ამ ბუნების საოცრების  გაყიდვა.  ეს ბოსტნეული იმდენად პატარაა, რომ თავისუფლად ეტევა ხელის გულზე. საკმარისია ერთი პორციისათვის,  აქვთ სასიამოვნო მოტკბო გემო და მდიდარია კალციუმით, მაგნიუმით, კალიუმით, ფოსფორით,  A ვიტამინით.  მათ ხშირად იყენებენ ჰალოუვინზე, ვინაიდან მასში ეტევა პატარა სანთლები.

4) ტკბილი შოკოლადისფერი წიწაკა 

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ეს წიწაკა განსხვავდება სხვა სახეობის ტკბილი წიწაკებისაგან, რომელთა ნახვასაც ჩვენ შეჩვეული ვართ,  რადგან დამწიფების შემდეგ ის სიმწვანიდან გადადის ყავისფერ შეფერილობაში. ეს წიწაკები გემოთი ძალიან ტკბილია და შეიძლება გახდნენ შესანიშნავ დანამატად სალათებისათვის. აშშ-ში  ის ითვლება ტკბილი წიწაკის ეგზოტიკურ სახეობად.

5) იაპონური თეთრი კვერცხისებური ბადრიჯანი

 

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ეს უცნაური თეთრი ბადრიჯანი არის კვერცხის ფორმის, ის მიეკუთვნება განსაკუთრებულ იაპონურ სახეობას, რომლის კულტივირება იშვიათად ხდება.  ბადრიჯანის ეს სახეობა იძლევა კარგ მოსავალს და მალე ადაპტირდება, თუმცა მისი მუქი ფერის ნათესავისაგან განსხვავებით არც ისე პოპულარულია.

6) იტალიური იასამნისფერი  ყვავილოვანი კომბოსტო

strange vegetables6

თავისი ფორმით ეს  ყვავილოვანი კომბოსტო არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივისაგან, მაგრამ ფერი მას ნამდვილად უჩვეულო აქვს. მისგან შეიძლება იგივე კერძების დამზადება. ყვავილოვანი კომბოსტო მდიდარია  С ვიტამინებით,  ეს მკვეთრ იასამნისფერი სახეობა მდიდარია აგრეთვე ანტოციანინებით, რომლებიც ხელს უშლის სისხლძარღვებში ტრომბის წარმოქმნას  და თავიდან აგვაცილებს გულის დაავადებებს.

7) ცუკინი “ოქროს ციებ-ცხელება”

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ცუკინი, რომელმაც მიიღო სახელწოდება ” ოქროს ციებ-ცხელება” , გამოირჩევა მკვეთრი მოყვითალო ფერით.   მან მიიღო გარკვეული პოპულარობა ბოსტნეულის მოყვარულთა შორის, თუმცა საკმაოდ იშვიათად გვხდება ბაზარზე.  ისინი ნაკლებად წყლიანია და აქვთ ნაკლები თესლები, ვიდრე ცუკინის სხვა სახეობებს ან ყაბაყს. მათ აქვთ სასიამოვნო გემო და ამასთან შეიძლება მათი უმ მდგომარეობაშიც მირთმევა. ეს სახეობა აგრეთვე  უჩვეულოდ გამძლეა მვნებლების მიმართ, რომლებიც მათ არ წყალობენ.

8) პატისონი

 

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

პატისონი  (ანუ თეფშისებური გოგრა)  ჯერ კიდევ ამერიკელი აბორიგენებისათვის იყო ცნობილი, მაგრამ   მისი პლიუსების მიუხედავად   მისი მოყვანა ნაკლებად ხდება. მცენარე საკმაოდ გამძლეა  და ადვილად უწევს წინააღმდეგობას მწერებს და პარაზიტ მცენერეებს.  ნაყოფს ააქვს სუფთა თეთრი ფერი და გააჩნიათ სასიამოვნო გემო.  პატისონი მდიდარია მაგნიუმით, ნიაცინემით,  A და  С ვიტამინებით.

9) თეთრი ბოლოკი 

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ამ ბოლოკს გააჩნია სასიამოვნო ნაზი გემო, თუმცა მისი ფერი გააკვირვებს იმას ვინც შეჩვეულია იმას რომ ის უნდა იყოს წითელი. ბოსტნეული მშვენიერად წავა იმ კერძებზე სადაც არ გვჭირდება მკვეთრი შეფერილობა. მაგალითად მისით შეგვიძლია დავამზადოთ ქათამი, რომელიც არ შეფერადდება იასამნისფერად მისი დამზადების დროს, როგორც ეს ხდება ჩვეულებრივი ბოლოკის შემთხვევაში. ამავე დროს მას იგივე გემო აქვს რაც  წითელ ბოლოკს.   თეთრი  ბოლოკი მდიდარია კალიუმით, რკინით მაგნიუმით, მარგანეცით და ფოსფორით.

10) ლურჯი სიმინდი ჰოპი

 

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

სიმინდის ეს სახეობა ხასიათდება თავისი მუქი ფერით. ის ძველად მოჰყავდა ინდიელ ხალხს – ჰოპის, აქედან მოდის მისი დასახელებაც. ჰოპის ხალხი იკვებებოდა ლურჯი სიმინდით ათასწლეულების მანძილზე, თუმცა, ჩვენს დროში უფრო პოპულარულია თეთრი და ყვითელი სიმინდი.  ლურჯ სიმინდს ააქვს უფრო მოტკბო გემო.

11) წიწაკა პიტერი

 

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ამ უცნაური ფორმის წიწაკას ხანდახან ეძახიან “პენის-წიწაკას”.  მათ საშულო სიცხარე აქვთ და არსებობს როგორც წითელი ასევე ყვითელი ფერის წიწაკა. წიწაკა პიტერი ითვლება იშვიათ სახეობად და მათი წარმოშობა უცნობია. მისი თესლის შოვნა შეიძლება კერძო პირებთან და ზოგიერთ ფერმერთან.

12) იასამნისფერი კარტოფილი

 

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

კარტოფილის ეს სახეობა მართლაც ბევრს გააოცებს.  მისი კანიც და შიგთავსიც მკვეთრი იასაამნის ფერია  და ის შეიცავს დიდი რაოდენობით ანტოციანინებს, ძლიერ ანტიოქსიდანტებს რომლებიც ხშირად გვხდება იასამნისფერ ბოსტნეულში ბადრიჯანის ჩათვლით.    მიუხედევედ მისი უცნაური ფერისა ის გემოთი  არ განსხვავდება მისი ჩვეულებრივი ნათესავებისაგან და დამზადების დროს ის არ კარგავს თავის იასამნის ფერს.

13) პომიდორი “ბანანის ფეხები”

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ეს პატარა მოგრძო პომიდორები გამოირჩევა თავისი ყვითელი ფერით, აქედანვე მოდის მათი სახელი. სეზონის ბოლოს შესაძლებელია ამ უცნაური სახეობის პომიდორის საკმაოდ დიდი რაოდენობის მოსავლის აღება.  ბანანის პომიდორები ძალიან ტკბილია და საკმაოდ ლამაზად გამოიყურება სალათაში, აგრეთვე  მისგან გამოდის საკმაოდ ორიგინალური ტომატის პასტა.

14) თეთრი  თალგამი “ლუნარი”

 

ovoschi-strannye-eto-interesno-poznavatelno-kartinki

 

თეთრი სტაფილოს ჭამა დაიწყეს დიდ ხნით ადრე ჯერ კიდევ სანამ გაჩნდებოდა ყვითელი და ფორთოხლისფერი სტაფილო. ამ სახეობის სტაფილო ზალიან ტკბილია და კარგად გამოიყურება სალათაში.  იმის გამო რომ მას არ გააჩნია პიგმენტები  მისი საკვები ღირებულება ნაკლებია, თუმცა ის შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებებს.

jarji

minda viyo erterti avtori blogis

მსგავსი ამბები

Back to top button