ახალი ამბებისურათებიუცნაური

რუმინეთის სოფელი დაიფარა თოვლის 5 მეტრიანი ფენით


მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დროს ბუნებამ „შეიცოდა“ ევროპის მოსახლეობა და თოვა შეწყდა გარკვეულ რაიონშებში, რუმინეთის ერთ-ერთი სოფელი დარჩა მოწყვეტილი მსოფლიოდან !
გადაუღებელმა თოვლმა რუმინეთის 3 სოფელი გარე სამყაროს მოწყვიტა და რაიონულ ცენტრს ვეღარ უკავშირდება.
თოვლმა მოიყოლა ათასობით სახლი და დაზარალდნენ მაცხოვრებლები; თქვენ წარმოიდინეთ 5-მეტრიანი თოვლის სქელი ფენა …


სქელი ფენის თოვლმა დაანგრია ამ სოფლების დამაკავშირებელი ხიდიც. სტიქიამ დააზარალა საცხოვრებელი სახლები და თითქმის სახლების პირველი სართულები მთლიანად მოყვა თოვლში;

სტიქიის ადგილზე სამაშველო სამსახურს ელოდებოდნენ 3 დღის განმავლობაში; მოსახლეობა ამბობს, რომ ასეთი თოვლი მათ არ ახსოვთ. ჯერჯერობით უცნობია მიყენებული ზარალის რაოდენობა, უკვე შექმნილია სპეციალური კომისია, რომელიც თოვლის შედეგად სოფლებისათვის მიყენებული ზარალის რაოდენობას დაადგენს…


აღსანიშნავია ამ სოფლის მაცხოვრებლების სიმტკიცე და შეოპოვრობა; იმისათვის, რომ საკუთარ სახლებამდე მიეღწიათ, ადგილობრივ მოსახლეობას მოუხდა გრძელი გვირაბების გათხრა;











თეგები

blogerlady

age: 14
Back to top button
Close
Close