გართობაუცნაური

20 საინტერესო ფაქტი ფულის შესახებ

a19b4d31e53c
ფული არსებობს მას შემდეგ რაც ადამიანებმა დაიწყეს ერთმანეთში ვაჭრობა. თავდაპირველად საგადასახადო საშუალებები იყო ტანსაცმელი, ქვები და ა.შ. საბოლოოდ ფულის სახე შეიძინეს სხვადასხვა მეტალებმა, მაგალითად ოქრომ, ხოლო დროთა განმავლობაში გამოიგონეს მონეტები და ქაღალდის ფული.

1.კოკაინი და ფეკალიები
ამერიკის შეერთებულ შტატებში დოლარის კუპიურების 90%-ზე არის კოკაინის კვალი. ვინც თვლის, რომ კოკაინი ბანკნოტებზე ცუდია, მე თქვენთვის მაქვს კიდევ უფრო ცუდი ამბავი. დოლარის კუპიურების 94% აღმოჩენილია ფეკალიების კვალი.

2.$1,2 ტრილიონი
ყველა ამერიკული მონეტის და დოლარის კუპიურის ღირებულება, რომელიც დღეს არის მიმოქცევაში შეადგენს დაახლოებით 1,2 ტრილიონ ამერიკულ დოლარს.

3.ნახევარზე მეტი ნაღდი დოლარი ამერიკის შეერთებული შტატების საზღვრებს მიღმა
ამერიკული ფულის 66% მიმოქცევაში არის საზღვარგარეთ და არა ამერიკაში, ეს ფული ეკუთვნით მთავრობებს და კერძო პირებს.

4.Мade in China
ქაღალდის ფული პირველად შეიქმნა ჩინეთში 1400 წლის წინ.

5.4,5 მილიარდი დოლარის ეკონომია
ყველა ერთდოლარიანი კუპიურის შეცვლით მონეტებზე ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობა დაზოგავს 4,5 მილიარდ დოლარს მომდევნო 30 წლის განმავლობაში.

6.”მონოპოლია”
ყოველ წელს თამაშ “მონოპოლია”-სთვის იბეჭდება უფრო მეტი ფული, ვიდრე ნამდვილი ფული.

7.სტატისტიკა
თუკი დათვლით დოლარიან ანგარიშებს, მათი რაოდენობა შეადგენს 75 ტრილიონ დოლარს. ეს ფული, რომ გაანაწილოთ თანაბრად ადამიანებზე, მაშინ ყველა ადამიანს დედამიწაზე შეხვდებოდა 11 000 დოლარი.

8.ყალბი მონეტა
ჩრდილოეთ კორეა მიიჩნევა მსოფლიოში მსოფლიოში ყველაზე მსხვილ გამყალბებლად, რომელიც ახდენს ამერიკული ვალუტის გაყალბებას.

9.10 დოლარი საფულეში
თუკი ადამიანს აქვს 10 დოლარი საფულეში და არ აქვს ვალები, მაშინ ის უფრო მდიდარია, ვიდრე ამერიკელების მეოთხედი.

10.სიცოცხლე არ გეყოფა
ბილ გეითსი, რომ ხარჯავდეს 1 მილიონ დოლარს ყოველდღე, მაშინ მას დასჭირდებოდა 218 წელი მთელი თავისი ფულის დასახარჯად.

11.დაპრესილი ჩაის ბრიკეტები
მეორე მსოფლიო ომამდე დაპრესილი ჩაის ბრიკეტებს იყენებდნენ, როგორც ვალუტას ციმბირში და აზიაში.

12.ნიჟარები
ნიჟარები ვალუტის ძალზედ გავრცელებული ფორმა იყო მსოფლიოს ბევრ ნაწილში.

13.სიცოცხლე ვალებში
ყოველი ამერიკელის შემოსავლის 34% იხარჯება პროცენტიან გადასახადებზე(კრედიტების გადასახადები და ა.შ.).

14.ბაქტერიები ფულზე, კამათი ფულზე…
გრიპის ვირუსი გადამდებად რჩება კუპიურაზე ორი კვირის განმავლობაში. კვლევებმა აჩვენეს, რომ კამათი ფულზე არის წყვილების განქორწინების მთავარი მაუწყებელი.

15.კუპიურების მკვლელი
პირველი საკრედიტო ბარათი, რომლის გამოყენებაც შესაძლებელი იყო კერძო დაწესებულებებში გამოიგონა ფრენკ მაკნამარამ, როდესაც ვერ გადაიხადა ვახშმის ფული, რადგან თავისი საფულის თან წაღება დაავიწყდა.

16.არ არის სესხი – არ არის გადასახადი
ამერიკელების 50% იტყობინებიან, რომ მათ არ შეუძლიათ გადაიხადონ მოულოდნელი გადასახადები 400 დოლარის ოდენობით სესხის გარეშე.

17.შეკერილი ფული
აშშ-ში კუპიურები არ არის გაკეთებული ქაღალდისგან, არამედ გაკეთებულია ქსოვილისგან. 200 წლის წინ ადამიანები აღადგენდნენ დახეულ კუპიურებს ნემსით და ძაფით.

18.კრედიტი ვერ დაგეხმარებათ
ბობ მარლის ბოლო სიტყვები იყო “ფულით ცხოვრებას ვერ იყიდი”.

19.”ძალიან რეალურები”
ყალბი დოლარი შესაძლებელია გაკეთებული იყოს ძალიან კარგად. სინამდვილეში, გაყალბებული კუპიურებს ძალიან ხშირად პოულობენ, რადგან ისინი გამოიყურებიან “ძალიან რეალურებად”.

20.ერთი პენის წარმოება ერთ პენზე ძვირი ჯდება
პირველი პენი 100% შედგებოდა სპილენძისგან. დღეს ისინი 95%-ით შედგებიან ცინკუმისგან. ერთი პენის წარმოება დღეს ჯდება 2,4 ცენტი.

იხილეთ ასევე
Close
Back to top button