არქივი

ბრძნული აზრები (ნაწილი VIII)

77727541c40a

ბრძნული აზრები…

 

ლაიბნიცი:- სიყვარული იმას ნიშნავს,რომ სხვის ბედნიერებაში საკუთარი ბედნიერება იპოვო.

პითაგორა:-ჩუმად იყავი, ან ისეთი რამე არ თქვა რაც დუმილზე უკეთესია

სუხომლინსკი:-თუ ეგოისტი ხარ აჯობებს არ შექმნა ოჯახი.

სენკევიჩი:-ტკბილია სურვილი,მაგრამ სასურველად ყოფნა უფრო ტკბილია.

ბუასტი:- ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას.

მოლიერი:-წესიერ ადამიანს ბევრი მტერი ყავს!

სენეკა:- ყველაზე ძლიერი ის არის,ვინც საკუთარი თავის მფლობელია.

გოეთე:-რაც არ უნდა ბევრი ნაკლოვანება ჰქონდეს,ადამიანი მაინც ყველაფრით ღირსეული არსებაა ამქვეყნად.

კონფუცი:-უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს.

შექსპირი:-სულელს თავი ჭკვიანი ჰგონია, ჭკვიანმა კი იცის ვინ არის სულელი.

ბუასტი:-უვიცებთან ბჭობა, ბრმებისთვის სინათლის ანთებაა.

ფენელეონი:-შეუძლებლის ნატვრა სნეულებაა ჭკუისა.

ფენელეონი:-არ შეიძლება გსურდეს ის, რაც არ იცი.

ჟან-ჟაკ რუსო:-კაცი მაშინ არის ღარიბი, როცა სურვილი სჭარბობს ღონეს.

მორალი:- იყავ პირველი,როცა უნდა უსმინო და უკანასკნელი,როცა უნდა ილაპარაკო.

სოფოკლე:- ბევრის ლაპარაკი და ბევრის თქმა ერთი და იგივე არ არის.

პასკალი:- ჩვენ მადლიერი უნდა ვიყოთ მისი, ვინც ნაკლზე მიგვითითებს.

შოუ:-პესიმისტი ისეთი კაცია, რომელსაც სიცილი ავიწყდება; ოპტიმისტი კი იცინის,რათა ზოგი რამ დაივიწყოს.

პასკალი:-ჭირში ჩავარდნილი კაცი სხვის უბედუერბას ვერ გაიზიარებს.

ბრეხტი:-ომი იგივე ვაჭრობაა,ოღონდ ყველით კი არა-ტყვიით.

მსგავსი ამბები

იხილეთ ასევე
Close
Back to top button