გასართობისაკითხავიუცნაური

სულელური სიკვდილები

მინდა ამ პოსტში მოგიყვეთ მსოფლიოში მომხდარი ყველაზე უცნაური გარდაცვალების შესახებ. ამ პოსტში წაიკითხავთ 13 უცნაურ ისტორიაში ადამინის გარდაცვალების შესახებ.

70  წლის იტალიელი არმანდ პინელი მეზობელს დაენიძლავა, ვინ უფრო დიდხანს იჯდებოდა, პალმის ხის ძირში  მდგარ ერთ-ერთ, სკამზე. მან სანაძლეო მოიგი,  მაგრამ იმ დროს, როცა ის ჯიუტად იჯდა  და ნაძლევის მოგებას ცდილობდა, ხე წაიქცა და მოხუცი მოიყოლა ქვეშ.

ამერიკაში მამაკაცს მანქანა დაეჯახა, მაგრამ არ დაშავებულა. ერთმა გამვლელმა, რომელიც ავტოავარიის მოწმე გახლდათ, კომპენსაციის მისაღებად დაზარალებულს სიმულანტობა ურჩია, თითქოს ავარიაში მძიმედ დაშავდა. “სასწრაფო დახმარებით“ საავადმყოფოში გადაიყვანისას დაზარალებული ავარიაში ხელმეორედ მოხვდა და ამჯერად გარდაიცვალა კიდეც.

პრაღელი ვერა ჩერვაკი ჭორებს აყვა და დაიჯერა, რომ მისი ქმარი ღალატობდა… გაბრაზებული ქალი მესამე სართულიდან გადახტა და ქმარს დაეცა, რომელიც სამსახურიდან ბრუნდებოდა. ცოტა ხნის შემდეგ ვერა საავადმყოფოში გონს მოვიდა, ხოლო „მოღალატე“ ქმარი ადგილზევე გარდაიცვალა(განგებამ სწორ გამოსავლამდე მიიყვანა უნებლიედ).

 

ტაილანდელმა მოზარდებმა ფანტასტიკური ჟანრის ფილმის ყურების შემდეგ, გადაწყვიტეს ვირთხის საწამლავით გაჟღენთილი ნესვი ეჭამათ (ფილმის სიუჟეტის მიხედვით, პერსონაჟმა შხამიანი ნესვის ჭამის შემდეგ ჯოჯოხეთში იმოგზაურა). მათ დატოვეს წერლი“ თუ ჯოჯოხეთში ისეთივე ცუდი სიტუაციაა, როგორიც აქ, აუცილებლად დავბრუნდებით“ – სამწუხაროდ ექიმებმა „ჯოჯოხეთიდან“ მხოლოდ ორი მოზარდი დააბრუნეს.

ვეტერანი ალპინისტი ჟერარ ომელი ევერესტზე სულ 6-ჯერ ავიდა, ხოლო როცა შინ გადამწვარ ნათურას ცვლიდა, კიბიდან ჩამოვარდა, თავი ფანჯრის რაფას ჩამოარტყა და სული განუტევა.

80 წლის ადელაიდამ კარადიდან დასაკეცი საწოლი გადმოიღო და დაწვა.რამდენიმე საათის შემდეგ საწოლი თვითონ დაიკეცა, ქალი შიგ მოიყოლია და მოკლა.

სამხრეთკორეელი მეთევზე თევზს გასაყიდად ამზადებდა. მან თევზის გამოშიგვნა დაიწყო და  როგორც კი დანა მუცელზე უჩხვლიტა, თევზმა კუდი მოიქნია, დანას დაჰკრა და მეთევზეს პირდაპირ გულში გაურჭო. ის მაშინვე გარდაიცვალა.

ექიმებმა დაადგინეს , რომ ნიუ-იორკელი ჯულია კასონი შეტევით გარდაიცვალა. ოჯახის წევრები დასაფლავებისთვის მზადებას შეუდგნენ. წესის აგების დროს, მიცვალებული უეცრად კუბოში წამოჯდა და იკითხა, რა ხდებაო? მისი შვილი შოკისგან ადგილზევე გარდაიცვალა.

ამერიკელ ლინდა გუდის დაესიზმრა, რომ ავტოავარიაში მოყვა. ამის გამო მან კრუიზში წასვლა გადაიფიქრა. ალბათ, ჯობდა, გამგზავრებულიყო, რადგან რამდენიმე დღის შემდეგ ავტოსადგომზე თავის მანქანაში გაგუდული იპოვეს.

გოგონას თვითმკვლელობის საყურებლად ვიეტნამის ქალაქ ხოშიმინის ხიდზე უამრავი ცნობისმოყვარემ მოიყარა თავი. ხიდმა სიმძიმეს ვერ გაუძლო და ჩაინგრა. გოგონა გადარჩა, ხოლო ცხრა კაცი დაიხრჩო.

ფერმერი ვინსენტ კარჯიო კურდღელზე ნადირობდა. დაღლილი დასასვენებლადმორზე წამოწვა, თოფი კი გვერდზე დაიდო. მის ახლოს შეშინებულმა კურდღელმა გაირბინა, ფეხი ჩახმახს გამოსდო, თოფი გავარდა და ფერმერი მოკლა.

აი ასეთიც ხდება ხოლმე მეგობრებო, სიფრთხილეა ყველა საქმეში საჭირო. იმედია გამხიარულდით ამ ისტორიებით, თუმცა მკვდრების ოჯახებს ალბათ სახუმაროდ ნამდვილად არ აქვთ საქმე.

თეგები

მსგავსი ამბები

Back to top button
Close
Close