გართობაუცნაური

გინების წინააღმდეგ ბრძოლის ისტორია

13198155 illustration of a cartoon angry policeman cop or security guard shouting at the viewer

ალბათ, თითქმის ყველას გაბრაზებისას ან უეცარი ტკივილისას უშვერი სიტყვის წარმოთქმა რაღაცნაირად შვებას გვრის. მაგრამ უცხო/გარე პრისთვის “შვებისმომგვრელი” სიტყვების გაგონება , ნამდვილად სასიამოვნო გრძნობებს არ იწვევს. გინება ერთ-ერთი შვებისმომგვრელი ხერხია, რომლითაც ადამიანი საკუთარი უარყოფითი გრძნობების გამოთავისუფლებას ახდენს.

ჩემს პოსტში იქნება 13 გინების ინსტიტუსტის წინააღმდეგ წარმოებული სამართლებრივი ზემოქმედების ფაქტები.

1883 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში სასამართლოს განხილვის საგანი, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, გინება გახლდათ. მოსამართლე არკვევდა, შეიძლებოდა თუ არა კერძო საუბრისას გინება. გინება იმ მარტივი მიზეზის გამო აკრძალეს, რომ სატელეფონო ხაზს ქალები ემსახურებოდნენ.

XII საუკუნეში რუსეთში გინებისთვის პირდაპირ ქუჩაში მათრახით უსწორდებოდნენ. ჯალათებს კი ხშირად ცვლიდნენ, რადგან დასასჯელთა სიმრავლის გამო ისინი სწრაფად იღლებოდნენ და ზოგიერთ ჯალათი თვით მსჯავდებულის სახითაც იღებდა მონაწილეობას სასჯელაღსრულებით პროცესში.

ამბობენ , ერთხელ პუშკინმა გამომცემელს თავისი ლექსი „ცხოვრების მარხილი“ გაუგზავნა, რომელსაც მიაწერა : „შეგიძლიათ რუსული ტიტულის გამოტოვებით დაბეჭდოთ“, რაც იმას ნიშნავდა, რომ თუ გამოქვეყნებისას გინებას წერტილით აღნიშნავდნენ , არაფერი დაშავდებოდა.
An Angry Boss Shouting At Employees Over a Megaphone Royalty Free Clipart Picture 110430 174723 639053

ბრიტანეთში საბავშო თეატრის დასიდან მსახიობი იმის გამო გააგდეს, რომ კარგად ვერ იგინებოდა. ის თუთიყუშის როლს ასრულებდა, რომელსაც უშვერი სიტყვებით გინება ევალებოდა.

იმის მიუხედავად, რომ ჩოგბურთს ჯენტლმენთა სპორტს უწოდებენ, კორტზე ყველა იგინება. უიმმბლდონში გინებასთან ბრძოლის შტაბიც კი შეიქმნა. შემგინებელი სოლიდური ჯარიმით ისჯება(სულაც არ გაგიკვირდებათ  რომ გავიგოთ ამგვარი ჯარიმებით გახდა ეკონომიკურად მდიდარი ეს სპორტის სახეობა)

პუშკინს ჰყავდა კაჭკაჭი, რომელსაც გინება ასწავლა. როცა სტუმრები ჰყავდა, პოეტი იძულებული იყო, კაჭკაჭი სიბნელეში დაემწყვდია.

კაუნასში გინებისთვის დიდი ჯარიმა იყო დაწესებული, მაგრამ …. მხოლოდ მაშინ , თუ რუსულად იგინებოდნენ.

გერმანელი ავტომოყვარულები ჯარიმებს გინებისთვის უფრო მეტად იხდიან, ვიდრე მოძრაობის წესის დარღვევისთვის

images?q=tbn:ANd9GcQhavgzb H695ZlvoQaI8AQ4i1PF1tHxIeA yl7WT5FTXd8gSLW

ტოლსტოი ჯარისკაცებს ლექციებს უკითხავდა. წლების შემდეგ ისინი იხსენებდნენ:  „ გრაფ ტოლსტოი? რა თქმა უნდა, გვახსოვს, გინების ოსტატი იყო. ისეთი გინება იცოდა, რომ ჯარისკაცები ერთმანეთს ეკითხებოდნენ, რას ნიშნავდა მისი ნათქვამი“.- საქმე ის არის , რომ ტოლსტოი ცდილობდა, ჯარისკაცები გინებას გადასჩვეოდნენ, მაგრამ ვინაიდან საქმე ხანდახან გემრიელად შეკურთხვას მოითხოვდა, ის მოსწავლეებს ალტერნატიული სიტვყვებით გინებას ასწავლიდა, თუმცა არაფერი გამოუვიდა.

metoda avocatul

საბჭოთა არმიის ჯარისკაცები ვიეტნამის ომი დროს მოსახლეობას იარაღის ხმარებას ასწავლიდნენ. „მოსწავლეები“ საბჭოთა ჯარისკაცებისგან ყველა სიკეთესთან ერთად გინებასაც სწავლობდნენ და გენერლებთან კონტაქტისას“ დიახ, ბატონო გენერალოს“ უშვერი გინებას მიაყოლებდნენ ხოლმე  .
kid shouting 56741446

 ასევე შეგიძლიათ იხილოთ ერთი სახალისო თუმცა ძალზედ უხამსი;)ვიდეო :

მსგავსი ამბები

Back to top button