გართობაუცნაური

5 ზღაპარი განსაკუთრებით დაუჯერებელი ბავშვებისათვის

detey-neposlushnyh-osobo-eto-interesno-poznavatelno-kartinki

წაგიკითხავთ ძმები გრიმების ზრაპრები, ბევრი თქვენთაგანისათვის ალბათ ის საყვარელი მეზრაპრეებია, რომელთა ხსენებაზეც უწყინარი საბავშვო ისტორიები გახსენდებათ, ბედნიერი დასასრულით. თუმცა აღმოჩნდა რომ არსებობს ზოგიერთი ზღაპარი, რომელიც არც ისე ბავშვური და გულუბრყილოა და არ ააქვს ბედნიერი დასასრული. უფრო მეტიც ზოგიერთი ზღაპარი ისეთი შემზარავია, რომ ჯობია ის ბავშვებს ის საერთოდ არ წაუკითხოთ, მითუმეტეს ძილის წინ. მოგიყვებით ზოგიერთი მათგანის მოკლე შინაარს:

1. “ცისფერწვერება”

ცისფერწვერებას ყველა ყოფილი ცოლები იღუპებოდნენ საიდუმლო გარემოებაში და არავინ ითხოვდა მისგან წარმოედგინა სხეული ან მიეცა რაიმე ახსნა-განმარტება, იმიტომ , რომ იმ დროს პოლიცია ალბათ ითხოვდა, რომ დანაშაული ჩადენილიყო კონსტემლის დასწრებით. ამის მიუხედევად ცისფერწვერება დაითანხმებს კიდევ ერთ გოგონას გაყვეს მას ცოლად, მიჰყავს ის თავის ციხესიმაგრეში და ეგრევე ეუბნება, რომ უნდა წავიდეს რაღაც დროით აუცილებელ საქმეებზე.

detey-neposlushnyh-osobo-eto-interesno-poznavatelno-kartinki

გამგზავრების წინ ცისფერწვერება ახალგაზრდა ქალს ათვალიერებინებს თავის ავლა-დიდებას და ეუბნება მას , რომ შეუძლია იაროს იქ სადაც უნდა, გარდა ერთი პატარა ოთახისა და აძლევს მას ამ პატარა ოთახის გასაღებს.

რა თქმა უნდა ქალი აღებს აკრძალული ოთახის კარებს და აღმოაჩენს იქ ცისფერწვერებას ყველა დაკარგული ცოლის გვამებს, რომლებიც ჩამოკიდებულია კედელზე მიჭედებულ ლურსმნებზე. სწორედ ამ დროს დაადგება მას თავზე ცისფერწვერება – რომელიც სავარაუდოდ იდგა გარეთ და ელოდებოდა როდის გაისმებოდა კარების გაღების ჭრიალი.

ამ დროს ის იღებს დანას და ცოლს უცხადებს, რომ უნდა მოკლას , მაგრამ ბოლო მომენტში გამოჩნდებიან საწყალი ქალის ძმები და მოკლავენ ცისფერწვერებას.

detey-neposlushnyh-osobo-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ამის შემდეგ მთელი ოჯახი გადადის ცისფერწვერებას ციხესიმაგრეში და ცხოვრობს ბედნიერად და საერთოდ არ აღელვებთ იქ მომხდარი მკვლელობები.

2. “ებრაელი ეკლებზე”

ერთ ბიჭს მისი კეთილი გულის გამო ერგო ჯადოსნური ვიოლინო: ყველა ვინც ამ ვიოლინოს მოუსმენს ნებით თუ უნებლიეთ იწყებს ცეკვას. ბიჭი დროს არ კარგავს და პოულობს ებრაელს, რომელსაც აიძულებს იცეკვოს ეკალბარდებში და არ ანებებს თავს დაკვრას მანამ, სანამ ის არ მისცემს თავის ქისას ოქროთი.

detey-neposlushnyh-osobo-eto-interesno-poznavatelno-kartinki

დაყაჩაღებული ებრაელი მიდის საჩივლელად და ბიჭს მიუსჯიან ჩამოხრჩობას. თუმცა სიკვდილის წინ ის ითხოვს დართონ მას ნება ბოლოჯერ დაუკრას თავის ვიოლინოზე და ყველა იწყებს ცეკვას. დაკვრის შეწყვეტაზე ის მხოლოდ იმ პირობით ამბობს თანხმობას თუ ებრაელი იტყვის, რომ მან თავად მოპარა მას ოქრო. რის შემდეგაც ებრაელს მიუსჯიან ჩამოხრჩობას და ჩამოახრჩობენ კიდეც.

3. “ქმარი -ყაჩაღი”

გოგონამ გადაწყვიტა თავისი საქმროსათვის გაეკეთებინა სიურპრიზი და გაუფრთხილებლად მიაკითხა მას თავის ისლით დახურულ ქოხში, რომელიც იდგა გაუვალ ტყეში. სახლში საქმრო არ აღმოჩნდა და დახვდა მხოლოდ კეთილშობილი დედაბერი, რომელმაც შეატყობინა გოგონას, რომ კაცი რომელზედაც ის აპირებს გათხოვებას არის მკვლელი -კანიბალი, რომელიც იკვებება ახალგაზრდა გოგონებით, რომელზედაც ის წინასწარ ქორწინდება. ამის შემდეგ დედაბერი მალავს გოგონას დიდი კასრის უკან.

detey-neposlushnyh-osobo-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ამ დროს ბრუნდება საქმრო სახლში თავის მეგობრებთან და მორიგ შეშინებულ მსხვერპლთან ერთად , რომელსაც ისინი დაჭრიან ნაწილებად და შეჭამენ.

detey-neposlushnyh-osobo-eto-interesno-poznavatelno-kartinki

გოგონა მოახერხებს გაქცევას, ამის შემდეგ ის დაპატიჟებს სადილზე თავის საქმროს და მის მეგობრებს თავისი მამის სახლში და მათ იქვე დააპატიმრებენ.

4. “ბოროტი დედინაცვალი”

ერთ პატარ ბიჭს დედინაცვალმა შესთავაზა ამოეღო ვაშლი სკივრიდან, მაგრამ ზღაპრის სამყაროში როგორც ვიცით ვაშლებს ასე ადვილად არ იძლევიან. ბიჭმა თავი ჩაყო სკივრში, ხოლო ბოროტმა დედინაცვალმა სკივრის მძიმე თავი მაგრად დახურა და ბავშვს თავი მოძვრა.

detey-neposlushnyh-osobo-eto-interesno-poznavatelno-kartinki

ამის შემდეგ დედინაცვალმა გერისაგან მოხარშა სუფი და მიართვა მამას. თუმცა ბავშვის სული ჩასახლდა ფრინველში, მან იპოვა სადღაც პატარა წისქვილის ქვა, მიიტანა ის სახლში, გადმოაგდო ის დედინაცვალის თავზე და გაუპო მას თავი.

5. “საწყალი ბიჭი საფლავში”

საწყალი ობოლი ბიჭი მოხვდება მდიდარ ოჯახში, სადაც მას აშიმშილებენ და სცემენ. შეურაცხყოფისაგან დაღლილი ბიჭი გადაწყვეტს მოიკლას თავი, მაგრამ საწამლავი აერევა თაფლსა და ღვინოში. იმის ფიქრით, რომ სიკვდილი ახლოსაა ის მიდის სასაფლაოზე და წვება ახლად ამოთხრილ საფლავში. ის იქ წევს საკმაოდ დიდხანს მთვრალი, მაძღარი და უბედური.

detey-neposlushnyh-osobo-eto-interesno-poznavatelno-kartinki

მაგრამ შემდეგ კვდება.

აი ზღაპარიც დასრულდა , ტკბილ ძილს გისურვებთ პატარებო :)

jarji

minda viyo erterti avtori blogis

მსგავსი ამბები

Back to top button