გართობაუცნაური

ბუდიზმის ოთხი ჭეშმარიტება

bagan monks c awfulsara 565
მინდა ორი სიტყვით შევეხოთ მსოფლიო რელიგიებიდან ერთ-ერთის,ბუდიზმის მთავარ კონცეფციას, რაზედაც არის ეს აგებული რელიგია.
ტრიპიტაკას(ბუდისტური წმინდა წიგნი) ტექსტთან გაცნობის შემდეგ ნათელი ხდება , რომ ბუდისტური მოძღვრების ძირითად ბირთვს წარმოადგენს ე.წ, „ოთხი უზენაესი ჭეშმარიტება“,რომელიც ბუდას გასხივოსნების შემდეგ ეუწყა:

1.ამქვეყნად ყველაფერი ტანჯვაა.დაბადება – ტანჯვაა,სიბერე – ტანჯვაა, ავადმყოფობა – ტანჯვაა, სიკვდილი – ტანჯვაა, სიყვარული – ტანჯვაა, სიყვარულთან განშორება – ტანჯვაა, ნანატრის ვერმიღება – ტანჯვაა, ზოგადად, სურვილების დაუკმაყოფილებება – ტანჯვაა;
2.ტანჯვის მიზეზები სურვილებია.სურვილი არსებობისა , სიცოცხლისა, რასაც ადამიანი მიჰყავს დაბადებიდან დაბადებისკენ.
3.ამიტომ საჭიროა სრული განთავისუფლება სურვილებისგან , მათზე საბოლოო გამარჯვება და მათი განდევნა.
4. არსებობს გზა ხსნისა, რომელიც რვასაფეხურიანია:1)მართალი სარწმუნოება ანუ რწმენა,რომ სიცოცხლე ტანჯვაა ; 2)მართალი(ჭეშმარიტი გამბედაობა, რათა ამ გზაზე შედგომა შეძლოს ადამინმა ; 3)მართლი მეტყველება; 4) მართალი ქცევა,როგორც მართალი სიტყვის რეალიზაცია; 5) მართალი ცხოვრება; 6) მართალი ფიქრები ; 7) მართალი გულისთქმები და 8) მართალი ჭვრეტა.
mass ordination ceremony 100000 novice monks in buddhist lent session
ბუდიზმში ცენტრალური ადგილი უჭირავს ზნეობრივ პრინციპებსა და ადამინის ქცევით ნორმებს . ამრიგად, ყველა ადამინნისთვის სავალდებულოა „ხუთი მორალური მოთხოვნა“; 1) არ მოკლა არცერთი ცოცხალი არსება; 2) არ მოიპარო, არ მიითვისო , რაც შენი არ არის. 3) პატივი ეცი სხვას და დაიცავი ცოლქმრული ერთგულება ; 4) არ იცრუო და ცილი არ დასწამო სხვას; 5) არ გაეკარო ალკოჰოლს.
Buddhist monk teaching novi1
ბუდიზმში ნებისმიერი ადამინის არსებობის ბუნებრივი მდგომარეობა გამოცხადებულია ტანჯვად.თუკი ქრისტიანებისთვის არსებობა უკვე თავისთავადი სიკეთეა ბუდისტისთვის თავის არსში ტანჯვა,ანუ ბოროტებაა.ტანჯვისგან (ე.ი არსებობისგან ) თავის დაღწევის ერთადერთ გზად მიჩნეულია სურვილების დაძლევა და ნირვანაში გადასვლა. ამგვარი მოსაზრებების გამო ბუდიზმს თანამედროვე თეოლოგები ათეისტურ რელიგიასაც ეძახიან. მათ უზენაესი შემქმნელის ნაცვლად ჰყავთ საბოლოო მდგომარეობის იდეა, რომელიც ნირვანის სახელითაა ცნობილი.
 

ბუდიზმი ასევე გამოირჩევა თავისი უზომო ტოლერანტული ხასიათით.

ვისაც გსურთ ამ რელიგიაზე უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ შეგიძლიათ ამ ვიდეოს წყალობით გაეცნოთ ამ
ბუდიზმი ასევე გამოირჩევა თავისი უზომო ტოლერანტული ხასიათით.

ვისაც გსურთ ამ რელიგიაზე უფრო მეტი ინფორმაცია მიიღოთ შეგიძლიათ ამ ვიდეოს წყალობით გაეცნოთ ამ არაჩვეულებრივ ტოლერანტულ და ჰუმანურ რელიგიის კონცეფციებსა და ყოველდღიური ცხოვრების წესს.ასევე შეგიძლიათ ამ რელიგიის დამაარსებელის ბუდას ცხოვრებას გაეცნოთ.

იხილეთ ვიდეო:

მსგავსი ამბები

Back to top button