გართობაკულტურა

კამიკაძე

943165 383854595067695 1982151871 n

გამარჯობათ, დღეს მე წარმოგიდგენთ, ერთ საინტერესო ფაქტს. ალბათ ყველამ ვიცი მონღოლთა დიადი მებრძოლების ამბავი, რომლებმაც მტელი მსოფლიო შეძრეს. მათ დაიპყრეს იმ დროისთვის ცნობილი თითქმის ყველა ქვეყანა თუ კონტინენტი და ამით მსოფლიო ისტორიაში თავიანთი წარუშლელი კვალი დატოვეს. მონღოლთა შემოსევებს ჩვენი ქვეყანაც იგერიებდა, თუმცა მიუხედავად უამრავი ქართველი გამორჩეული მეომრის და თავგანწირული მამულისშვილის თავდაუზოგავი მცდელობის მიუხედავად მაინც ვერ გავუმკლავდით ჩვენს მტერს.

943165 383854595067695 1982151871 n
გვქონდა გარკვეული წინსვლები და გამარჯვებები თუმცა რას გაუმკლავდები ამგვარი ძალაუფლების მქონე დაპყრობელს, როგორიც იყო მონღოლეთი.თუმცა დღევანდელი ჩემი პოსტი არა საქართველო-მონღოლეთის საკითხს ეხება ,არამედ იაპონია-მონღოლეთის სასწაულებრივ არ დაწყებულ და დამტავრებულ ომს ეხება. უფრო სწორედ იმ სასწაულს,რაც ბრძოლა მოაგებინა იაპონიას.

943165 383854595067695 1982151871 n

ჩინეთში თავიანთი ძალაუფლების განმტკიცების შემდეგ მონღოლებმა ხელში ჩაიგდეს კორეა. და არ ჩერდებოდნენ თავიანთი ძალაუფლების გავრცელება აღმოსავლეთითაც და ჩრდილოეთითაც მოინდომეს.
ჩინეთისა და კორეის ნავსადგურების გამოყენებით მონღოლები შეეცადნენ იაპონიის კუნძულების დაპყრობას.მათ ბრჭყინვალედ შემუშვებული გეგმა ჰქონდათ, რითაც ისინი აპირებდნენ მოკლე დროში იაპონიის სრულ ანექსიას, ზედმეტი პრობლემების გარეშე.
მონღოლ მხედართმთავრებს , რომლებიც შესანიშნავად ხელმძღვანელობდნენ სახმელეთო ლაშქრობებს , არავითარი წარმოდგენა არ ჰქონდათ ზღვაზე ბრძოლის წარმოებაზე, ეს გახლდათ ერთადერთი წინაღობა , რაც აბრკოლებდა მონღოლებს. ამიტომ ხუბილაი ყაენმა იაპონიაში ლაშქრობისას მონღოლებთან ერთად ჩინელები და კორეელები გამოიყვანა და მათი გამოცდილების ხარჯზე აპირებდნენ მცირე პრობლემის გადაჭრას.ხუბილაიმ ორი სამხედრო-საზღვაო ლაშქრობა მოაწყო იაპონიის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი მონღოლთათვის უშედეგოდ დამთავრდა.
182905 383854698401018 390967958 n
მოხდა გაუთვალიწინებელი რამ, ორივეჯერ მონღოლთა უძლეველი ლაშქარი მათზე უფრო ძლიერმა, ბუნების ძალებმა გაანადგურეს.ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს ადამიანების უსუსურობას ბუნების ძალებთად შედარებით. XII საუკუნის 70-იან და 8-იან წლებში ხუბილაე ყაენის ხომალდების არმადა იაპონიის კუნძულებთან ტაიფუნმა (ძლიერმა ქარმა) იმსხვერპლა. იაპონელებმა კამიკაძე ანუ „ღმერთების ქარი“ `შეარქვესტაიფუნებს, რომლებმაც მართლაც ღვთაებრივი დახმარება გაუწიეს იაპონელ ხალხს და იხსნეს მონღოლთა უღლისაგან. აი ზოგჯერ ასე დაუფარავად ღებულობს მონაწილეობას ბუნება თავისი ხელთქმნილის გადასარჩენად.

971876 383856588400829 1251080688 n

 

 

მსგავსი ამბები

Back to top button